ბს-914-888(კ-10) 12 იანვარი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი – ქ. ბათუმის მერია;
მოწინააღმდეგე მხარე –შპს «...»;
მესამე პირები_აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, შპს «...»;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება;
დავის საგანი –ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 9 მარტს შპს «..." დირექტორმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ბათუმის მთავრობის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის ¹46 დადგენილების პირველი ნაწილის «ა" ქვეპუნქტისა და ამავე დადგენილების მესამე ნაწილის ბათილად ცნობას, აგრეთვე ქ. ბათუმის მთავრობის დავალდებულებას, შეასრულოს ბათუმის მერიის 1994 წლის 23 აგვისტოს ¹437 გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულება.
2006 წლის 20 მარტს ქ. ბათუმის მერიამ შეგებებული სარჩელით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, აგრეთვე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის დადგენილებისა და შპს ,,...»-ის წესდების იმ პუნქტების გაუქმება, რომლითაც შპს ,,...» გამოცხადდა შპს ,,მრავალდარგობრივი კომერციული ფირმა ,,...»-ის სამართალმემკვიდრედ.
ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს «..." სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის ¹46 დადგენილების პირველი ნაწილის «ა" ქვეპუნქტი და ამავე დადგენილების მესამე ნაწილი, შესაბამისად ბათუმის მერიას დაევალა 1994 წლის 23 აგვისტოს ¹437 გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ქ. ბათუმის მერიის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის მერიამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს ,,...» სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 17 თებერვლის ¹46 დადგენილების პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტი და ამავე დადგენილების მე-3 ნაწილი; ქ. ბათუმის მერიის შეგებებულ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგების აქტი. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო გაუქმდა ამ საქმეზე მიღებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება და სსკ-ის 272-ე მუხლის «თ» ქვეპუნქტის თანახმად შეწყდა საქმის წარმოება.
2009 წლის 17 ივნისს ქ. ბათუმის მერიამ და 2009 წლის 7 ივლისს შპს «...» ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
2009 წლის 13 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა აგრეთვე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ბათუმის მერიისა და შპს «...» განცხადებებზე შეჩერდა საქმის წარმოება განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადების განხილვამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის ¹ბს-487-466(კ-08) განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინება ქ. ბათუმის მერისა და შპს «...»-ს შორის მორიგების დამტკიცების შესახებ და ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ბათუმის მერიისა და შპს «...» განცხადებებზე განახლდა საქმის წარმოება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ბათუმის მერიის და შპს «...» განცხადებებზე შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო ქონებაზე სასამართლოში საქმის წარმოებისას, კერძოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იყო დაინტერესებული მხარე და დავის საგანი (ქ. ბათუმი, .. ¹20ა-ში მდებარე 497,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) წარმოადგენდა მის მართვა-გამგებლობაში შემავალ ქონებას, საჯარო რეესტრის 2008 წლის 7 თებერვლის ამონაწერით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. ბათუმში, .... ¹20ა მდებარე 489,4 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო სახელმწიფო. საკასაციო სასამართლომ მიუთითა «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ» აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით ფლობს, მართავს და განკარგავს ქონებას, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებასთან, მათ შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წამოჭრილ სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს და ამ სახის დავა შეეხებოდა მის ინტერესებს, რის გამოც საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში ჩაბმული უნდა ყოფილიყო სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, როგორც სამართალურთიერთობის მონაწილე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს ,,...» სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 2006 წლის 17 თებერვლის ¹46 დადგენილების პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნტი და ამავე დადგენილების მე-3 ნაწილი; ქ. ბათუმის მერიის შეგებებულ სარჩელზე შეწყდა წარმოება მისი დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის ¹46 დადგენილების გამოცემისას დაირღვა «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-5, მე-56, მე-57-ე და მე-7 მუხლები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე, 22-ე მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მართებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის განმარტება იმგვარად, რომ აღნიშნული ნორმა გულისხმობს იმ შემთხვევებს, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულება შეუძლებელია მისი გამოცემისთანავე და არა იმ შემთხვევებს, როდესაც გარკვეული პერიოდის შემდეგ, რაღაც მოვლენის დადგომის გამო, შეუძლებელი ხდება მისი ფაქტობრივი შესრულება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა ბათუმის მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს ¹437 გადაწყვეტილების არარა ადმინისტრაციულ აქტად აღიარება იმ საფუძვლით, რომ შპს «...» 1996 წლის 1 სექტემბრამდე არ გაიარა ხელახალი რეგისტრაცია.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს «...» აღნიშნული აქტის საფუძველზე გარკვეული ქმედება, კერძოდ, ... ¹2-ში არსებული ორსართულიანი ამორტიზირებული შენობის დანგრევა (დემონტაჟი) განახორციელა, ხოლო, რაც შეეხება მე-3 პუნქტს, რომ «მშენებლობა დაწყებული იქნეს ქალაქის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო ინსპექციის ნებართვის შემდეგ», სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ქმედების განხორციელება დამოკიდებული იყო შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რეგისტრირებული ფაქტები სწორია მანამ, სანამ არ მოხდება მათი გაუქმება, შესაბამისად საწარმო სწორად რეგისტრირებულად ითვლება მანამ, სანამ მისი ოფიციალური გაუქმება არ მოხდება, რის გამოც ქ. ბათუმის მთავრობა იმ ვითარებაში, როდესაც სახეზე იყო შპს «....» რეგისტრაციის ფაქტი (სამართალმემკვიდრეობის მითითებით), უფლებამოსილი არ იყო საწარმოს რეგისტრაცია გაუქმებულად გამოეცხადებინა და ამ მოტივით ბათილად ეცნო ქ. ბათუმის მერიის 1994 წლის 23 აგვისტოს ¹437 გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ქ. ბათუმის მერიის მხრიდან აქტის გამოცემისას დარღვეული იყო ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლი, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგისტრაციის სისრულის პრეზუმციიდან გამომდინარე აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უზრუნველეყო ადმინისტრაციულ წარმოებაში შპს «...» მონაწილეობა, რომლის დაუცველობამ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოიწვია ზოგადი ადმინისტრაცული კოდექსის, როგორც ზემოაღნიშნული მუხლის, ასევე იმავე კოდექსის 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებით რეგლამენტირებული მოთხოვნების დარღვევა.
საქმეში არსებულ შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას გამოკვლეულ იქნა მისი დასაშვებობის წინაპირობები და დადგინდა, რომ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი თავისი შინაარსითა და ბუნებით მიეკუთვნება აღიარებით სარჩელს, თუმცა არ პასუხობს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობებს, რის გამოც აღნიშნული მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ფაქტობრივად არ მომხდარა ქ. ბათუმის მერიის შეგებებული სარჩელის არსებითად განხილვა, არამედ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ ქ. ბათუმის მერიას უფლება არ ჰქონდა ედავა შპს «...» სამართალმემკვიდრეობაზე (დაეყენებინა აღიარებითი სარჩელი), მაშინ როდესაც მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისას არსებითია სწორედ სამართალმემკვიდრეობის კანონიერება. Kკასატორის მოსაზრებით, იქიდან გამომდინარე, რომ შპს «...»Qმიერ სადავოდ ხდება მრავალდარგობრივი კომერციული ფირმა შპს «...» დაკავშირებით ქ. ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების კანონიერება, ქ. ბათუმის მერიას შპს «...» სამართალმემკვიდრეობის კანონიერების მიმართ აქვს არსებითი ინტერესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, შეგებებული სარჩელის დაუშვებლად მიჩნევისას, სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მოპასუხე ქ. ბათუმის მერია არ ედავებოდა მოსარჩელეს უფლებებში და ამის გამო შეგებებული სარჩელი დაუშვებელად მიიჩნია.
Kკასატორი აღნიშნავს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმის მერიამ გააუქმა შპს «...» რეგისტრაცია, ქ. ბათუმის მერიას საწარმოს, როგორც იურიდიული პირის, რეგისტრაცია არ გაუუქმებია, მან უკანონოდ მიიჩნია საწარმოთა სამართალმემკვიდრეობა, რა დროსაც იხელმძღვანელა არსებული კანონმდებლობით.
Kკასატორმა აღნიშნა, რომ «მეწარმეთა შესახებ» კანონმა ახლებურად მოაწესრიგა სამეწარმეო-სამართლებრივი ურთიერთობები. მოცემულ კანონს მოჰყვა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედების თაობაზე» საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება, რომლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ კერძო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნის შესაბამისად დაექვემდებარნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის პირველ სექტემბრამდე. ამ კანონის მოთხოვნის დაუცველობის შემთხვევაში, დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, მათზე გავრცელდებოდა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 5.8 მუხლი. მოცემული მუხლით, 1996 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობის რედაქციის შესაბამისად, ხდებოდა საწარმოს რეგისტრაციაგაუქმებულად გამოცხადება. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ 1997 წლის 12 თებერვალს სასამართლოს დადგენილებით რეგისტრაცია გაიარა შპს «...», თუმცა მასში მითითებული არ იყო სამართალმემკვიდრეობის საკითხი. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება ასევე, რომ შპს «...» დაფუძნდა 2005 წლის 28 ივლისს ჩვეულებრივი წესით «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის და მე-5 მუხლების შესაბამისად და არა ხელახალი რეგისტრაციის წესით და ახლადდაფუძნებული საწარმო – შპს «...» თავს აცხადებს უკვე რეგისტრაციაგაუქმებულად გამოცხადებული საწარმოს უფლებამონაცვლედ რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორს უკანონოდ მიაჩნია შპს «...» გამოცხადება რეგისტრაციაგაუქმებული მრავალდარგობრივი კომერციული ფირმა შპს «...»-ის სამართალმემკვიდრედ. მისი აზრით, სამართალმემკვიდრეობის ანუ უფლებამონაცვლეობის საკითხი დგება მხოლოდ საწარმოთა გარდაქმნის, შერწყმის და ნატურით გაყოფისას, როდესაც ახლადშექმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს წინა საწარმოების ვალებისათვის. კასატორის მოსაზრებით, ლიკვიდირებული საწარმოს შემთხვევაში უფლებამონაცვლეობის საკითხი არ განიხილება და პარტნიორების დაკმაყოფილება ხდება ლიკვიდაციის პროცესში ლიკვიდირებული საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონებიდან. Kკასატორი აღნიშნავს, რომ შპს «...» არც საწარმოთა გაყოფის, არც გარდაქმნის, არც ნატურით გამოყოფისა და არც 1996 წლის პირველ სექტემბრამდე ხელახალი რეგისტრაციის გავლის შედეგად არ ჩამოყალიბებულა, არამედ იგი დაფუძნდა 1998 წლის 16 ივნისს «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად და ამის შესახებ პირდაპირ სადამფუძნებლო დოკუმენტებში იქნა მითითებული, რომელშიც არ არის საუბარი იმის შესახებ, რომ ის უფლებამონაცვლე იყო რომელიმე საწარმოსი. კასატორი თვლის, რომ სწორედ აღნიშნულით უნდა ეხელმძღვანელა სააპელაციო სასამართლოს, დაეკმაყოფილებინა ქ. ბათუმის მერიის სარჩელი და უარეყო შპს «...»-ის მრავალდარგობრივი კომერციული ფირმა შპს «...» სამართალმემკვიდრეობა.
საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის ¹46 დადგენილება მიიჩნია საქართევლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნით დარღვევით გამოცემულ აქტად, კერძოდ, ქ. ბათუმის მერიამ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას შპს «...» არ მისცა შესაძლებლობა წარმოედგინა საკუთარი მოსაზრება, რადგან ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის ¹46 დადგენილებას წინ უძღოდა ადმინისტრაციული წარმოება, რომელთან დაკავშირებითაც 2006 წლის 15 თებერვალს გაიმართა ადმინისტრაციული მოსმენა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ მოსმენაზე მოწვეული იყო შპს «...»-ს დირექტორი და მისი ადმინისტრაციულ მოსმენაზე მოწვეული იყო შპს «3+2»-ს დირექტორი და მისი წარმომადგენელი, რომლებმაც განსახილველ საკითხზე წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები და მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით შპს ,,...» სარჩელის უარყოფას და ქ. ბათუმის მერიის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. Bბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილის გაუქმებით საქმეზე მიღებული უნდა იყოს ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპების უგულვებელყოფის თაობაზე და კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ არსად გადაწყვეტილების არცერთ ნაწილში სასამართლო არ აპელირებს იმ ფაქტზე, რომ საწარმოთა უფლებამონაცვლეობას განაპირობებს დამფუძნებელთა ვინაობის თანხვედრა, ამასთან გადაწყვეტილებაში საუბარი არ არის კოსტავას ქ. 20-ში მდებარე ფართის საწესდებო კაპიტალში შეტანასა თუ მისი შპს ,,...” საკუთრებაზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაწყვეტილების კასატორისეულ ინტერპრეტაციას ან მცდელობას, არასწორად წარმოაჩინოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები. საკასაციო სასამართო კიდევ ერთხელ განმარტავს, მოცემული დავისათვის გადამწყვეტია ფაქტი იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმის მერიის მიერ სადავო აქტის მიღებისას სახეზე იყო სასამართლოს დადგენილება, რომელიც შეიცავდა ცალსახა მითითებას შპს ,,...” ,,მრავალდარგობრივი კომერციული ფირმა ,,...” სამართალმემკვიდრეობის თაობაზე”. ზემოაღნიშნული დადგენილების არარსებობის პირობებში საკასაციო სასამართლოს შესაძლოა მართლაც გაეზიარებინა კასატორის არგუმენტაცია კანონისმიერი ლიკვიდაციის შესახებ, მაგრამ არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა სრულად გამორიცხავს მითითებული მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორი არ იყო უფლებამოსილი საკუთარი შეხედულებისამებრ მოეხდინა სასამართლო დადგენილების რევიზირება და გადაეწყვიტა საწარმოს არსებობა-არარსებობის საკითხი.
საკასაციო სასამართლო კვლავაც ადასტურებს მისი მხრიდან ადრე განვითარებული მოსაზრების მართებულობას და განმეორებით განმარტავს: საწარმოს რეგისტრაციას ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად აქვს
გადამწყვეტი იურიდიული ფაქტის მნიშვნელობა. რეგისტრაციის ინსტიტუტი მიზნად ისახავს სამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობის უზრუნველყოფას, რაც ნიშნავს იმას, რომ რეგისტრირებული ფაქტები სწორია მანმადე, სანამ არ მოხდება მათი გაუქმება. Aამდენად, საწარმო ითვლება სწორად რეგისტრირებულად, სანამ არ მოხდება მისი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და კანონისავე დაცვით გაუქმება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში დაცული მასალები ქ. Bბათუმის მერიას არ აძლევდა იმის მტკიცების იურიდიულ საფუძველს, რომ მრავალდარგობრივ ფირმა ,,…” კანონით დადგენილ ვადაში, კერძოდ 1996 წლის 1 სექტემბრამდე ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია, რის გამოც იგი გამოცხადდა რეგისტრაციაგაუქმებულად. საქმეში დაცულია შპს ,,…” წესდება, რომელიც შეიცავს მითითებას საწარმოს ,,მრავალდარგობრივი კომერციული ფირმა ,,…” სამართალმემკვიდრეობის თაობაზე და რაც მთავარია, საქმეში წარმოდგენილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის დადგენილება 5ბ/-386, რომელიც გარკვევით და ცალსახად მიუთითებს საწარმოთა სამართალმემკვიდრეობის თაობაზე.
მითითებული მტკიცებულებები და რეგისტრაციის, როგორც ფაქტის, კონსტიტუციური მნიშვნელობა საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმის მერია იმ პირობებში, როცა სახეზე იყო შპს ,,…” რეგისტრაცია (საწარმოთა სამართალმემკვიდრეობაზე მითითებით), არ იყო უფლებამოსილი ბათილად ეცნო ქ. ბათუმის მერიის 1994 წლის 23 აგვისტოს ¹437 განკარგულება საწარმოს რეგისტრაციის არარსებობის მოტივით.
ზემოაღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის ¹26 დადგენილების ბათილად ცნობილი ნაწილის კანონშეუსაბამობის თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
იმავე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმის გარემოებების გაანალიზება, შესწავლა და მათი სწორი სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო სასამართლო თვლის, მხოლოდ ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოიწვია და მოუსმინა დაინტერესებულ პირს, არ ქმნის იმის მტკიცების საფუძველს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა სრულყოფილად, საქმეში დაცული ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან არ ჩანს და არ იკვეთება, რა მოსაზრებებზე დაყრდნობით იქნა უარყოფილი შპს ,,…” წარმომადგენლების არგუმენტები და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. აღნიშნული კი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ ადმინისტრაციული წარმოება ატარებდა ფორმალურ ხასიათს და მიზნად არ ისახავდა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით არსებითად კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტოს მიღებისას ქ. ბათუმის მერია ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა საწარმოს რეგისტრაციის ფაქტი, რა შემთხვევაშიც საქმეზე შესაძლოა მიღებული ყოფილიყო სხვაგვარი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართო აქტის შეფასების ნაწილში სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, თვლის, რომ წინამდებარე დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რაც ქ. ბათუმის მერიას მისცემს შესაძლებლობას საქმის გარემოებებისა და ქ. ბათუმში, …. 20-ში მდებარე ქონების სტატუსის გათვალისწინებით გამოსცეს ახალი აქტი.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შეგებებულ სარჩელთან მიმართებაში საპროცესო ნორმების დარღვევის თაობაზე და აღნიშნავს, საწარმოს რეგისტრაცია არ არის თვითმიზანი, მისი ძირითადი დანიშნულებაა საჯაროობის გზით დაიცვას მე-3 პირები და კრედიტორები. რეგისტრაციის ერთერთი მთავარი ფუნქციაა პასუხისმგებლობის გარდაუვალობა და ამ პასუხისმგებლობის ზუსტი ფიქსაცია. სწორედ ამიტომ რეგისტრაციის გაუქმების პროცედურა გაწერილია ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით და არ შეიძლება მითითებული კანონის გვერდის ავლით, ნებისმიერი პირის შეგებებული სარჩელის საფუძველზე საწარმოს რეგისტრაციის საკითხი დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.
საკასაციო სასამართლო თვლის, იმ პირობებში, როცა ქ. ბათუმის მერიის მხრიდან დაცული არ არის ზემოაღნიშნული კანონით გაწერილი პროცედურები და მისი შეგებებული სარჩელი არ პასუხობს აღიარებითი სარჩელის აღძვრისათვის განსაზღვრულ წინაპირობებს, საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს შეგებებულ სარჩელზე დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოებით შეწყვეტას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი არა აქვს საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტს, რის გამოც სახეზე არ არის ამ მოტივით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 06 მაისის გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერიის 2006 წლის 17 თებერვლის ¹46 დადგენილების პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა და ამავე დადგენილების მე-3 ნაწილის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,…” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნას ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 2006 წლის 17 თებერვლის ¹46 დადგენილების პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი და ამავე დადგენილების მე-3 ნაწილი და ქ. ბათუმის მერიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.