ბს-854-828 (კ-10) 20 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ტ-შვილისა და ი. ნ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 12 იანვარს ი. ტ-შვილმა და ი. ნ-შვილმა სარჩელით მიმართეს თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების- თელავის ..., კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ თელავის ... რწმუნებულთა კრების 2006 წლის 25 აპრილის ¹2 საოქმო გადაწყვეტილების-სასადილო “...” სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ ბათილად ცნობას, სასადილო “...” სახელმწიფო საკუთრების უფლების გაუქმებას და მოსარჩელეთა კუთვნილი ქონების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საპრივატიზებო ობიექტების ნუსხიდან ამოღებას.
სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდგომ მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვეს თელავის რაიონული კოოპერატივის რწმუნებულთა კრების 2006 წლის 25 აპრილის ოქმი ¹2-ით მიღებული დადგენილების, მოსარჩელეთა მიერ შეძენილი სასადილო “...” სახელმწიფოსათვის გადაცემის ნაწილში ბათილად ცნობა, მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს თელავის სარეგისტრაციო სამსახურისადმი რესტორან “...” სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ თელავის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 15 მაისის ¹59 პ/რ მიმართვის ბათილად ცნობა; საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის ¹1-1/696 ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც სასადილო “...” შენობა-ნაგებობა მიქცეულ იქნა საპრივატიზაციოდ და შეტანილ იქნა საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში, სასადილო “...” სახელმწიფო საკუთრების უფლების გაუქმება, სასადილო “...” საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღება და სასადილო “...” სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის შესახებ საჯარო რეესტრის მიერ 2006 წლის 19 მაისს განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო მოთხოვნა თელავის ... რწმუნებულთა კრების 2006 წლის 25 აპრილის ¹2 საოქმო დადგენილების იმ ნაწილის ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც მოსარჩელეთა მიერ შეძენილი ქონება –სასადილო “...”_გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებად და დადგენილი იქნა აღნიშნული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა ადმინისტრაციული საქმის განხილვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თელავის ... რწმუნებულთა კრების 2006 წლის 25 აპრილის ¹2 ოქმით მიღებული დადგენილება და 2006 წლის 4 მაისის მიღება-ჩაბარების აქტის 28-ე პუნქტი სასადილო “...” სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.
თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის განჩინებით განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თელავის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 15 მაისის ¹59 პ/რ მიმართვა თელავის სარეგისტრაციო სამსახურისადმი რესტორან “...” სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის ¹1-1/696 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც სასადილო “...” შენობა-ნაგებობა მიქცეულ იქნა საპრივატიზაციოდ და შეტანილ იქნა საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში, გაუქმდა სასადილო “...” სახელმწიფო საკუთრების უფლება, ამოღებულ იქნა სასადილო “...” საპრივატიზაციო ნუსხიდან და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის მიერ 2006 წლის 19 მაისს განხორციელებული ჩანაწერი სასადილო “...” სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის შესახებ.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ნ-შვილის და ი. ტ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. ნ-შვილმა და ი. ტ-შვილმა.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ნ-შვილის და ი. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ი. ნ-შვილის და ი. ტ-შვილის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ი. ნ-შვილის და ი. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ი. ნ-შვილის და ი. ტ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. ნ-შვილის და ი. ტ-შვილის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ი. ნ-შვილის და ი. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ტ-შვილს უნდა დაუბრუნდეს მისი და ი. ნ-შვილის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ნ-შვილს და ი. ტ-შვილს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. ი. ტ-შვილს დაუბრუნდეს ი. ნ-შვილის და ი. ტ-შვილის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.