ბს-843-817(კ-10) 1 დეკემბერი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი/მ “გ. ხ-იანის” წარმომადგენლის მ. კ-ძის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი/მ “გ. ხ-იანმა” 21.05.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც ი/მ “გ. ხ-იანისთვის” გადასახადების დარიცხვის ნაწილში ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 23.03.07წ. ¹@1204 საგადასახადო მოთხოვნის და 19.03.07წ. ¹დ/149 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 21.05.07წ. ¹4445 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ი/მ “გ. ხ-იანის” საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.10.09წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ი/მ “გ. ხ-იანის” მოთხოვნას, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 23.03.07წ. ¹1204 საგადასახადო მოთხოვნის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 19.03.07წ. ¹დ/149 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 21.05.07წ. ¹4445 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.05.07წ. ი/მ “გ. ხ-იანის” საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი ი/მ “გ. ხ-იანმა”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.10წ. განჩინებით აპელანტ – ი/მ “გ. ხ-იანის” წარმომადგენლის მ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.10.09წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “გ. ხ-იანმა”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ი/მ “გ. ხ-იანის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა 01.12.10წ ი/მ “გ. ხ-იანის” წარმომადგენელმა მ. კ-ძემ, რომლითაც საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა კასატორ ი/მ “გ. ხ-იანის” წარმომადგენელმა მ. კ-ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, მოსარჩელემ, ფიზიკურმა პირმა _ ი/მ “გ. ხ-იანის” წარმომადგენელმა მ. კ-ძემ 16.02.09წ. ¹1-825 მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (გაცემულია 3 წლის ვადით და ძალაშია 2012 წლის 16 თებერვლის ჩათვლით) განაცხადა რა უარი საკასაციო საჩივარზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების განსაკარგავად, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის. სასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს და არა ფიზიკური პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის განცხადებაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 378-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ “გ. ხ-იანის” წარმომადგენელმა მ. კ-ძის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ი/მ “გ. ხ-იანის” საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.10წ. განჩინება;
3. კასატორს _ ი/მ “გ. ხ-იანს” დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 21.07.10წ. ¹1 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი 01011011484) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით;
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.