ბს-938-912(კ-10) 26 იანვარი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
25.06.07 წ დ. ა-ძემ, რ. ვ-შვილმა, მ. უ-ავამ, შ. გ-ძემ, თ. კ-იანმა, ა. ა-ძემ და ე. ტ-კომ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც სახელფასო დავალიანების, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების, სანივთე ქონების კომპენსაციის, ზიანისა და საადვოკატო ხარჯების ანაზღაურება მოითხოვეს.
10.12.07 წ. კ. ი-ძემ, ნ. ფ-ოვამ, მ. კ-შვილმა, ჯ. გ-ძემ, ვ. ი-ძემ, ი. ა-იანმა (სულ 39 მოსარჩელე) სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც სახელფასო დავალიანების, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების, სანივთე ქონების კომპენსაციის, ზიანისა და საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.04.08 წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა დ. გოდერიძის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე, შესაბამისად დ. გ-ძის სარჩელი განუხილველი დარჩა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.05.08 წ. საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ¹3/2082 და ¹3/3459 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა ¹3/3459-07.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეთა წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებისა და საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.08 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო სანატორიუმ «...» თანამშრომელთა მიმართ დაეკისრა სახელფასო დავალიანებების ანაზღაურება: ა. Aა-ძის სასარგებლოდ 891,57 ლარის, მ. Uგ-ავას სასარგებლოდ 1385,25 ლარის და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით 615 ლარის, თ. Kკ-იანის სასარგებლოდ 206,94 ლარის და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით 604 ლარის, შ. Gგ-ძის სასარგებლოდ 423,03 ლარის და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით 1200 ლარის, რ. ვ-შვილის სასარგებლოდ _ 1364,44 ლარის და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით 610 ლარის, დ. ა-ძის სასარგებლოდ _ 1517,06 ლარის და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით 610 ლარის, ე. თ-კოს სასარგებლოდ _ 580,42 ლარის, მ. Kკ-შვილის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 776,89 ლარის, ი. Aა-იანის სასარგებლოდ _ 1528,43 ლარის და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 615 ლარის, ნ. Mმ-შვილის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 208 ლარის, ს. ჯ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 169 ლარის, ნ. უ-ვას სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 162,50 ლარის, ლ. ჩ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 195 ლარის, ზ. Qქ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 149,50 ლარის, ნ. ფიოდოროვას მიმართ _ 503,88 ლარის, მ. Gგ-ძის მიმართ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 156 ლარის, ჯ. ჟ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1172,92 ლარის, ა. ღ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 195 ლარის, ლ. ეფრემიძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 149,50 ლარის, ლ. შ-შვილის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 162,50 ლარის, ნ. წივწივაძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 149,50 ლარის, ნ. Kკ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 150 ლარის, ვ. წ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 149,50 ლარის, ე. ჯ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 156 ლარის, ნ. Mმ-ძის სასარგებლოდ _ 768,30 ლარის და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 156 ლარის, ა. ხ-უას სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 195 ლარის, ნ. დ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 162,50 ლარის, გ. Yყ-შვილის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 149,50 ლარის, ნ. ჯ-იას სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 156 ლარის, ო. ჩ-შვილის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 156 ლარის, ა. ტ-კოს სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 156,25 ლარის, ც. Gგ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 156 ლარის, ვ. ი-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 234 ლარის, ჯ. გ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 195 ლარის, მ. Kკ-შვილის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 169 ლარის, ო. Bბ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 162,50 ლარის, კ. ი-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 991,31 ლარის, მ. ნ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 876,50 ლარის, შ. დ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 555,93 ლარის, ლ. ხ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 891,88 ლარის, ს. გ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 818,48 ლარის, ჯ. Kკ-ვას სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 904,44 ლარის, ი. შ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 629,52 ლარის, მ. Gგ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 115,49 ლარის, მ. Gგ-ძის სასარგებლოდ _ 287,47 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა თ. K-იანის, დ. Aა-ძის, მ. Uუ-ავას, შ. გ-ძის, რ. ვ-შვილის, ჯ. ჯ-ძის, ი. Aა-იანის და მ. Gგ-ძის კუთვნილი 2004 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. კ-იანმა, დ. ა-ძემ, მ. უ-ავამ, შ. გ-ძემ, რ. ვ-შვილმა, ჯ. ჯ-ძემ, მ. გ-ძემ, ი. ა-იანმა და მ. გ-ძემ, რომლებმაც გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თითეულის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.08 წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.09 წ. გადაწყვეტილებით შ. გ-ძის, ჯ. ჯ-ძის, მ. უ-ვას, ი. ა-იანის, დ. ა-ძის, რ. ვ-შვილისა და თ. კ-იანის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. მ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.08 წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. გ-ძის სარჩელი ფულადი ჯილდოს 72,20 ლარის ანაზღაურების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ-ძის სარჩელი ფულადი ჯილდოს 72,20 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. მ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.08 წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. გ-ძის სარჩელი ფულადი ჯილდოს 135,95 ლარის ანაზღაურების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ-ძის სარჩელი ფულადი ჯილდოს 135,95 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.08 წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. უ-ავას სარჩელი 1385,25 ლარის სახელფასო დავალიანების მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაკისრების ნაწილში, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.08 წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ი. ა-იანის სარჩელი 1528,43 ლარის სახელფასო დავალიანების მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაკისრების ნაწილში. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.08 წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა რ. ვ-შვილის სარჩელი 1364,44 ლარის სახელფასო დავალიანების მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაკისრების ნაწილში. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.08 წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ლ. (იგივე ლ.) ხაჭაპურიძის სარჩელი 981,88 ლარის სახელფასო დავალიანების მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. (იგივე ლ.) ხ-ძის სარჩელი სახელფასო დავალიანების 695,16 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.08 წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ჯ. კ-ავას სარჩელი 904,44 ლარის სახელფასო დავალიანების მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. კ-ვას სარჩელი სახელფასო დავალიანების 592,60 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.08 წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ი. შ-ძის სარჩელი 629,52 ლარის სახელფასო დავალიანების მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. შ-ძის სარჩელი სახელფასო დავალიანების 461,34 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.08 წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ს. (იგივე ს.) გ-ძის სარჩელი 818,18 ლარის სახელფასო დავალიანების მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სულიკო (იგივე სერგო) გოგიძის სარჩელი სახელფასო დავალიანების 540,27 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.08 წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა შ. დ-ძის სარჩელი 555,93 ლარის სახელფასო დავალიანების მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. დ-ძის სარჩელი სახელფასო დავალიანების 442,88 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.08 წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.09 წ. გადაწყვეტილება მათი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მ. გ-ძემ, მ. გ-ძემ, თ. კ-იანმა, რ. ვ-შვილმა, დ. ა-ძემ, ი. ა-იანმა, მ. უ-ავამ, ჯ. ჯ-ძემ და შ. გ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს. კასატორებმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასაჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.09 წ. მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.10.09 წ. განჩინებით მ. გ-ძის, მ. გ-ძის, თ. კ-იანის, რ. ვ-შვილის, დ. ა-ძის, ი. ა-იანის, მ. უ-ავას, ჯ. ჯ-ძის, შ. გ-ძის საკასაციო საჩივარი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მოსარჩელეებისათვის ხელფასის, მატერიალური დახმარების, ჯილდოსა და 2004 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის თანხების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.09 წ. გადაწყვეტილება მოსარჩელეებისათვის ხელფასის, მატერიალური დახმარების, ჯილდოსა და 2004 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის თანხების ანაზღაურების ნაწილში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თანხის მოსარჩელეებისათვის _ მ. Uუ-ვას სასარგებლოდ 615 ლარის, თ. Kკ-იანის სასარგებლოდ 604 ლარის, შ. გ-ძის სასარგებლოდ 1200 ლარის, რ. ვ-შვილის სასარგებლოდ 610 ლარის, დ. Aა-ძის სასარგებლოდ 610 ლარის, ი. Aა-იანის სასარგებლოდ 615 ლარის, ნ. მ-შვილის სასარგებლოდ 208 ლარის, ს. ჯ-ძის სასარგებლოდ 169 ლარის, ნ. უ-ავას სასარგებლოდ 162,50 ლარის, ლ. ჩ-ძის სასარგებლოდ 195 ლარის, ზ. Qქ-ძის სასარგებლოდ 149,50 ლარის, მ. Gგ-ძის სასარგებლოდ 156 ლარის, ჯ. ჟ-ძის სასარგებლოდ 1172,92 ლარის, ა. ღ-ძის სასარგებლოდ 195 ლარის, ლ. ე-ძის სასარგებლოდ 149,50 ლარის, ლ. ს-შვილის სასარგებლოდ 162,50 ლარის, ნ. წ-ძის სასარგებლოდ 149,50 ლარის, ნ. კ-ძის სასარგებლოდ 150 ლარის, ვ. წ-ძის სასარგებლოდ 149,50 ლარის, ე. ჯ-ძის სასარგებლოდ 156 ლარის, ნ. მ-ძის სასარგებლოდ 156 ლარის, ა. ხ-უას სასარგებლოდ 195 ლარის, ნ. დ-ძის სასარგებლოდ 162,50 ლარის, გ. Y-შვილის სასარგებლოდ 149,50 ლარის, ნ. ჯ-იას სასარგებლოდ 156 ლარის, ო. ჩ-შვილის სასარგებლოდ 156 ლარის, ა. ტ-კოს სასარგებლოდ 156,25 ლარის, ც. Gგ-ძის სასარგებლოდ 156 ლარის, ვ. ი-ძის სასარგებლოდ 234 ლარის, ჯ. G-ძის სასარგებლოდ 195 ლარის, მ. K-შვილის სასარგებლოდ 169 ლარის, ო. Bბ-ძის სასარგებლოდ 162,50 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.11.09 წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.09 წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.10 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.08 წ. გადაწყვეტილება ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.10წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.