ბს-844-818(2კ-10) 22 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ნ-შვილისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,2002 წლის 25 აპრილის თბილისში მომხადრი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2009 წლის 16 მარტს ლ. ძ-ურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა თბილისში, ...; IIIა მ/რ, კორ. ¹341 ბ. ¹132 მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 აპრილის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა: “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალურ ფონდს” დავალებოდა ლ. ძ-ურისათვის შეძენილი ბინის, მდებარე: თბილისში, ...; IIIა მ/რ; კორპუსი ¹341, ბინა 132- ის სარგებლობის უფლებით გადაცემა, აღნიშნულ ბინაზე სარგებლობის უფლებით გადაცემის დამადასტურებელი ხელშეკრულებისა და მიღება-გადაცემის აქტის გაფორმება და ასევე დესტინატერი ლ. ძ-ურისათვის, ფონდის მიერ შეძენილ ბინაზე, მდებარე: თბილისში, ...; IIIა მ/რ, კორპუსი ¹341, ბინა 132-ზე სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორმება, რომლის შესაბამისადაც ფონდის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ, დესტინატერი, კანონმდებლობით უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის დადგენილი ფორმალური პროცესების დაცვით, შეიძენდა საკუთრების უფლებას ფონდის მიერ გადაცემულ ბინაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ნ-შვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 სექტემბრის მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა კვლავ შეცვალა დავის საგანი და საბოლოოდ მოითხოვა: მოპასუხეს - “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალურ ფონდს” დავალებოდა ლ. ძ-ურისთვის ფონდის მიერ შეძენილი ბინის, მდებარე, თბილისი, ...; IIIა მ/რ; კორპუსი ¹341; ბინა 132-ის სარგებლობის უფლებით გადაცემა, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, შესაბამისი ხელშეკრულების დადებით და ამავე ბინაზე სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორმება და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ზემოაღნიშნული ბინის საკუთრებაში გადაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ძ-ურის სარჩელი დაკმაყოფილდა; “2002 წლის 25 აპრილს ქალაქ თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდს” დაევალა თბილისში, ...; IIIა მ/რ; კორპუსი ¹341; ბინა 132-ზე ლ. ძ-ურისათვის მიღება-გადაცემის აქტის გაფორმება, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფირმება და აღნიშნული ბინის საკუთრებაში გადაცემა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ,,2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალურმა ფონდმა და მ. ნ-შვილმა.
აპელანტი - ,,2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდი” სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის გადაცემას, ხოლო აღნიშნულის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
მეორე აპელანტი – მ. ნ-შვილი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ძ-ურის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალურ ფონდს” დაევალა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, დესტინატერ ლ. ძ-ურს სარგებლობის უფლებით გადასცეს საცხოვრებელი ბინა ¹132, მდებარე, თბილიში, ... IIIა მ/რ, კორპუსი ¹341; დანარჩენ ნაწილში ლ. ძ-ურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ,,2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალურმა ფონდმა” და მ. ნ-შვილმა.
კასატორი - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ ,,2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდი” საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
მეორე კასატორი – მ. ნ-შვილი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას ლ. ძ-ურისათვის სარგებლობის უფლებით ქ. თბილისში, ... ... მ/რ-ში კორპ.341-ში არსებული ბინის 132-ის გადაცემის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ,,2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდისა” და მ. ნ-შვილის საკასაციო საჩივრები.
2010 წლის 28 ივლისს ლ. ძ-ურმა მოსაზრებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ,,2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდისა და მ. ნ-შვილის საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ,,2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” და მ. ნ-შვილის საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ,,2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” და მ. ნ-შვილის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ,,2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” და მ. ნ-შვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს _ ,,2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალურ ფონდს” და მ. ნ-შვილს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.