¹ბს-905-898(კ-11) 27 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ინდმეწარმე ,,მ. ს-ძისა” და ნ. შ-იას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 4 აგვისტოს სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალქო სასამართლოს მოპასუხეების ნ. შ-იასა და ინდმეწარმე ,,მ. ს-ძის” მიმართ ცრუმაგიერი მფლობელობის დადგენის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდა; დადასტურებულად იქნა ცნობილი, რომ ინდმეწარმე ,,მ. ს-ძე” და ნ. შ-ია არიან ერთმანეთის ცრუმაგიერი პირები.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ინდმეწარმე ,,მ. ს-ძემ” და ნ. შ-იამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინებით ინდმეწარმე ,,მ. ს-ძისა” და ნ. შ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ინდმეწარმე ,,მ. ს-ძემ” და ნ. შ-იამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ინდმეწარმე ,,მ. ს-ძისა” და ნ. შ-იას საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით ინდმეწარმე ,,მ. ს-ძისა” და ნ. შ-იას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის ქვითარი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განისაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება კასატორებს გაეგზავნათ 2011 წლის 31 მაისს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ ნ. შ-იას დედამ - მ. ს-ძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინების ასლი ჩაიბარა 2011 წლის 3 ივნისს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, მან ხარვეზის გამოსწორების მიზნით განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2011 წლის 15 ივნისს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორმა – მ. ს-ძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის ხარვეზის განჩინების ასლი ჩაიბარა 2011 წლის 3 ივნისს, შესაბამისად, კასატორებს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდათ 2011 წლის 13 ივნისის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კასატორების მიერ ხარვეზი გამოსწორებულ იქნა 2011 წლის 15 ივნისს, სასამართლოს მიერ მითითებული 10 დღიანი ვადის გადაცილებით, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინდმეწარმე ,,მ. ს-ძისა” და ნ. შ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდმეწარმე ,,მ. ს-ძისა” და ნ. შ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. მ. ს-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.