ბს-853-827(კ-10) 1 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. კ-ძემ 18.03.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: 1. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შს მინისტრის 15.12.04წ. ... ბრძანების ბათილად ცნობა; 2. სამსახურში აღდგენა; 3. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება; 4. 2002-2003 წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების - 721,59 ლარისა და 2002 წლის IX თვის ხელფასის - 85 ლარის ანაზღაურება; 5. კადრების განკარგულებაში ყოფნის 2 თვის კომპენსაციის - 250 ლარის ანაზღაურება; 6. 7 წლის მანძილზე წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის - 200 ლარის ოდენობით ანაზღაურება; 7. 2004 წლის 12 ივლისიდან 5 ოქტომბრამდე სამი თვის ხელფასის მომატებული ტარიფით, თვეში 350 ლარის ოდენობით ანაზღაურება; 8. დათხოვნის ბრძანების თარიღში შესწორების შეტანა, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე მუშაობდა არა 2004 წლის 12 ივლისამდე, არამედ 2004 წლის 5 ოქტომბრამდე; 9. 2001 წლის ოქტომბრიდან - 2004 წლის ოქტომბრამდე პერიოდის 3 წლიან უწყვეტ სტაჟად ჩათვლა; 10. სპეციალური წოდების “... მაიორის” მინიჭება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.06წ. გადაწყვეტილებით ა. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შს მინისტრის 15.12.04წ. ... ბრძანება და მოპასუხეს დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი დასაბუთებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, სადაც გამოკვლეული იქნება ასევე მოსარჩელისათვის 2001 წლის ოქტომბრიდან 2004 წლის ოქტომბრამდე 3 წლიანი სტაჟის ჩათვლისა და სპეციალური წოდების მინიჭების საკითხი; სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა ა. კ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 721,59 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.07წ. განჩინებით ა. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.06წ. გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც არ იქნა განხილული ა. კ-ძის მოთხოვნები: იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ; 2004 წლის 12 ივლისიდან 2004 წლის 5 ოქტომბრამდე თვეში 350 ლარის ანაზღაურების შესახებ; 7 წლის მანძილზე წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის – 200 ლარის ანაზღაურების შესახებ და აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნათა ნაწილში ა. კ-ძის სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ძემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 04.06.08წ. განჩინებით ა. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.06.09წ. გადაწყვეტილებით ა. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2004 წლის 12 ნოემბრიდან ახალი აქტის გამოცემის დღემდე დროის შუალედის მიხედვით, თუკი შს სამინისტრო გამოსცემს ახალ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსარჩელის კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის დავალდებულებაზე აუნაზღაუროს მას სამსახურიდან დათხოვნის გამო ხუთი თვის საკომპენსაციო თანხა; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის დავალდებულებაზე აუნაზღაუროს მას 2004 წლის 10 ივლისიდან 2004 წლის 5 ოქტომბრამდე სამი თვის სრული ხელფასი; მოპასუხეს დაევალა გამოიანგარიშოს და აუნაზღაუროს მოსარჩელეს წელთა ნამსახურობის დანამატი; მოპასუხეს დაევალა აუნაზღაუროს მოსარჩელეს კადრების განკარგულებაში ყოფნის თანხა – 189,85 ლარი; გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაუყოვნებლივ აღსრულებას დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.06.09წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი, კერძოდ, კადრების განკარგულებაში ყოფნის თანხის – 189,85 ლარის ანაზღაურების ნაწილში; მოსარჩელეს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ძემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.09წ. განჩინებით ა. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.06.09წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ძემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ალექსანდრე კაციტაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. კ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.