Facebook Twitter

ბს-897-871(კ-10) 27 სექტემბერი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს “...”-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს “...” 2005 წლის 15 ივნისს სარჩელით მიმართა მარნეულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ მარნეულის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების მიმართ და მოითხოვა მილსადენის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.

2005 წლის 15 ივლისს სს “...” დაზუსტებული სარჩელით მიმართა მარნეულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: მარნეულის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების, შპს “...”, შპს “...”, მარნეულის ნოტარიუსის ნ. ჩ-შვილის, მარნეულის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა მარნეულის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების უფროსის 2005 წლის 12 იანვრის ¹10 ბრძანებით შექმნილი სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების ჩამოწერის კომისიის დასკვნის, მარნეულის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების 2005 წლის 9 მარტის ¹65 ბრძანების, 2005 წლის 12 აპრილის აუქციონის შედეგების ¹1 ოქმის, 2005 წლის 13 აპრილის ¹85 ბრძანების, სახელმწიფო მოძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს “...” უარი ეთქვა მარნეულის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების უფროსის 2005 წლის 12 იანვრის ¹10 ბრძანების, 2005 წლის 9 მარტის ¹65 ბრძანების, 2005 წლის 13 აპრილის ¹85 ბრძანების, 2005 წლის 12 აპრილის აუქციონის შედეგების ¹1 ოქმისა და 2005 წლის 28 აპრილის სანოტარო წესით დამოწმებული სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილებისა და შპს “...” შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე, დაუსაბუთებლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სს “...” მიერ გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 აპრილის განჩინებით სს “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სს “...” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების უფროსის 2005 წლის 12 იანვრის ¹10 ბრძანებით შექმნილი სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების ჩამოწერის კომისიის დასკვნა, მარნეულის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების 2005 წლის 9 მარტის ¹65 ბრძანება, მარნეულის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების 2005 წლის 12 აპრილის აუქციონის შედეგების ¹1 ოქმი, 2005 წლის 13 აპრილის ¹85 ბრძანება და სახელმწიფო მოძრავი ქონების ¹1-4231 ნასყიდობის ხელშეკრულება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სს “...” დაეკისრა 150 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “...” და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “...”-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს “...”-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე სს “...”-ს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “...”-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება;

3. სს “...”-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.