Facebook Twitter

ბს-842-816(კ-10) 5 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს “...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.

2010 წლის 11 თებერვალს შპს “...” თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე წარადგინა საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით შპს “...” დაევალა წარმომადგენელ – კ. ქ-ძეზე გაცემული მინდობილობისა და საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარისა და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარდგენა იმდენ ასლად რამდენი მხარეც იყო საქმეში.

შპს “...” მიერ 2010 წლის 9 მარტს წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით, შპს “...” საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა კიდევ 5 დღით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აპრილის განჩინებით განუხილველი დარჩა შპს “...” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.

შპს “...” 2010 წლის 31 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე განმეორებით წარადგინა საკასაციო საჩივარი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო საჩივრის განმეორებით წარდგენის შესაძლებლობას და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს “...” მიერ 2010 წლის 11 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე ერთხელ უკვე წარდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2010 წლის 6 აპრილს გამოტანილ იქნა განჩინებაA შპს “...” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “...”-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს შპს “...” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.