ბს-912-886(კ-10) 4 ოქტომბერი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ვ-უას, ა. ბ-იას, ი. ვ-უას, ნ. ვ-უას, ზ. ჭ-უას, მ. მ-ავას, თ. ხ-ავას, რ. დ-ანის, ლ. ჭ-უას, თ. ქ-ავას, ზ. გ-იას, დ. კ-იას, ზ. ბ-ავას, შპს ,,...’’ მ. ლ-იას, მ. ხ-ავას, კ. ჯ-ავას, ი. წ-იას, ზ. გ-უას, ი. რ-ავას, კ. წ-იას, ა. ბ-იას, ვ. ფ-იას, გ. თ-იასა და ბ. ბ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველომ 2007 წლის 8 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ა. ბ-იასა და დ. ვ-უას მიმართ, და მოითხოვა 1996 წლის 23 ივლისის ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და 1998 წლის 6 ნოემბრის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების ბათილად ცნობა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს სარჩელი 1996 წლის 23 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების და ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების ბათილად ცნობის, ბათილად ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტების საფუძველზე მოქალაქეებზე ა. ბ-იასა და დ. ვ-უაზე გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება თ. ქ-ია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებენ გ. თ-ია, ზ. გ-უა, ლ. ჭ-უა, თ. ხ-ავა, რ. დ-ანი, ზ. გ-ია, ზ. ჭ-უა, ი. წ-ია, კ. ჯ-ავა, ც. ქ-ია, ზ. ბ-ავა, ს. ც-ია, ბ. ბ-ია, ა. ბ-ია, მ. მ-ავა, ვ. ფ-ია, ნ. ვ-უა, ი. ვ-უა, მ. ხ-ავა, კ. წ-ია, ი. რ-ავა, დ. კ-ია, ნ. გ-ია და შპს “...”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2010 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მიმართ სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სრულად ზუგდიდის რაიონის სოფ. ... მდებარე დასასვენებელ სახლ (...) “...” და სოფ. ... მდებარე დასასვენებელ სახლ “...” უკანონო პრივატიზაცია მთელი თავისი სამართლებრივი შედეგებით, დასახელებული პრივატიზაციის ყველა თანმდევ აქტებთან და ხელშეკრულებებთან ერთობლიობაში, კერძოდ:
_ ბათილად იქნა ცნობილი ქ. ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1996 წლის 28 ივნისის საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი;
_ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ა. ბ-იას შორის 1996 წლის 23 ივლისს დადებული ¹1-520 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და დ. ვ-უას შორის 1996 წლის 23 ივლისს დადებული ¹1-521 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 1996 წლის 22 ივლისის ¹144 და ¹145 მიღება-ჩაბარების აქტები;
_ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ა. ბ-იას შორის 1996 წლის 23 ივლისს დადებული ¹1-520 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ა. ბ-იას სახელზე გაცემული 1998 წლის 6 ნოემბრის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ¹22/კ-193;
_ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და დ. ვ-უას შორის 1996 წლის 23 ივლისს დადებული ¹1-521 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე დ. ვ-უას სახელზე გაცემული 1998 წლის 6 ნოემბრის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ¹22/კ-192;
_ ბათილად იქნა ცნობილი დასასვენებელ სახლ (...) “...” და დასასვენებელ სახლ “...” შესახებ ზუგდიდის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 2001 წლის 6 თებერვლის ჩანაწერები;
_ ბათილად იქნა ცნობილი სადავო ქონებასთან (მიწის ნაკვეთთან და შენობა-ნაგებობებთან) დაკავშირებით ა. ბ-იასა და დ. ვ-უაზე საჯარო რეესტრში 2001 წლის 9 თებერვალს განხორციელებული ჩანაწერები;
_ ბათილად იქნა ცნობილი ა. ბ-იასა და გ. თ-იას შორის 2003 წლის 7 ივლისს დადებული ¹1-1607 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 22 ოქტომბერს დ. ვ-უასა და ზ. გ-უას შორის დადებული ¹1-4607 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 23 მარტს დ. ვ-უასა და ბ. ბ-იას შორის დადებული ¹1-3246 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 23 მარტს დ. ვ-უასა და ა. ბ-იას შორის დადებული ¹1-3245 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 23 მარტს დ. ვ-უასა და მ. მ-ავას შორის დადებული ¹1-3255 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 19 მარტს დ. ვ-უასა და ლ. ჭ-უას შორის დადებული ¹1-2913 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 19 მარტს დ. ვ-უასა და თ. ხ-ავას შორის დადებული ¹1-2922 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 8 მაისს დ. ვ-უასა და ვ. ფ-იას შორის დადებული ¹1-3566 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 15 მაისს დ. ვ-უასა და ნ. ვ-უას შორის დადებული ¹1-3856 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 10 ივნისს დ. ვ-უასა და ი. ვ-უას შორის დადებული ¹1-4792 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 27 მარტს დ. ვ-უასა და რ. დ-იანს შორის დადებული ¹1-3482 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 29 მარტს დ. ვ-უასა და ზ. გ-იას შორის დადებული ¹1-3850 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 26 მარტს დ. ვ-უასა და მ. ხ-ავას შორის დადებული ¹1-3227 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 26 მარტს დ. ვ-უასა და ზ. ჭ-უას შორის დადებული ¹1-3373 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 29 მარტს დ. ვ-უასა და ი. წ-იას შორის დადებული ¹1-3851 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 29 მარტს დ. ვ-უასა და კ. წ-იას შორის დადებული ¹1-3850 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 30 მარტს დ. ვ-უასა და ი. რ-ავას შორის დადებული ¹1-3887 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 19 მარტს დ. ვ-უასა და დ. კ-ლიას შორის დადებული ¹1-2923 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 23 მარტს დ. ვ-უასა და კ. ჯ-ავას შორის დადებული ¹1-3254 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 19 ივნისს დ. ვ-უასა და ც. ქ-იას შორის დადებული ¹1-2240 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 28 ოქტომბერს დ. ვ-უასა და ზ. ბ-ავას შორის დადებული ¹1-4724 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2001 წლის 14 მარტს დ. ვ-უასა და ს. ც-იას შორის დადებული მიწის ნაკვეთის გასხვისების ხელშეკრულება ხის ნაგებობებით;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 22 დეკემბერს დ. ვ-უასა და თ. ქ-იას შორის დადებული ¹1-5771 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 10 აპრილს თ. ქ-იასა და ნ. გ-იას შორის დადებული ¹1-2084 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 10 აგვისტოს ნ. გ-იასა და შპს “...” შორის დადებული ¹1-5415 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
_ ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერები;
აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფ. ... მდებარე დასასვენებელ სახლ (...) “...” და ზუგდიდის რაიონის სოფ. ... მდებარე დასასვენებელ სახლ “...” პრივატიზებამდე არსებული მდგომარეობა; მთელი სადავო ქონება, ზუგდიდის რაიონის სოფ. ... მდებარე დასასვენებელ სახლ (...) “...” და დასასვენებელ სახლ “...” შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი (დაახლოებით 8 ჰა), მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფ. ..., აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად;
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ვ-უამ, ა. ბ-აიამ, ი. ვ-უამ, ნ. ვ-უამ, ზ. ჭ-უამ, მ. მ-ავამ, თ. ხ-ავამ, რ. დ-იანმა, ლ. ჭ-უამ, თ. ქ-ავამ, ზ. გ-იამ, დ. კ-იამ, ზ. ბ-ავამ, შპს ,,...,’’ მ. ლ-იამ, მ. ხ-ავამ, კ. ჯ-ავამ, ი. წ-იამ, ზ. გ-უამ, ი. რ-ავამ, კ. წ-იამ, ა. ბ-აიამ, ვ. ფ-იამ, გ. თ-იამ და ბ. ბ-აიამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ვ-უას, ა. ბ-აიას, ი. ვ-უას, ნ. ვ-უას, ზ. ჭ-უას, მ. მ-ავას, თ. ხ-ავას, რ. დ-იანის, ლ. ჭ-უას, თ. ქ-ავას, ზ. გ-იას, დ. კ-იას, ზ. ბ-ავას, შპს ,,...’’ მ. ლ-იას, მ. ხ-ავას, კ. ჯ-ავას, ი. წ-იას, ზ. გ-უას, ი. რ-ავას, კ. წ-იას, ა. ბ-აიას, ვ. ფ-იას, გ. თ-იასა და ბ. ბ-აიას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. ვ-უას, ა. ბ-აიას, ი. ვ-უას, ნ. ვ-უას, ზ. ჭ-უას, მ. მ-ავას, თ. ხ-ავას, რ. დ-იანის, ლ. ჭ-უას, თ. ქ-ავას, ზ. გ-იას, დ. კ-იას, ზ. ბ-ავას, შპს ,,...’’ მ. ლ-იას, მ. ხ-ავას, კ. ჯ-ავას, ი. წ-იას, ზ. გ-უას, ი. რ-ავას, კ. წ-იას, ა. ბ-აიას, ვ. ფ-იას, გ. თ-იასა და ბ. ბ-აიას საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე დ. ვ-უას გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ვ-უას, ა. ბ-აიას, ი. ვ-უას, ნ. ვ-უას, ზ. ჭ-უას, მ. მ-ავას, თ. ხ-ავას, რ. დ-იანის, ლ. ჭ-უას, თ. ქ-ავას, ზ. გ-იას, დ. კ-იას, ზ. ბ-ავას, შპს ,,...’’ მ. ლ-იას, მ. ხ-ავას, კ. ჯ-ავას, ი. წ-იას, ზ. გ-უას, ი. რ-ავას, კ. წ-იას, ა. ბ-აიას, ვ. ფ-იას, გ. თ-იასა და ბ. ბ-აიას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება;
3. დ. ვ-უას დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.