Facebook Twitter

¹ბს-93-92(2კ-11) 11 მაისი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,ა.-ისა” და შპს ,,მ.-ის” საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. გ.-მ, ა. გ.-მ და ლ. ჩ.-მ 11.05.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მესამე პირებად – შპს ,,გ.-სა” და შპს ,,მ.-ზე” მიუთითეს და მოპასუხისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება მოითხოვეს.

მოსარჩელეებმა არაერთხელ დააზუსტეს მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვეს: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 19.08.02წ. გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ¹...-ა იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომელიც შეეხება შენობა-ნაგებობის ფართის ოდენობას (97,89 კვ.მ.) და მიწის ნაკვეთის ფართის ოდენობას (503 კვ.მ.), საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ცვლილება შევიდოდა - საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 30.07.02წ. ბრძანების მე-5 პუნქტში და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 19.08.02წ. გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში ¹...-ა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლის საფუძველზეც განხორციელდება ლ. ჩ.-ის, თ. და ა. გ.-ეების საერთო საკუთრებაში არსებული მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაცია, შპს ,,გ.-ის’’ სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება და შპს ,,მ.-ის’’ სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.05.09წ. განჩინებით ლ. ჩ.-ის, თ. და ა. გ.-ეების სასარჩელო მოთხოვნა _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 30.07.02წ. ბრძანების მე-5 პუნქტში ცვლილების შეტანის თაობაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

მოსარჩელეებმა 16.12.09წ. უარი თქვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისთვის შპს ,,გ.-ის” სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმებისა და შპს ,,მ.-ის” სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილების განხორციელების დავალების მოთხოვნაზე და ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს 16.12.09წ. განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.12.09წ. გადაწყვეტილებით თ. გ.-ის, ა. გ.-ისა და ლ. ჩ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 19.08.02წ. შპს ,,გ.-ი’’-ს სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹...-ა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება შენობა-ნაგებობის ფართის ოდენობას (97,89 კვ.მ.) და მიწის ნაკვეთის ფართის ოდენობას (500 კვ.მ.), საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ცვლილებას შეიტანდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ შპს ,,გ.-ი’’-ს სახელზე 19.08.02წ. გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში ¹...-ა, სადაც 5460 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ნაცვლად მიეთითებოდა 5362.11 კვ.მ. შენობა ნაგებობა, 18066 კვ.მ. მიწის ფართობის ნაცვლად - 17566 კვ.მ. მიწის ფართობი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდებოდა ლ. ჩ.-ის, თ. და ა. გ.-ეების საერთო საკუთრებაში არსებული მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაცია 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან და შენობა ნაგებობებიდან ¹1, ¹2, ¹3 ლ. ჩ.-ის, თ. და ა. გ.-ეების საერთო საკუთრება კერძოდ, 97,89 კვ.მ. საერთო სარგებლობის ფართი, მათ შორის 62,46 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის შპს ,,გ.-ი’’-ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის ნაწილში, ხოლო შპს ,,მ.-ი’’-ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის ნაწილში მოპასუხისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა, ლ. ჩ.-მ და თ. და ა. გ.-ეებმა, შპს ,,ა.-მა” (იგივე შპს ,,გ.-მ”) და შპს ,,მ.-მა”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.10წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.12.09წ. გადაწყვეტილება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და შპს ,,ა.-მა” და შპს ,,მ.-მა”, რომლებმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,ა.-ისა” და შპს ,,მ.-ის” საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,ა.-ისა” და შპს ,,მ.-ის” საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე შპს “ა.-ს” და შპს “მ.-ს” გადახდილი აქვთ საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 500 (ხუთასი) ლარი (250-250 ლარი), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მათ უნდა დაუბრუნდეთ აღნიშნული თანხის 70% _ 350 (სამასორმოცდაათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,ა.-ისა” და შპს ,,მ.-ის” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.10წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. შპს ,,ა.-სსა” (საიდენტიფიკაციო ¹...) და შპს ,,მ.-ს” (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 350 (სამასორმოცდაათი) ლარი თანაბარწილად;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.