ბს-898-872(კ-10) 13 ოქტომბერი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შ. დ-შვილის განცხადება სარჩელის უკან გამოხმობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. დ-შვილმა 22.09.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, რომლითაც ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 05.02.09წ.¹0000094 მიწერილობის, 22.06.09წ. ¹00000945 დადგენილების, ქ. თბილისის მერიის 03.09.09წ. ¹1145 განკარგულების ბათილად ცნობა და დემონტაჟის გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.10.09წ. გადაწყვეტილებით შ. დ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. დ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.10წ. განჩინებით შ. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.10.09წ. გადაწყვეტილება.
შ. დ-შვილმა 14.06.10წ. საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.10წ. განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 29.07.10წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი.
შ. დ-შვილმა 17.09.10წ. განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც სასარჩელო განცხადების გამოხმობა და მის მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოსთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის უკან დაბურნება მოითხოვა.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ჯარიმის სახით მასზე დაკისრებული 13000 ლარი ამინისტირებულია და მის მიერ აშენებული მიწისქვეშა სათავსოს დემონტაჟის ვალდებულება აღარ არსებობს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.07.10წ. ¹დ268-10 დადგენილების საფუძველზე.
მოპასუხები ქ. თბილისის მერია და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური დაეთანხმნენ შ. დ-შვილის მოთხოვნას სარჩელის გამოხმობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა შ. დ-შვილის განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე განუხილველად დარჩეს შ. დ-შვილის სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
“საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 28.12.07წ. საქართველოს კანონით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რითაც სარჩელის გამოხმობა დასაშვები გახდა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, რაც მოსარჩელეს უფლებას ანძლევს სარჩელი გაიხმოს საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
ვინაიდან შ. დ-შვილმა განცხადებით მოითხოვა სარჩელის გამოხმობა და მის აღნიშნულ მოთხოვნას მოპასუხე ქ.თბილისის მერია 05.10.10წ. და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური 29.09.10წ. წერილებით დაეთანხმნენ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შ. დ-შვილის მოთხოვნა სარჩელის გამოხმობის თაობაზე აკმაყოფილებს ზემოღნიშნული ნორმის მოთხოვნას, შ. დ-შვილის სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს და დაუბრუნდეს მოსარჩელეს. შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო ინსტანციაში საქმის განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. დ-შვილის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.09წ. განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.04.10წ გადაწყვეტილება;
3. შ. დ-შვილის სარჩელი მოპასუხეები ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, დარჩეს განუხილველი;
4. შ. დ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) 19.07.10წ. ¹100 საგადასახადო დავალებებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასლი) ლარის ოდენობით და ხ. დ-იანს დაუბრუნდეს მის მიერ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) 14.06.10წ. ¹44 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.