Facebook Twitter

ბს-929-903 (კ-10) 27 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. მ-ოვის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მარნეულის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. მ-ოვმა მოპასუხე ზ. მ-შვილის მიმართ კერძო საკუთრების ობიექტზე სარემონტო სამუშაოებში ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.

აღნიშნულ სარჩელზე მოპასუხე ზ. მ-შვილმა შეგებებული სარჩელით მიმართა მარნეულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ა. მ-ოვის, ფ. ჰ-ოვის, ნ. ა-ევის, ნოტარიუს ა. ზ-ურის, ნოტარიუს ნ. ჩ-შვილისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ უძრავი ქონების 2004 წლის 5 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების, 2004 წლის 5 იანვრის ¹... სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის, უძრავი ქონების 2006 წლის 8 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2006 წლის 20 ივლისის ¹... საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე.

2009 წლის 13 ნოემბერს მარნეულის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე წარმოდგენილ იქნა მოსარჩელე ა. მ-ოვის დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების ზ. მ-შვილის, ო. ჟ-შვილისა და სხვათა მიმართ, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.

2009 წლის 13 ნოემბერს მარნეულის რაიონულ სასამართლოში ზ. მ-შვილმა ასევე წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი საჯარო რეესტრის პირველადი სააქტო ჩანაწერის, როგორც ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლის შედეგადაც მოპასუხე ა. მ-ოვმა მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ა. მ-ოვის სარჩელს ცალკე წარმოებად გამოეყო ზ. მ-შვილის შეგებებული სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის პირველადი სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე და დაექვემდებარა განცალკევებულად განხილვას.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივაზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველო.

2010 წლის 11 იანვრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ზ. მ-შვილმა მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 5 იანვრის ადმინისტრაციული აქტის, პირველადი ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლითაც საკუთრების უფლება აღირიცხა ნ. Aა-ევის სახელზე, ყველა მისი თანმდევი შედეგით.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 5 იანვრის ¹33882 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ჩანაწერი), ნ. ა-ევზე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 5 იანვარს ნ. ა-ევსა და ფ. ჰ-ოვს შორის დადებული, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (სარეგისტრაციო ¹1-1496), 2006 წლის 8 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული ფ. ჰ-ოვსა და ა. მ-ოვს შორის (რეგისტრაციის ¹1-5034) თანმდევ შედეგებთან, შესაბამის საჯარო რეესტრის ჩანაწერებთან ერთად.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-ოვმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სასაჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 აპრილის განჩინებით ა. მ-ოვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-ოვმა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სასაჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. მ-ოვის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ა. მ-ოვის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ა. მ-ოვის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ა. მ-ოვის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. მ-ოვის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ა. მ-ოვის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. ლ-ძეს უნდა დაუბრუნდეს ა. მ-ოვის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. მ-ოვს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. ე. ლ-ძეს დაუბრუნდეს ა. მ-ოვის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.