ბს-870-844(კ-10) 5 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე რ. ნ-იას სარჩელის გამო ფოთის რეგიონალური ცენტრის მიმართ, მესამე პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაწილეობით).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2009 წლის 12 ოქტომბერს რ. ნ-იამ სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესამოვლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის მიმართ, მესამე პირის - შემოსავლების სამსახურის მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ¹16-24/3-3/8570, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 29 სექტემბრის ¹16-10/25507 წერილების ბათილად ცნობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის დავალდებულება 2009 წლის 27 აგვისტოს ¹16-24/3-3/8570 წერილში მითითებული თანხების ი/მ “კ. ნ-იას” პირად ბარათზე შემცირების შესახებ (იხ. ს.ფ. 3-13).
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ნ-ნიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 88-93).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ნ-იამ და მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 24 აგვისტოს ¹143 ბრძანების ბათილად ცნობა ¹1718 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული დღგ-ს 1693,1 ლარისა და საურავის _ 682,7 ლარის, სხვა გადასახადების _ 6 ლარის, საურავის 25,43 ლარის შემცირებაზე უარის თქმის ნაწილში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ¹16-24/3-3/8570 წერილის ბათილად ცნობა; შესამოვლების სამსახურის 2009 წლის 29 სექტემბრის ¹16-10/25507 წერილის ბათილად ცნობა; ფოთის რეგიონალური ცენტრისათვის 2009 წლის 27 აგვისტოს ¹16-24/3-3/8570 წერილში მითითებული თანხების პირად ბარათზე შემცირების დავალება და ფოთის რეგიონალური ცენტრისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების დაკისრება (იხ. ს.ფ. 99-108).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით რ. ნ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით რ. ნ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ფოთის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 24 აგვისტოს ¹143 ბრძანება 2005 წლის 5 სექტემბრის ¹1718 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული დღგ-ს _ 1693,1 ლარის, შესაბამისი საურავის – 25,43 ლარის შემცირებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ფოთის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ¹16-24/3-3/8570 შეტყობინება, შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 29 სექტემბრის ¹16-10/25507 გადაწყვეტილება, ფოთის რეგიონალურ ცენტრს დაევალა მოეხდინა ¹16-24/3-3/8570 შეტყობინებაში მითითებული თანხების პირად ბარათზე შემცირება (იხ. ს.ფ. 157-165).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 172-180).
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 184-185).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს მხარეებმა.
კასატორმა – შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
კასატორის მითითებით, შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 17 ივნისის ¹1628 ბრძანების შესრულების მიზნით, ფოთის რეგიონალურ ცენტრს 2009 წლის 16 აგვისტოს ¹16-10/29774 წერილით განემარტა, რომ საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი კამერალური შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებთან მიმართებაში გახდა ის გარემოება, რომ არ მოიპოვებოდა ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 10 იანვრის კამერალური შემოწმების აქტის დედანი, ბრძანება კამერალური შემოწმების ჩატარების შესახებ, პურსაცხობის ღუმელის აზომვის მასალები. ამასთან, დადგენილი იყო, რომ კ. ნ-ია გარდაცვლილია, რის გამოც ვერ განხორციელდებოდა საკითხის ხელახლა შესწავლა. შესაბამისად, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე კორექტირება უნდა განხორციელებულიყო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ხოლო დანარჩენი საგადასახადო დავალიანების მიმართ გატარებულიყო სსსკ-ის 62-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა 2009 წლის 24 აგვისტოს გამოსცა ¹143 ბრძანება ი/მ “კ. ნ-იას” მიმართ დღგ-ს გადასახადში დარიცხული ძირითადი 11200 ლარის, მასზე რიცხული საურავის შემცირებისა და დარჩენილ საგადასახადო დავალიანებაზე სსკ-ის 62-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ, რის შემდეგაც სსკ-ის 62-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად, ი/მ “კ. ნ-იას” მემკვიდრეს – რ. ნ-იას გაეგზავნა შეტყობინება, სადაც მითითებული და ასახული იყო მემკვიდრეობის მიღების დღიდან – 2008 წლის 12 დეკემბრიდან მის მიერ ბიუჯეტის მიმართ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულები. აღნიშნული შეტყობინება გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის ¹16-10/25507 წერილით განემარტა მოსარჩელეს, რომ მისი მოსაზრება ფოთის რეგიონალური ცენტრის მიერ შემოსავლების სამსახურის ¹1628 ბრძანების არასრულყოფილად შესრულების შესახებ, დაუსაბუთებელი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იყო. ¹1628 ბრძანება მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ ზემოაღნიშნული ბრძანების შესრულების კანონიერებაზე უნდა ემსჯელა.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 62-ე მუხლი, გამოიტანა მცდარი დასკვნები, არ შეაფასა და გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ.).
მოწინააღმდეგე მხარემ _ რ. ნ-იამ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:
არასწორია კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 17 ივნისის ¹1628 ბრძანება რ. ნ-იას არ გაუსაჩივრებია. მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, არ არსებობდა მისი გასაჩივრების საჭიროება (იხ. ს.ფ.).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.