ბს-888-862(კ-10) 2 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი – გულნარა ილინა
კასატორი (მოსარჩელე) – შპს “...”, წარმომადგენელი _ ნ. მ-შვილი (11.01.2011 წ. ¹5/3-158 მინდობილობა)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ _ თბილისის არქიტექტურის სამსახური, წარმომადგენელი _ ნ. ჭ-ელი (04.01.2011 წ. ¹07-13/30 მინდობილობა)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ. თბილისის მერია, წარმომადგენელი _ ს. ბ-ძე (10.01.2011 წ. ¹06/49650-7 მინდობილობა)
მესამე პირი – შპს “...”, დირექტორი _ რ. გ-იანი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2010 წ. განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოქმედების არაკანონიერად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
09.07.09 წ. შპს ,,...’ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ, რომლითაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოქმედების არაკანონიერად ცნობა მოითხოვა.
28.10.09 წ. შპს “...” წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოპასუხეებად მიუთითა ქ. თბილისის მერია და სსიპ _ თბილისის არქიტექტურის სამსახური. მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 19.05.08 წ. ¹336 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერის 21.05.09 წ. ¹492 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 12.06.08 წ. მოქმედების _ ქ. თბილისში, .... ქ.¹41-ში შპს ,,...” 464 კვ.მ მიწის ნაკვეთის წითელი ხაზების გეგმის დამტკიცების შესახებ არაკანონიერად აღიარება მოითხოვა. მოსარჩელემ განმარტა, რომ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 19.05.08 წ. ¹336 ბრძანებით დაკმაყოფილდა რ. გ-იანის, დ. ჯ-ძის, დ. ნ-ძის, ა. Y-ულისა და ფ. G-იანის მოთხოვნა. კორექტირებულ იქნა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქდაგეგმარების მთავარი სამმართველოს მიერ 2005 წლის შპს ,,...” დამზადებული გენერალური გეგმის ე.წ წითელი ხაზები. აღნიშნულ ბრძანებაზე მოსარჩელემ წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც ქ. თბილისის მერის 21.05.09 წლის ¹492 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 19.05.08 წ. ¹336 ბრძანება და ქ. თბილისის მერის 21.05.09 წ. ¹492 განკარგულება ეწინააღმდეგება “...” მე-5 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებსა და “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ კანონის 3.2-ე პუნქტის “ი” და “ნ” ქვეპუნქტებს, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს რკინიგზის ლიანდაგის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც არის რკინიგზის საკუთრებაში (მართლზომიერ მფლობელობაში) არსებული ოცმეტრიანი გასხვისების ზოლი და მისი სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირის საკუთრებაში (სარგებლობაში) გადაცემა დაუშვებელია. გარდა ამისა, არასწორია ქ. თბილისის მერის 21.05.09 წ. ¹492 განკარგულებაში მითითება იმის თაობაზე, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 01.12.94 წ. ¹18.13.561 დადგენილებით კონცერნ ,,...” დაუმაგრდა სადავო მიწის ნაკვეთი, რადგან აღნიშნული დადგენილებით კონცერნ ,,...” რკინიგზის სადგურის მარჯვენა მხარეს არსებული სასადილო-ლუდის ბარის შენობის მიმდებარე 1400 კვ.მ. ფართის ტერიტორია დაუმაგრდა არა საკუთრების, არამედ იჯარის უფლებით. ამასთან, დ. ნ-ძეს ქონების მართვის სამინისტრომ გადასცა არა სასადილოს შენობა, არამედ მან 21.05.01 წ. ხელშეკრულებით სახელმწიფოსაგან შეიძინა შპს ,,...” საწესდებო კაპიტალში არსებული სახელმწიფოს წილი 77,662%, რაც გამოიხატებოდა ფულადი ღირებულებით და არა ნატურით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.12.09 წ. გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 01.12.94 წ. ¹28.13.561 დადგენილებით დაკმაყოფილდა კონცერნ ,,...” დირექციის მოთხოვნა რკინიგზის სადგურის მარჯვენა მხარეს მდებარე ¹29 სასადილო-ლუდის ბარის რეკონსტრუქციისა და ფუნქციის შეცვლასთან დაკავშირებით საბითუმო ვაჭრობის ცენტრის მოწყობის მიზნით შენობის მიმდებარედ არსებული 1400 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის იჯარით დამაგრების შესახებ. ამავე დადგენილებით კონცერნ ,,...” დაევალა იჯარის ხელშეკრულების გაფორმება მიწის რესურსების სამმართველოსთან, ხოლო არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარ სამმართველოს დაევალა კონცერნ ,,...” მიერ 1:500 მასშტაბში ტოპოგრაფიული გადაღების წარდგენის შემდეგ, მისივე დაკვეთით სამუშაოების შესრულება, რაც დაკავშირებული იყო წითელი ხაზების ადგილზე გადატანასთან. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 01.12.94 წ. ¹28.13.561 დადგენილების საფუძველზე დამზადდა ქ.თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ... ქ.¹41 კონცერნ ,,...” მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გენ-გეგემა, ეწ. წითელი ხაზები.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 10.01.2000 წ. ¹1-3/11 ბრძანებით რკინიგზის მუშაკთა მომარაგების საგზაო სავაჭრო საწარმოო გაერთიანების ,,...” ქონების ბაზაზე დაფუძნდა შპს ,,...”, სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით. ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, შპს ,,...” საწესდებო კაპიტალი აუდიტორული ფირმა შპს ,,...” მიერ გაცემული 01.12.99 წ. დასკვნის საფუძველზე განისაზღვრა 74860 ლარით. აღნიშნული აქტით დასტურდება, რომ აუდიტის მიერ 74860 ლარად შეფასდა შპს კონცერნ ,,...” სარგებლობაში არსებული, ქ.თბილისში ... ქ.¹41-ში 90 წ. აშენებული ერთსართულიანი სასადილოს შენობა. ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს მიერ 02.02.2000 წ. სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულ იქნა შპს ,,...”.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილის 12.04.2000 წ ¹06/49 წერილისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 31.03.2000 წ. ¹1-3/225 ბრძანების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ სამინისტროს 16.07.99 წ. ¹1-3/385 ბრძანების ¹1 დანართის მე-8 გრაფაში მითითებული შპს კონცერნ ,,...” მიერ გადახდილი თანხა - 6986 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვრა 8503,62 აშშ დოლარით, რაც შესაბამისად შეადგენდა ქონების 22,378%-ს. ამავე ბრძანებით სამინისტროს საწარმოებში სახელმწიფო წილის აღრიცხვისა და მართვის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი ცვლილებების შეტანა მონაცემთა ბაზაში და იმ გარემოების დადასტურება, რომ შპს კონცერნ ,,...” მის მიერ ქონების - ქ.თბილისში, ... ქ.¹41-ში მდებარე საქართველოს რკინიგზის მუშაკთა მომარაგების საგზაო სავაჭრო საწარმოს გაერთიანების “...”, გამოსასყიდად გადახდილი თანხის (8503,62 აშშ დოლარი) შესაბამისად, ამავე ქონების ბაზაზე დაფუძნებული შპს ,,...’’-ის პარტნიორული წილი შეადგენდა 22,378%-ს. 11.04.03 წ. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ ამავე სამმართველოს 04.05.01 წ. ¹1-4/233 ბრძანების, 21.05.01.წ ხელშეკრულებისა და 18.05.01 წ. ¹10 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹23/1863-კ და დ. ნ-ძეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ფიროსმანის ქ. ¹41-ში მდებარე შპს ,,...-‘’ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი _ საწესდებო კაპიტალის 77,622%. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,...” 100%-იანი წილი სახელმწიფოს მიერ გასხვისებულ იქნა.
საქალაქო სასამართლომ ასევე საქმის მასალების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგემარების საქალაქო სამსახურის მიერ 16.08.05 წ. გაცემულ იქნა მიწის ნაკვეთის გეგმა, რომლის საფუძველზეც შპს “...” საკუთრებად დარეგისტრირდა თბილისში, რკინიგზის ცენტრალური ვაგზლის ტერიტორიაზე (ნაკვეთის ¹05/061) არსებული 219 829 კვ.მ. დაზუსტებული მიწის ნაკვეთი. ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 19.05.08 წ. ¹336 ბრძანებით დაკმაყოფილდა რ. გ-იანის, დ. გ-იანის, დ. ნ-ძის, ა. Y-ულის, ფ. გ-იანის მოთხოვნა და კორექტირებულ იქნა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების მთავარი სამმართველოს მიერ 2005 წ. შპს ,,...” დამზადებული გენერალური გეგმა ე.წ ,,...”, ვინაიდან შპს ,,...” წითელი ხაზების დამზადებისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ რკინიგზის სადგურის მარჯვენა მხარეს არსებული ¹29 სასადილო-ლუდის ბარის მიმდებარედ კონცერნ ,,...’ 01.12.94 წ. ¹28.13.561 დადგენილების საფუძველზე დამზადდა გენერალური გეგმა. ქ.თბილისის მერიის 21.05.09 წ. ¹492 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,...” ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 19.05.08 წ ¹336 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე იმ მოტივით, რომ ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების მთავარმა სამმართველომ 2005 წ. შპს ,,...” წითელი ხაზების დამზადებისას არ გაითვალისწინა ,,...” უკვე არსებული მიწის ნაკვეთის გეგემა, რაც ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა 19.05.08 წ. ბრძანებით გამოასწორა და განახორციელა უკვე არსებული კანონიერ ძალაში მყოფი 1999 წ. დაზუსტებული მიწის ნაკვეთის გეგმის შესაბამისად.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მითითებული სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის, ხოლო ამჟამად სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენციას არ განეკუთვნება მითითებული ნორმატიული აქტების საფუძველზე ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის საკუთრების უფლების გადაცემა. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური მიწის ნაკვეთის გეგმის შედგენისას ახორციელებს რეალურ ქმედებას, კერძოდ, მიწის ნაკვეთის გეგმა არის ფიზიკურ კონტექსტში ნაჩვენები მიწის ნაკვეთის განთავსება, შესაბამისად მისი დამზადება არ წარმოშობს სუბიექტისათვის საკუთრების უფლებას. ამასთან, შპს ,,...” სადავოდ არ გაუხდია რკინიგზის მუშაკთა მომარაგების საგზაო სავაჭრო საწარმოო გაერთიანების ,,...” ქონების ბაზაზე სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით საწარმოს დაფუძნების და არც შემდგომ ამ საწარმოს წილის გასხვისების კანონიერება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს ,,...” არგუმენტი იმის თაობაზე, რომ შპს ,,...” შენობა გადაცემული ჰქონდა იჯარით და არა საკუთრების უფლებით.
ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ უგულვებელყოფილ იქნა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნები, ვინაიდან ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელდა იმ ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა, რაც არსებობდა შპს ,,...” წითელი ხაზების დამტკიცებამდე, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და არსებული მიწის ნაკვეთის გეგმის შესაბამისად და არა საკუთრების უფლების მინიჭება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.10წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.12.09 წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ გარემოებათა გამო: სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს რკინიგზის ლიანდაგიდან 20 მეტრის ფარგლებში, რომელიც 2003 წლამდე მოქმედი ,,სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ” კანონისა და დღეს მოქმედი “სარკინიგზო კოდექსის” მე-5 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად არის რკინიგზის საკუთრებაში (მართლზომიერ მფლობელობაში) არსებული გასხვისების ზოლი. ამასთან, “ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტისა და ამჟამად მოქმედი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნეკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი” და ,,ნ” ქვეპუნქტების თანახმად, აღნიშნული მიწა განეკუთვნება რკინიგზას და მისი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის საკუთრებაში (სარგებლობაში) გადაცემა დაუშვებელია. ამდენად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, შპს “...” 16.08.05 წ. დამზადებული გენერალური გეგმის ე.წ. “წითელი ხაზების” კორექტირება მოხდა აღნიშნული ნორმების უგულვებელყოფით. კასატორი არ ეთანხმება ქ. თბილისის მერის ¹492 განკარგულებაში მითითებას იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 01.12.94 წ. ¹28.12.561 დადგენილებით კონცერნ “...” ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის დამაგრება ადასტურებს კონცერნ “...” სადავო ფართზე საკუთრების უფლებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დადგენილებით “...” რკინიგზის სადგურის მარჯვენა მხარეს არსებული სასადილო-ლუდის ბარის შენობის მიმდებარე 1400 კვ.მ. ფართის ტერიტორია დაუმაგრდა იჯარით და არა საკუთრების უფლებით. ასევე დ. ნემსაძეს ქონების მართვის სამინისტრომ 21.05.01 წ. ხელშეკრულებით გადასცა არა სასადილოს შენობა, არამედ შპს ,,...” საწესდებო კაპიტალში არსებული სახელმწიფოს წილი 77,662%, რომელიც გამოიხატება ნატურით და არა ფულადი ღირებულებით. ამდენად, “...” კონცერნ “...” გადაეცა იჯარით, შესაბამისად, სადავო ტერიტორიაც ექნებოდა იჯარით და არა საკუთრების უფლებით.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან დღეის მდგომარეობით სადავო მიწის ნაკვეთი არის “...” საკუთრება, ამდენად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მას აყენებს ქონებრივ ზიანს. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეებს სახელმწიფოს მიერ გამოცემული შპს “...” საკუთრების დამადასტურებელი ადმინისტრაციული აქტები სადავოდ არ გაუხდიათ.
შპს “...” მოითხოვს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.10 წ. განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 19.05.08 წ. ¹336 ბრძანება და ქ. თბილისის მერის 21.05.09 წ. ¹492 განკარგულება. ასევე არაკანონიერად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 12.06.08 წ. მოქმედების _ ქ. თბილისში, ფიროსმანის ქ.¹41-ში შპს ,,...” 464 კვ.მ მიწის ნაკვეთის წითელი ხაზების გეგმის დამტკიცების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს 01.12.10წ. განჩინებით შპს “...” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრებით საქმის განხილვა. სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა, ასევე მესამე პირმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს და ითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 19.05.08წ. ¹336 ბრძანების საფუძველზე კორექტირებულ იქნა თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების მთავარი სამმართველოს მიერ 2005 წელს შპს “...” დამზადებული გენგეგმა. კორექტირების შედეგად შპს “...” წითელი ხაზებით მონიშნული მიწის ნაკვეთის ფართი 464 მ2-ით შემცირდა. საქმეზე დადგენილად არის ასევე ცნობილი, რომ ქ. თბილისში, ... ქ.¹41-ში არსებული ერთსართულიანი სასადილოს შენობის საერთო ფართია 470 კვ.მ., სარდაფის გათვალისწინებით. ამდენად, წითელი ხაზების კორექტირებით 464 მ2 მიწის ნაკვეთის საზღვრები მთლიანად ხვდება შპს “...” საკუთრებაში არსებული შენობის ფარგლებში და აღნიშნული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კორექტირებული მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს. სკ-ის 150.1 მუხლის შესაბამისად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკავებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების გარეშე ან/და მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე, ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამდენად, სკ-ის 150-ე მუხლის თანახმად შენობა-ნაგებობა არის მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი, ცალკე უფლების ობიექტად ის შეიძლება აღირიცხოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გენგეგმის კორექტირების პერიოდში მოქმედი “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონის 17.1 მუხლი ითვალისწინებდა მიწის ნაკვეთის ისეთი არსებითი შემადგენელი ნაწილის დამოუკიდებელი უფლების ობიექტად რეგისტრაციას, როგორიცაა ხაზოვანი ნაგებობები. “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 11.08.05 წ. ¹140 დადგენილების, ამჟამად მოქმედი საქართველოს მთავრობის 24.03.09წ.. ¹57 დადგენილების თანახმად, ხაზობრივ ნაგებობას წარმოადგენდა საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, მილგაყვანილობა, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზები, ფუნიკულიორი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შენობა საჯარო რეესტრში ცალკე აღრიცხული არ ყოფილა, წითელი ხაზების კორექტირების მომენტში შენობა ცალკე უფლების ობიექტად არ განიხილებოდა. ამდენად, “...” საწესდებო კაპიტალში ჩადებული შენობა-ნაგებობა არ არის გამიჯნული მიწის ნაკვეთისგან და ცალკე უფლების ობიექტს არ წარმოადგენს, შენობა-ნაგებობა არის კორექტირებული მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, მხარეები ადასტურებენ, რომ კორექტირებული ნაკვეთი მთლიანად არის დაფარული შპს “...” საკუთრებაში მყოფი შენობით, ამასთანავე, მოსარჩელე – შპს “...” სადავოდ არ გაუხდია სახელმწიფოს მიერ შპს “...”-ის კერძო პირებზე გასხვისება. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 10.01.2000წ. ¹1-3/11 ბრძანებით რკინიგზის მუშაკთა მომარაგების საგზაო-სავაჭრო საწარმოო გაერთიანების “...”-ის ბაზაზე დაფუძნდა შპს “...”, სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით. შპს-ს საწესდებო კაპიტალი 74860 ლარით განისაზღვრა, აღნიშნულს საფუძვლად დაედო აუდიტორული ფირმა შპს “...” 01.12.99წ. ¹11033 დასკვნა, რომლის თანახმად ქ.თბილისში, ... ქ. ¹41-ში, 1990 წელს აშენებული ერთსართულიანი სასადილოს შენობა 470 კვ.მ. საერთო ფართით 74860 ლარად შეფასდა (ტ.1, ს.ფ.50). ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 02.02.2000წ. დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს “...”, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 31.03.2000წ. ¹1-3/225 ბრძანებით კონცერნ “...” პარტნიორული წილი ქონების ბაზაზე დაფუძნებული შპს “...” საწესდებო კაპიტალში 22,378% შეადგინა (ტ. 1, ს.ფ. 61). საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 04.05.01წ. ¹1-4/233 ბრძანების, კონკურსის შედეგების საფუძველზე სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და დ. ნ-ძეს შორის 21.05.01წ. დადებული ხელშეკრულებისა და 18.05.01წ. ¹10 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 11.04.03წ. გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹23/1863-კ, რომლის მიხედვით დ.ნ-ძეს საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ... ქ. ¹41-ში მდებარე შპს “...” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი – საწესდებო კაპიტალის 77,622% (ტ.1, ს.ფ. 89). შპს “...” დამფუძნებლების და საწესდებო კაპიტალის წილების შესახებ მონაცემები დასტურდება სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით (ტ. I, ს.ფ. 90). ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს “...” 100%-იანი წილი, რომლის საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა ქ.თბილისში, ფიროსმანის ქ. ¹41-ში მდებარე ერთსართულიანი სასადილოს შენობა, სახელმწიფოს მიერ გასხვისდა მთლიანად. შპს “...” სადავოდ არ გაუხდია სახელმწიფოს მიერ შპს “...”-ის კერძო პირებზე გასხვისება, საწარმოს პრივატიზება სადღეისოდ არ გაუქმებულა და ძალაშია. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს “...” საწესდებო კაპიტალის წილი გამოიხატება ფულადი ღირებულებით და არა ნატურით. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს “... საწესებო კაპიტალის ფორმირება მოხდა არაფულადი შენატანით, საზოგადოების საკუთრებაში მყოფი ლუდის ბარის შენობით, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “...” კაპიტალის სხვა პირებზე გასხვისებით სახელმწიფომ სრულად დათმო საკუთრების უფლება ქ.თბილისში, ... ქ. ¹41-ში მდებარე ერთსართულიანი სასადილოს შენობაზე და იგი დარჩა შპს “...” საკუთრებად. შპს “...” სადავოდ არ გაუხდია სახელმწიფოს მიერ შპს “...” კერძო პირებზე გასხვისება, საწარმოს პრივატიზება სადღეისოდ ძალაშია. ამასთანავე, საქმეზე დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს, რომ წითელი ხაზების კორექტირების შედეგად გამოყოფილი ნაკვეთი მთლიანად არის დაფარული შპს “...” საკუთრებაში მყოფი შენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის – შპს “...” მოთხოვნა ქ.თბილისში, ... ქ. ¹41-ში არსებული ერთსართულიანი სასადილოს შენობით დაკავებული მიწის ნაკვეთზე წითელი ხაზების კორექტირების გაუქმების შესახებ. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წითელი ხაზების დადგენას მიწის ნაკვეთის რეალური ადგილმდებარეობის და საზღვრების გამიჯვნის დატვირთვა აქვს, ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ რეალური ქმედების განხორციელებით, კერძოდ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის და არსებული მიწის ნაკვეთის გეგმის მიხედვით წითელი ხაზების კორექტირებით არ გადაწყვეტილა საკუთრების უფლება, მოხდა იმ ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა, რომელიც არსებობდა ზემოაღნიშნული საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და 1999 წელს დაზუსტებული მიწის ნაკვეთის გეგმის შესაბამისად, შპს “...” წითელი ხაზების დამტკიცებამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2010წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.