Facebook Twitter

ბს-92-91(კ-11) 14 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. G-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმებისა და 2910 წლის 9 ივლისის განჩინებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. გ-ძემ 2006 წლის 28 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 იანვრის ¹45 ბრძანებულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით გ. G-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. G-ძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 აპრილის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. G-ძის განცხადება მოსამართლის აცილების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინებით გ. G-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება და 2010 წლის 20 მაისის საოქმო განჩინება.

2010 წლის 29 ივნისის გ. G-ძემ შენიშვნები წარადგინა სააპელაციო პალატის სასამართლო სხდომის ოქმზე და მოითხოვა მითითებულ სხოდმის ოქმში ცვლილებების შეტანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით გ. G-ძის შენიშვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2010 წლის 29 ივნისის სხდომის ოქმში შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილებები: ა) სხდომის ოქმის მეორე გვერდზე სიტყვები: «მოსამართლე აქვეყნებს», შეიცვალოს სიტყვებით: «აპელანტის ინიციატივით მოსამართლე აქვეყნებს», შემდეგ როგორც ტექსტშია; ბ) სხდომის ოქმის მეორე გვერდზე სიტყვების - «აპელანტი გიორგი გიორგაძე დამატებით განმარტავს» შემდეგ აპელანტის პოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: «არსებული სახით შემოთავაზებულ წინადადებაზე მე წინააღმდეგი ვიყავი განმეხორციელებინა ლენტეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება და ტანხმობა არ მიმიცია. შემოთავაზებული სახით ლენტეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება არ მსურდა და თუ რატომ, ეს კარგად ჩანს მიმართვაში, არსებული სახით უფლებამოსილების განხორციელება იქნებოდა იძულებითი შრომა, როგორც პრეზიდენტს, ისე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მივმართე შეცდომაში არ შესულიყვნენ. საქმის ფურცელი 19-ის დედანზე ხელი რომ მომეცერა ეს იქნებოდა თანხმობა»; დანარჩენ ნაწილში გ. G-ძის შენიშვნები 2010 წლის 29 ივნისის სხდომის ოქმზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. გ-ძემ და მოითხოვა 2010 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმება და 2010 წლის 9 ივლისის განჩინებაში ცვლილებების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. G-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. G-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. G-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისისა და 2010 წლის 9 ივლისის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.