Facebook Twitter

ბს-865-827(2კ-09) 16ივნისი,2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

I კასატორი – ქ.თბილისის მერია (მოპასუხე), წარმომადგენელი მ. ზ-ძე (მინდობილობა 26.10.07წ. ¹06/12437)

II კასატორი – გ. კ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე), წარმომადგენელი გ. ც-ძე (მინდობილობა 04.03.09წ., ¹8/1304)

თავდაპირველი მოპასუხე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი მ. ჭ-ძე (მინდობილობა 07.04.09წ. ¹59308)

დავის საგანი – ბინის ორდერის, ბინის პრივატიზების ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.08წ. გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 24.09.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის, გ. კ-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 24.01.94წ., ¹... განკარგულების, ასევე მის საფუძველზე გაცემული ¹... ორდერის, 31.05.1998წ. პრივატიზების ხელშეკრულების და უძრავი ქონების სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.10.07წ. განჩინებით დაკმაყოფილდა სამინისტროს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა დავის გადაწყვეტამდე დოკუმენტებში ყოველგვარი ცვლილებების განხორციელება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.12.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ქ. თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 24.01.94წ. ¹.... განკარგულების, ასევე მის საფუძველზე გაცემული ¹... ორდერის, 01.05.98წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების და უძრავი ქონების (სარეგისტრაციო ზონა-თბილისი, კოდი-1, სექტორი-...., კოდი-..., კვარტალი-..., ნაკვეთი ..., მისამართი .... გამზირი ¹46ა, ბ. 25) სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის საქმეთა მმართველობამ 11.10.93წ., ¹212/100 წერილით მიმართა რუსეთის ჯარების ამიერკავკასიის დაჯგუფების ხელმძღვანელს და სთხოვა დროებით გამოეყო ბინა პრემიერ – მინისტრის მოადგილის თანაშემწე _ გ. კ-ძისათვის. 02.12.93 წ. ¹54/7/525 წერილით ამიერკავკასიის რუსეთის ძალების ხელმძღვანელობამ განაცხადა თანხმობა გ. კ-ძისათვის ბინის გადაცემაზე. ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა 16.12.93წ. ¹35-29/80 წერილით მიმართა მერიას, რომლითაც ითხოვა ფართის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის მფლობელობაში აყვანა. თბილისის მერიამ 31.12.93წ. ¹... განკარგულებით, ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების 02.12.93წ. ¹... თანხმობის საფუძველზე, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს გადასცა 17 კვ.მ. ფართის ერთოთახიანი ბინა ¹..., მდებარე ქ. თბილისი, ... გამზ. ¹46”ა”-ში. აღნიშნული წერილის საფუძველზე ქ. თბილისის მერიამ 31.12.93წ. ¹934 განკარგულებით სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს გადასცა 17კვ.მ. ფართის ერთოთახიანი ბინა. მთაწმინიდს რაიონის გამგეობის 24.01.94წ. ¹4-08/37 განკარგულებით გ. კ-ძე დაკმაყოფილდა ბინით და 24.01.94წ. გაიცა .... ორდერი. თბილისის გარნიზონის სახლმმართველობის უფროსისათვის გაგზავნილი 30.04.98წ. ¹545 წერილით თავდაცვის სამინისტრომ თანხმობა განაცხადა გ. კ-ძისათვის აღნიშნული ბინის პრივატიზაციაზე. სასამართლომ მიუთითა საბინაო კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ჩათვალა, რომ მოცემული ორდერის გასაჩივრების 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის დენა მითითებული მუხლის საფუძვლზე დაიწყო ორდერის გაცემის დღიდან და 24.01.97წ. ამოიწურა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ბინის ორდერის მიმართ სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დროისათვის უკვე ხანდაზმული იყო. პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა ასევე ზაკ-ის 218-ე მუხლი და აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინიდის რაიონის გამგეობის 24.01.94წ. განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნა ასევე უსაფუძვლოა, ვინაიდან მოცემული აქტის საფუძველზე პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებით დაინტერესებულმა პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თბილისის გარნიზონის ¹1 სახლმმართველობის წარმომადგენელ გ. გ-ძესა და გ. კ-ძეს შორის 01.05.98წ. გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილშიც, ვინაიდან გ. გ-ძე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თბილისის გარნიზონის წარმომადგენელი, ხელშეკრულება უშუალოდ გაფორმებულია თავდაცვის სამინისტროს თბილისის გარნიზონის უფლებამოსილი წარმომადგენლის გ. გ-ძის მიერ თავდაცვის სამინისტროს ჯარების განთავსებისა და მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ო. ხ-ძესთან შეთანხმებით, რის გამოც სასამართლოს მოსაზრებით, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 01.05.98წ. ხელშეკრულების გაფორმების დღიდან. სასამართლოში სარჩელი აღძრულია აღნიშნული თარიღიდან 9 წლის გასვლის შემდეგ. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია როგორც სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის 6-წლიანი, ასევე “სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.09წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.12.08წ. გადაწყვეტილების შეცლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მთაწმინდის გამგეობის 24.01.1994 წ. ... განკარგულება, ორდერი ..., ასევე 31.05.98 წ. პრივატიზების ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ჩანაწერი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მთაწმინდის რაიონის გამგეობა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 23.04.92წ. დადგენილების საფუძველზე არ იყო უფლებამოსილი დაეკმაყოფილებინა გ. კ-ძე სამხედრო ქონების ბალანსზე რიცხული ბინით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება ამიერკავკასიაში რუსული ჯარების დაჯგუფების სსგ უფროსის 14.02.97წ. ¹54/4/71 წერილის საფუძველზე, საქართველოს რუსპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილების უფროსის 18.02.97წ. ¹15 ბრძანების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადაიცა, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო ქონება არ ყოფილა საკუთრების წესით განკარგული ამიერკავკასიაში რუსული ჯარების დაჯგუფების მიერ 1997 წლის 5 ივლისამდე, ვიდრე იგი არ გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. სააპელაციო სასამართლომ სზაკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე ჩათვალა, რომ მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული ბინის ორდერი ¹... წარმოადგენს არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადები არ ვრცელდება, რის გამოც არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება საბინაო კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საბინაო ორდერის გასაჩივრების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლასთან დკავშირებით. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 30.04.98წ. ¹545 წერილი ეწინააღმდეგება მინისტრთა კაბინეტის 06.08.93წ. ¹603 დადგენილებას, გ. კ-ძე არ იყო სამხედრო მოსამსახურე, შესაბამისად, აღნიშნული თანხმობა არ შეიძლება საფუძვლად დასდებოდა ბინის პრივატიზებას არასამხედრო პირზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება. მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ გამოცემული ბინის ¹... ორდერი, რომლის საფუძველზეც გ. კ-ძე დაკმაყოფილდა ბინით, წარმოადგენს არარა ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს, ბათილია ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 30.04.98წ. ¹545 წერილი, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების დადება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ 01.05.98წ. გაფორმებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულებას საფუძვლად უდევს ბათილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რის გამოც აღნიშნული პრივატიზების ხელშეკრულებაც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რომლითაც სადავო ბინა გ. კ-ძის სახელზე აღირიცხა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და გ. კ-ძემ, კასატორებმა მოითხოვეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორმა გ. კ-ძემ აღნიშნა, რომ მთაწმინდის რაიონის გამგეობა მოქმედებდა კანონიერად, მას აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა ზაკ-ის მე-60 მუხლზე, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს აქტის ბათილად ცნობას და არა მის არარად აღიარებას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არასწორად გამოიეყენა სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან საქმე ეხება სადავო აქტის ბათილად ცნობას, შესაბამისად სარჩელი 24.01.94წ. გაცემული ბინის ორდერის მიმართ სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დღისათვის უკვე ხანდაზმულია. კასატორის აზრით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ ბინის პრივატიზება მომხდარია თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული თანხმობის საწინააღმდეგოდ, არ გაითვალისწინა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ზაკ-ის მე-60, 611-ე, 70-ე მუხლები, არ გამოიყენა საბინაო კოდექსის 57-ე და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ამავე კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილი, სკ-ის 1507-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, ზაკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სწორი შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

კასატორი - ქ. თბილისის მერია თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, არარად აღიარა მთაწმინდის რაიონული გამგეობის ¹... ორდერი, მაშინ როდესაც მოსარჩელის მოთხოვნას არ შეადგენდა მისი არარად აღიარება. სასამართლომ მთაწმინდის რაიონის გამგეობის 24.01.94წ. ¹... განკარგულება ბათილად ცნო ისე, რომ საქმეში მოპასუხე მხარედ მოწვეული არ ყოფილა თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობა. ზაკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 24.01.94წ. განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან ამ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ბინის პრივატიზების ხელშეკრულების დადებით და საჯარო რეესტრში მისი დარეგისტრირებით დაინტერესებულმა პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება. კასატორის მოსაზრებით, თბილისის მთაწმინის რაიონის გამგეობის მიერ სადავო აქტი გამოცემულია უფლებამოსილების ფარგლებში, სსრ საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის საფუძველზე, კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თბილისის გარნიზონის ¹1 სახლმართველობის წარმომადგენელსა და გ. კ-ძეს შორის 01.05.98წ. პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილშიც, ვინაიდან კასატორის აზრით, მოსარჩელის მიერ დარღვეულია როგორც სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის 6 წლიანი, ასევე “სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ქ.თბილისის მერიის და გ. კ-ძის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მინისტრთა კაბინეტის საქმეთა მმართველობამ 11.10.93წ. ¹212/100 წერილით მიმართა რუსეთის ფედერაციის ჯარების ამიერკავკასიის დაჯგუფების ხელმძღვანელს, რომლითაც ითხოვა პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანაშემწისათვის - გ. კ-ძისათვის დროებით ბინის გამოყოფა. რფ-ის ჯარების ამიერკავკასიის დაჯგუფების ხელმძღვანელის 02.12.1993წ. ¹54/7/525 წერილით თანხმობა გაიცა გ. კ-ძისათვის ბინის გადაცემაზე. აღნიშნულის საფუძველზე სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა 16.12.93წ. ¹35-29/80 წერილით მიმართა ქ. თბილისის მერიას, რომლითაც ითხოვა მითითებული ფართის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის მფლობელობაში აყვანა. ქ.თბილისის მერიის 31.12.93წ. ¹... განკარგულებით, ამიერკავკასიაში რფ-ის ჯარების დაჯგუფების 02.12.93წ. ¹... თანხმობის საფუძველზე, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს გადაეცა 17 კვ.მ. ფართის ერთოთახიანი ბინა ¹25, მდებარე ქ. თბილისი, .... გამზ. ¹46”ა”. მთაწმინდის რაიონის გამგეობის 24.01.1994წ. ¹4-08/37 განკარგულებით გ. კ-ძე დაკმაყოფილდა ბინით და გაიცა ¹013773 ორდერი. 30.05.1998წ. დაიდო ბინის პრივატიზების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე 03.08.07წ. სადავო ფართი საჯარო რეესტრში გ. კ-ძის სახელზე დარეგისტრირდა.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მთაწმინდის გამგეობის 24.01.1994წ. ¹4-08/37 განკარგულება, ბათილად იქნა ცნობილი აგრეთვე გამგეობის მიერ გაცემული ორდერი ¹... და გამგეობის საბინაო სამმართველოს მიერ 31.05.98წ. დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა თავისთავად ადასტურებს გამგეობის საქმის განხილვაში პირადი იურიდიული დაინტერესების არსებობას და გულისხმობდა საქმეში მხარედ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მოწვევის, დავის მატერიალურ-სამართლბერივი და პროცესუალურ-სამართლებრივი საკითხების განხილვისას სასამართლო წარომოებაში გამგეობის მონაწილეობის აუცილებლობას. სასამართლოს მიერ ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად საქმის განხილვა, სსკ-ის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ქმნის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოითხოვდა გამგეობის აქტის ბათილად და არა არარად ცნობას, სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მსჯელობს აქტის არა ბათილობაზე, არამედ არარაობაზე. ამასთანავე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გამგეობის სადავო აქტი ბათილად არის ცნობილი. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ გამომდინარეობს მისი სამოტივაციო ნაწილიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათის მიუხედავად, სარჩელის უფლება დისპოზიციურია, სასამართლო შებოჭილია მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებით. მოთხოვნის (სარჩელის საგნის) შეცვლის ან მისი გადიდების უფლება აქვს მხოლოდ მოსარჩელეს (სსკ-ის 83.2 მუხ.), სასამართლოს არ აქვს უფლება მიაკუთვნოს მოსარჩელეს იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, საქმის მასალებით კიდეც რომ დასტურდებოდეს უფრო მეტის მოთხოვნის საფუძველი. სასკ-ის 281–ე მუხლის მიხედვით, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასკ-ის 281-ე მუხლის საფუძველზე არ მომხდარა მოთხოვნის ტრანსფორმირება, ის გარემოება, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა აქტის არარად ცნობის ინსტიტუტს და აქტის ბათილად ცნობაში მოიცავდა არარად ცნობასაც, არ გამორიცხავდა სასამართლოს ვალდებულებას სსკ-ის 435-ე მუხლის და სასკ-ის 281-ე მუხლის მოთხოვნების დაცვის საჭიროებას.

საფუძველს მოკლებულია სააპელაციო პალატის მითითება გამგეობის სადავო აქტების საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 23.04.92წ. ¹446 დადგენილების მოთხოვნისადმი შეუსაბამობაზე. ხსენებული დადგენილების მიხედვით აიკრძალა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების ობიექტების და სამხედრო ქონების ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა ან შესყიდვა სამთავრობო კომისიის ნებართვის გარეშე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 23.04.92წ. ¹446 დადგენილება სადავო აქტების – გამგეობის 24.01.94წ. ¹-... განკარგულების და ორდერის გამოცემამდე გამოცხადდა ძალადაკარგულად, კერძოდ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 09.10.92წ. ¹984 დადგენილების მე-8 პუნქტით. თავის მხრივ, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 09.10.92წ. ¹984 დადგენილება, რომელიც ადგენდა ყოფილ საკავშირო სამხედრო უწყებათა ჯარებისა და დაწესებულებებისათვის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მიწის ფონდიდან გამოყოფილი მიწის ნაკვეთების, მათზე განლაგებული სამხედრო დასახლებების, სამხედრო-საზღვაო ბაზების, ძირითადი ფონდების მთლიანად საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემას და მოხმარების სფეროს განსაზღვრას, ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა სადავო აქტების გამოცემამდე, კერძოდ “საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 09.10.92წ. ¹984 დადგენილების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 22.12.93წ. ¹929 დადგენილებით, რომელიც მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 14.06.93წ. განკარგულების მე-8 პუნქტის საფუძველზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 23.04.92წ. ¹... დადგენილებაზე მითითება არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან სადავო აქტები არ გამოცემულა ხსენებული დადგენილების მოქმედების პირობებში, სადავო აქტების გამოცემისას არ დასტურდება ბინის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ყოფნა. ამდენად, პალატამ გამოიყენა ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

ასკ-ის 218-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სადავო აქტები, კერძოდ, 24.01.1994წ. ¹... განკარგულება და 25.01.94წ. გაცემული ¹... ორდერი წარმოადგენენ 2000 წლამდე გაცემულ, აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტებს, ამასთანავე სადავო აქტების საფუძველზე 01.05.1998წ. დაიდო ბინის პრივატიზების ხელშეკრულება, ბინა საჯარო რეესტრში 03.08.07წ. აღირიცხა გ. კ-ძის სახელზე (საფუძველი 01.05.98წ. პრივატიზების ხელშეკრულება), შესაბამისად სადავო აქტების საფუძველზე განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხსენებული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილება გულისხმობდა ზაკ-ის 218-ე მუხლის მოთხოვნაზე მსჯელობის საჭიროებას. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ ასკ-ის 218-ე მუხლის მოთხოვნაზე მსჯელობის გარეშე ბათილად ცნო სადავო აქტები.

საქმის მასალებით დატურდება, რომ ქ.თბილისის გარნიზონის საბინაო-საექსპლუატაციო უბნის წარმომადგენელსა და გ. კ-ძეს შორის 01.05.1998წ. გაფორმებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულება დადებულია მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე, რაც განპირობებული იყო სადავო ბინის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამმართველოს ბალანსზე ყოფნით, მერიის 31.12.93წ. განკარგულება, რომლითაც მოხდა სადავო ბინის სამმართველოს ბალანსზე გადაცემა, ძალაშია და არ გასაჩივრებულა. ამასთანავე, მინისტრთა კაბინეტის 06.08.93წ. ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულებით ბინის პრივატიზების შემთხვევაშიც ბინის ორდერს (დროებით დებულების მე-15 პუნქტი), რომლის საფუძველზედაც ხორციელდებოდა ბინაში შესახლება, გასცემდა მმართველობის ადგილობრივი ორგანო. საცხოვრებელ სადგომზე ორდერის გაცემის უფლებამოსილება დასტურდება აგრეთვე იმჟამად მოქმედი საბინაო კოდექსის 57-ე მუხლით. ამდენად, არ არის დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს მიერ გამგეობის არაუფლებამოსილ ორგანოდ, სზაკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გამგეობის მიერ გამოცემული ბინის ორდერის არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევა. შესაბამისად, არ არის დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ორდერის გაუქმების მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის გაუვრცელებლობის შესახებ, მით უფრო, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით ორდერი ცნობილ იქნა არა არარად, არამედ ბათილად.

სადავო ურთიერთობების წარმოშობის დროს მოქმედი საბინაო კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ორდერის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა მისი გაცემიდან სამ წელს შეადგენდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თავდაცვის სამინისტროსათვის ცნობილი იყო გ. კ-ძის სახელზე ორდერის გაცემის და მის მიერ სადავო ბინის 01.05.98წ. ხელშეკრულებით პრივეტიზების შესახებ. თბილისის გარნიზონის სახლმმართველობის უფროსისათვის გაგზავნილი 30.04.98წ. ¹545 წერილით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თანხმობა განაცხადა გ. კ-ძისათვის ... გამზ. 46 “ა”-ში ¹25 ბინის პრივატიზებაზე. 30.04.1998წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თბილისის გარნიზონის ¹1 სახლმმართველობის უფროსმა გ. გ-ძემ მიანდო გარნიზონის ¹1 სახლმმართველობის სახით ... გამზ. 46 “ა”-ში მდებარე ¹25-ის ბინის პრივატიზების განხორციელების უფლება, 01.05.1998წ. ბინის პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე 03.08.07წ. სადავო ფართი საჯარო რეესტრში გ. კ-ძის სახელზე დარეგისტრირდა. ამასთანავე, საქმეში დაცულია თავდაცვის სამინისტროს მშენებლობის და ჯარების განთავსების სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის 26.06.2008წ. განცხადება—შუამდგომლობა (ტ.1, ს.ფ. 328), წარდგენილი ქ.თბილისის ისან-სამგორის სასამართლოსადმი, საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის იმ დავაში მესამე პირად ჩაბმის შესახებ, რომელშიც გ. კ-ძე სასარჩელო განცხადებით, ორდერის და პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე, მოითხოვდა 46”ა” კორპუსის ¹25 ბინაში თვითნებურად შესახლებული გ. ბ-იას გამოსახლებას. ამდენად, საქმის მსაალებს არ ემყარება, უფრო სწორედ ეწინააღმდეგება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელში და საკასაციო საჩივრების შესაგებელში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამინისტრომ 2007 წლის სექტემბერში შეიტყო ბინის გ. კ-ძის საკუთრებაში ყოფნის შესახებ. გარდა ამისა, 01.05.98წ. ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება დადებულია გ. კ-ძისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თბილისის გარნიზონის წარმომადგენელს შორის, რაც ქმნის ხანდაზმულობის ვადის ხელშეკრულების დადების მომენტიდან ათვლის შესაძლებლობას. საქმის მასალების მიხედვით, სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 24.09.07წ. აღიძრა, შესაბამისად, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ საბინაო კოდექსის 58-ე მუხლით, ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 129.1 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დაცვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ საქმე განხილულია საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დაუცველად, გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, იგი არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს და საქმეში დაცულ მტკიცებულებებს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, სასამართლოს მსჯელობა არ შეესაბამება სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს საქმეში ჩაბმით, დავის ზემოაღნიშნული ასპექტების სრულყოფილი გამოკვლევით, შეკრებილ მტკიცებულებათა დამატებითი, სათანადო გამოკვლევით შესაძლებელი იქნება საქმეზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერიის და გ. კ-ძის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.09წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.