Facebook Twitter

ბს-905-879(კ-10) 5 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ი/მ “ქ. მ-შვილის” სარჩელის გამო გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, მესამე პირების – კ. ლ-შვილის”, შპს “...”, სს “...” და შპს “...” მონაწილეობით).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2009 წლის 30 ივლისს ი/მ “ქ. მ-შვილმა” სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის – გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, მესამე პირების _ კ. ლ-შვილის, შპს “..”, სს “...” და შპს “...” მონაწილეობით და მოითხოვა გორის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 4 აგვისტოს ¹052-118 საგადასახადო შეტყობინების, 2009 წლის 18 მარტის ¹542, 543, 544, 545 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობა, დღგ-ს ჩათვლების გაუქმების აღდგენა, საურავებისა და სანქციების მოხსნა (იხ. ს.ფ. 1-15; ტ.I).

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მესამე პირთა სიიდან ამოირიცხა კ. ლ-შვილი (იხ. ს.ფ. 183-184; ტ.I).

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 იანვრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა დღგ-ს ჩათვლების გაუქმების აღდგენისა და ფიქსირებული წესით 1197 ლარის ჩათვლის ნაწილში სარჩელის გამოხმობის შესახებ და ამ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 259-262; ტ.I).

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით ი/მ “ქ. მ-შვილის” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გორის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 21 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის ¹012226 ოქმი, გორის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილის 2009 წლის 23 ივლისის ¹3351 ბრძანება და 2009 წლის 24 ივლისის ¹3902 საგადასახადო მოთხოვნა ქ. მ-შვილის 3000 ლარით დაჯარიმების შესახებ (იხ. ს.ფ. 268-271; ტ.I).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადახადო ინსპექციამ და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 274-283; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 44-48; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 54-61; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 65-66; ტ.II).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს მხარეებმა.

კასატორმა – შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ ამ სფეროს მარეგულირებელი ნორმების კანონშესაბამისი განმარტება მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ასევე, კასატორმა მიიჩნია, რომ სახეზეა სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული კასაციის აბსოლუტური საფუძვლები (იხ. ს.ფ. ).

მოწინააღმდეგე მხარემ _ ი/მ “ქ. მ-შვილმა” მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ.).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.