ბს-946-920(კ-10) 28 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ მ. ლ-ძე; დ. ვ-ძე; მ. ღ-ძე; ნ. გ-შვილი; ნ. ჩ-შვილი-მ-ური; დ. თ-ძე; თ. ნ-ძე; მ. ჭ-შვილი; პ. ო-შვილი; ტ. კ-შვილი; ნ. ს-ავა; ქ. კ-აია
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მერია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 25 იანვარს ნ. ხ-შვილმა, ქ. ჯ-შვილმა, ლ. ღ-ურმა, დ. ვ-ძემ, ლ. კ-ძემ, მ. ჭ-შვილმა, თ. ა-ძე-გ-ძემ, მ. ა-შვილმა, ნ. ჩ-შვილი-მ-ურმა, ა. ბ-შვილმა, პ. ო-შვილმა, მ. ლ-ძემ, რ. ე-ძე-ჭ-აიამ, თ. ნ-ძემ, მ. ვა-შვილმა, თ. გ-ძემ, ნ. ნ-შვილმა, თ. ა-შვილმა, ქ. კ-აიამ, ა. კ-შვილმა, ლ. ს-ძემ, გ. ქ-შვილმა, ნ. კ-ძემ, ლ. ჟ-ძემ, ხ. მ-ძემ, ტ. კ-შვილმა, ი. ჩ-ავამ, ნ. გ-შვილმა, ნ. ს-ავამ, მ. მ-ძემ, მ. მ-ძემ, დ. თ-ძემ, ნ. თ-ძემ, ლ. ჩ-ურმა, მ. ღ-ძემ, მ. ფ-იამ, ლ. მ-ძემ და ი. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – ქ. თბილისის მთავრობის მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ ... გამგეებად. ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს დადგენილებით ... დაწესებულებები დაფუძნდა არასამეწარმეო იურიდიული პირის სახით და მოსარჩელეები დაინიშნენ ... დაწესებულებათა დირექტორებად. თითოეული მათგანის დანიშვნის შესახებ არსებობდა ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებები, სადაც მითითებული იყო, რომ მოსარჩელეებთან უნდა გაფორმებულიყო შრომითი ხელშეკრულებები განსაზღვრული ვადით.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2007 წლის ზაფხულში, როდესაც იმყოფებოდნენ კუთვნილ შვებულებაში, მათთვის ცნობილი გახდა, რომ გამოცხადდა ... დაწესებულებების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი. მოსარჩელეთა განმარტებით, იმ პერიოდისათვის მათთვის უცნობი იყო რომელი სამართლებრივი აქტითა და საკონკურსო პირობებით გამოცხადდა აღნიშნული კონკურსი. მათთვის მსგავსი დადგენილება არავის ჩაუბარებია და არც გამოქვეყნებულა.
მოსარჩელეთა მითითებით, საჯაროდ გამოცხადებული ინფორმაცია იყო ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილება. აღნიშნული დადგენილების დანართში კი მითითებული იყო, რომ კონკურსი გამოცხადდა ... დაწესებულებების ვაკანტურ თანამდებობებზე. მოსარჩელეთა განმარტებით, კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის თბილისის ... დაწესებულებათა დირექტორის თანამდებობები ვაკანტური არ ყოფილა. შესაბამისად, აღნიშნული კონკურსის შედეგად, მოხდა მათი სამსახურიდან განთავისუფლება.
მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილებით ისინი განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. 2007 წლის დეკემბრამდე კი მათ განთავისუფლების შესახებ დადგენილება არ ჩაბარებიათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილებისა და 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილების ნაწილობრივ, კერძოდ, მათი სამსახურიდან განთავისუფლების ნაწილში ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 იანვრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 იანვრის განჩინებით მ. ვ-შვილს, თ. გ-ძეს, ნ. ნ-შვილს, თ. ა-შვილს, ა. კ-შვილს, ლ. ს-ძეს, გ. ქ-შვილს, ნ. კ-ძეს, ნ. თ-ძეს, მ. ფ-იას, ლ. მ-ძესა და ლ. კ-ძეს უარი ეთქვათ სარჩელის წამოებაში მიღებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ხ-შვილის, ლ. ღ-ურის, მ. ჭ-შვილის, თ. ა-ძე-გ-ძის, მ. ა-შვილის, ნ. ჩ-შვილ-მ-ურს, პ. ო-შვილის, მ. ლ-ძის, რ. ე-ძე-ჭ-აიას, თ. ნ-ძის, ლ. ჭ-ძის(ჟ-ძის), ხ. მ-ძის, ტ. კ-შვილის, ნ. გ-შვილის, ნ. ს-ავას, მ. მ-ძის, დ. თ-ძის, მ. ღ-ძის, ი. გ-ძის, მ. მ-ძის, ლ. ჩ-ურის, ქ. ჯ-შვილის, ა. ბ-შვილის, ქ. კ-აიას, ი. ჩ-ავასა და დ. ვ-ძის სარჩელი ქ. თბილისის მერიის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილების ის ნაწილი, რომლითაც კონკურსი გამოცხადდა თბილისის ... შემდეგ დაწესებულებებში: 1. ¹...; 2. ¹...; 3. ¹...; 4. ¹...; 5. ¹...; 6. ¹...; 7. ¹...; 8. ¹...; 9. ¹...; 10. ¹...; 11. ¹...; 12. ¹...; 13. ¹...; 14. ¹...; 15. ¹...; 16. ¹...; 17. ¹...; 18. ¹...; 19. ¹...; 20. ¹...; 21. ¹...; 22. ¹...; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილების ის ნაწილები, რომლითაც შრომის ხელშეკრულებები შეუწყდათ შემდეგ პირებს ლ. ღ-ურს, მ. ჭ-შვილს, თ. ა-ძე-გ-ძეს, მ. ა-შვილს, ნ. ჩ-შვილი-მ-ურს, პ. ო-შვილს, მ. ლ-ძეს, რ. ე-ძე-ჭ-აიას, თ. ნ-ძეს, ხ. მ-ძეს, ტ. კ-შვილს, ნ. გ-შვილს, ნ. ს-ავას, მ. მ-ძეს, დ. თ-ძეს, მ. ღ-ძეს, ი. გ-ძეს, მ. მ-ძეს, ლ. ჩ-ურს, ქ. ჯ-შვილს, ქ. კ-აიასა და დ. ვ-ძეს; აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა და შრომითი ურთიერთობები გაუგრძელდათ ... დირექტორების თანამდებობებზე შემდეგ პირებს შემდეგ საბავშვო ბაგა-ბაღებში: 1. ლ. ღ-ურს ¹...; 2. მ. ჭ-შვილს ¹...; 3. თ. ა-ძე-გ-ძეს ¹...; 4. მ. ა-შვილს ¹...; 5. ნ. ჩ-შვილი-მ-ურს ¹...; 6. პ. ო-შვილს ¹...; 7. მ. ლ-ძეს ¹...; 8. რ. ე-ძე-ჭ-აიას ¹...; 9. თ. ნ-ძეს ¹...; 10. ხ. მ-ძეს ¹...; 11. ტ. კ-შვილს ¹...; 12. ნ. გ-შვილს ¹...; 13. ნ. ს-ავას ¹...; 14. მ. მ-ძეს ¹ ...; 15. დ. თ-ძეს ¹...; 16. მ. ღ-ძეს ¹...; 17. ი. გ-ძეს ¹...; 18. მ. მ-ძეს ¹...; 19. ლ. ჩ-ურს ¹ ...; 20. ქ. ჯ-შვილს ¹ ...; 21. ქ. კ-აიას ¹...; 22. დ. ვ-ძეს ¹...; ზიანის (მოსარჩელეთა განმარტებით ,,განაცდურის”) ანაზღაურების ნაწილში მიღებულ იქნა წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება. დადგენილ იქნა ასეთი ზიანის ანაზღაურებისათვის ფაქტობრივი საფუძვლების არსებობა იმ მოსარჩელეებისათვის, რომელთა სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა; ნ. ხ-შვილს, ლ. ჭ-ძეს (ჟ-ძე), ა. ბ-შვილსა და ი. ჩ-ავას უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, მათთან შრომითი ხელშეკრულებები გასაჩივრებული დადგენილების საფუძველზე არ შეწყვეტილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელეების – ლ. ღ-ურის, მ. ჭ-შვილის, თ. ა-ძე-გ-ძის, მ. ა-შვილის, ნ. ჩ-შვილ-მ-ურს, პ. ო-შვილის, მ. ლ-ძის, რ. ე-ძე-ჭ-აიას, თ. ნ-ძის, ხ. მ-ძის, ტ. კ-შვილის, ნ. გ-შვილის, ნ. ს-ავას, მ. მ-ძის, დ. თ-ძის, მ. ღ-ძის, ი. გ-ძის, მ. მ-ძის, ლ. ჩ-ურის, ქ. ჯ-შვილის, ქ. კ-აიასა და დ. ვ-ძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელეების – ლ. ღ-ურის, მ. ჭ-შვილის, თ. ა-ძე-გ-ძის, მ. ა-შვილის, ნ. ჩ-შვილ-მ-ურს, პ. ო-შვილის, მ. ლ-ძის, რ. ე-ძე-ჭ-აიას, თ. ნ-ძის, ხ. მ-ძის, ტ. კ-შვილის, ნ. გ-შვილის, ნ. ს-ავას, მ. მ-ძის, დ. თ-ძის, მ. ღ-ძის, ი. გ-ძის, მ. მ-ძის, ლ. ჩ-ურის, ქ. ჯ-შვილის, ქ. კ-აიასა და დ. ვ-ძის სარჩელი, მოპასუხის – ქ. თბილისის მერიის მიმართ, არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 და ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენდნენ და მათზე ვრცელდებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით, ,,საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231-ე მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებით, თბილისის მერიის დებულების მე-14 მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ,,კ1” ქვეპუნქტით და საქართველოს მთავრობის ¹126 დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹16.148.581 დადგენილებით დაფუძნდა არასამეწარმეო ..., რომლის დირექტორებად განსაზღვრული ვადით დაინიშნენ მოსარჩელეები, თუმცა მათთან შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილებით ქ. თბილისში, ... დაწესებულებებში დირექტორების კანდიდატების შერჩევის მიზნით, საქართველოს ,,შრომის კოდექსის” მე-5 მუხლის საფუძველზე, გამოცხადდა კონკურსი ... დაწესებულებებში დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე. ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილება გამოქვეყნდა 2007 წლის 14 აგვისტოს გაზეთ ,,24 საათში” და დამატებითი ინფორმაცია კონკურსის თაობაზე განთავსდა ქ. თბილისის მერიის ვებ-გვერდზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ კონკურსის გამოცხადების დროისათვის მოსარჩელეებს ... დაწესებულებებში კვლავ ეკავათ დირექტორების თანამდებობა. ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილების საფუძველზე თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების _ ... დირექტორების თანამდებობებზე, კონკურსის შედეგების შესაბამისად, შერჩეულ პირთა დანიშვნების განხორციელების მიზნით, საქართველოს შრომის კოდექსისა და სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹16.148.581 დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლითაც არასამეწარმეო იურიდიული პირების ... დირექტორების თანამდებობაზე მოსარჩელეების ნაცვლად დაინიშნენ სხვა პირები, ხოლო მოსარჩელეებთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით, ,,საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231-ე მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებისა და თბილისის მერიის დებულების მე-14 მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტების თანახმად, ქ. თბილისის მთავრობის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო, არასამეწარმეო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა დანიშვნა-განთავისუფლება და მათი საქმიანობის კონტროლი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231-ე მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებისა და თბილისის მერიის დებულების მე-14 მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტების თანახმად, ქ. თბილისის მთავრობას მინიჭებული ჰქონდა ფართო დისკრეციული უფლებამოსილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 და 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილებები ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიცა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნის ისეთი სახის დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ლ-ძემ, დ. ვ-ძემ, მ. ღ-ძემ, ნ. გ-შვილმა, ნ. ჩ-შვილი-მ-ურმა, დ. თ-ძემ, თ. ნ-ძემ, მ. ჭ-შვილმა, პ. ო-შვილმა, ტ. კ-შვილმა, ნ. ს-ავამ და ქ. კ-აიამ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ ქ. თბილისის მთავრობამ კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა მთელი რიგი ნორმების დარღვევით, რადგან როგორც ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილებიდან ჩანს, კონკურსი გამოცხადდა იმ ვაკანსიებზე, რომელიც გამოცხადების მომენტში შევსებული იყო და შესაბამისად, ვაკანსია აღნიშნულ თანამდებობებზე რეალურად არ არსებობდა. ამასთან, კასატორები უკვე იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში მოწინააღმდეგე მხარესთან და ისინი კანონიერად ახორციელებდნენ ... დირექტორის ფუნქციებს და არც ერთი ნორმის საფუძველზე, არ ითვლებოდნენ სამსახურის მაძიებელ კანდიდატებად.
კასატორთა განმარტებით, გასაჩივრებული დადგენილებების გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 52-ე, 53-ე, 55-ე, 95-ე და 96-ე მუხლის მოთხოვნები, რაც აღნიშნული დადგენილებების ბათილად ცნობის, მათი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ლ-ძის, დ. ვ-ძის, მ. ღ-ძის, ნ. გ-შვილის, ნ. ჩ-შვილ-მ-ურს, თ. ნ-ძის, მ. ჭ-შვილის, პ. ო-შვილის, ტ. კ-შვილის, ქ. კ-აიასა და ნ. ს-ავას საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, მ. ლ-ძის, დ. ვ-ძის, მ. ღ-ძის, ნ. გ-შვილის, ნ. ჩ-შვილ-მ-ურს, თ. ნ-ძის, მ. ჭ-შვილის, პ. ო-შვილის, ტ. კ-შვილის, ქ. კ-აიასა და ნ. ს-ავას საკასაციო საჩივარი დ. თ-ძის ნაწილში დარჩა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მ. ლ-ძის, დ. ვ-ძის, მ. ღ-ძის, ნ. გ-შვილის, ნ. ჩ-შვილ-მ-ურს, თ. ნ-ძის, მ. ჭ-შვილის, პ. ო-შვილის, ტ. კ-შვილის, ქ. კ-აიასა და ნ. ს-ავას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ლ-ძის, დ. ვ-ძის, მ. ღ-ძის, ნ. გ-შვილის, ნ. ჩ-შვილ-მ-ურს, თ. ნ-ძის, მ. ჭ-შვილის, პ. ო-შვილის, ტ. კ-შვილის, ქ. კ-აიასა და ნ. ს-ავას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით, ,,საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231-ე მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებით, თბილისის მერიის დებულების მე-14 მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ,,კ1” ქვეპუნქტით და საქართველოს მთავრობის ¹126 დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹16.148.581 დადგენილებით დაფუძნდა არასამეწარმეო ..., რომლის დირექტორებად განსაზღვრული ვადით დაინიშნენ კასატორები, თუმცა მათთან შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა (ტ. II, ს.ფ. 383-399). ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილებით ქ. თბილისში, ... დაწესებულებებში დირექტორების კანდიდატების შერჩევის მიზნით, საქართველოს ,,შრომის კოდექსის” მე-5 მუხლის საფუძველზე, გამოცხადდა კონკურსი ... დაწესებულებებში დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე (ტ. I, ს.ფ. 252-258). ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილების საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების _ ... დირექტორების თანამდებობებზე, კონკურსის შედეგების შესაბამისად, შერჩეულ პირთა დანიშვნის განხორციელების მიზნით, საქართველოს შრომის კოდექსისა და სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹16.148.581 დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლითაც არასამეწარმეო იურიდიული პირების ... დირექტორების თანამდებობაზე კასატორების ნაცვლად დაინიშნენ სხვა პირები, ხოლო კასატორებთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა (ტ. I, ს.ფ. 16-222).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად წარმოადგენდა მოცემული საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და ხომ არ უნდა განეხილა იგი სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ანუ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა განსჯად სასამართლოზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გააჩნდა ამ საქმის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლები, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან, მ. ლ-ძის, დ. ვ-ძის, მ. ღ-ძის, ნ. გ-შვილის, ნ. ჩ-შვილ-მ-ურს, თ. ნ-ძის, მ. ჭ-შვილის, პ. ო-შვილის, ტ. კ-შვილის, ქ. კ-აიასა და ნ. ს-ავას სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას ექვემდებარებოდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი კი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის უპირველესი, უმთავრესი და აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს (მოსარჩელის მოსაზრებით) მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილება, რომლის საფუძველზეც ... დაწესებულებებში დირექტორების კანდიდატების შერჩევის მიზნით, საქართველოს ,,შრომის კოდექსის” მე-5 მუხლის საფუძველზე, გამოცხადდა კონკურსი ... დაწესებულებებში დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე და ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილება, რომლის საფუძველზეც ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების-საბავშვო ... დირექტორების თანამდებობებზე, კონკურსის შედეგების შესაბამისად, შერჩეულ პირთა დანიშვნების განხორციელების მიზნით, საქართველოს შრომის კოდექსისა და სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹16.148.581 დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლითაც არასამეწარმეო იურიდიული პირების ... დირექტორების თანამდებობაზე კასატორების ნაცვლად დაინიშნენ სხვა პირები, ხოლო კასატორებთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალი, ზემოაღნიშნული დადგენილებები გამოცემულია ქ. თბილისის მთავრობის (ადმინისტრაციული ორგანოს) მიერ, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და შესაბამისად, თავისი შინაარსით არ ატარებენ ადმინისტრაციულ სამართლებრივ ხასიათს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული უფრო მისაღებია მისთვის. ამდენად, ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მთავრობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, თავისთავად არ ქმნის განსახილველი დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ქ. თბილისის მთავრობის მიერ გამოცემული აქტები გამომდინარეობს თუ არა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული დადგენილებები გამოცემულია საქართველოს შრომის კოდექსისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-5 ნაწილზე რომლის თანახმად, იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობა, აგრეთვე მისი ფილიალი უნდა შეიქმნას ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველის კანონის შესაბამისად, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹16.148.581 დადგენილების საფუძველზე, ... ჩამოყალიბდნენ არასამეწარმეო იურიდიული პირების სახით, რომლის დამფუძნებელსაც აღნიშნულ შემთხვევაში ქ. თბილისის მთავრობა წარმოადგენდა. ამდენად, არსებულ პირობებში ქ. თბილისის მთავრობა საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებდა როგორც დამფუძნებელი, რომელსაც წესდებით არასამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორის დანიშვნის უფლება ჰქონდა მინიჭებული.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სადავო აქტებში მითითება იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მთავრობა გასაჩივრებული დადგენილებების მიღებისას მოქმედებდა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,პ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231-ე მუხლის ,,ზ” და ,,ვ” ქვეპუნქტების, თბილისის მერიის დებულებით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ,,კ1” ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის ¹126 დადგენილების საფუძველზე, ვერ იმოქმედებს განსახილველი დავის ნივთობრივ განსჯადობაზე, ვინაიდან, ყველა ზემოაღნიშნულ ნორმაში საუბარია თვითმმართველი ერთეულისათვის მინიჭებულ უფლებაზე შექმნას სკოლამდელი და ... დაწესებულებები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფორმით და დაამტკიცოს მათი წესდებები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავენ თვითმმართველი ერთეულის შესაძლებლობას შექმნან სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირები, მიიღონ არსებული ... დაწესებულებების ქონება, მოახდინონ მათი ლიკვიდაცია თუ რეორგანიზაცია. აღნიშნული კი თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ ყველა ის აქტი, რომელიც მიღებული იქნება თვითმმართველი ორგანოს, როგორც დამფუძნებელის და მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს შორის წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ან მათ შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელში სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად. აღნიშნულ ჩამონათვალში არაკომერციული იურიდიული პირები გათვალისწინებული არ არის. ამასთან კასატორთა თანამდებობა მითითებული არ არის საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის წლის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში და მოსარჩელეთა სამსახურებრივი უფლებამოსილება არ უტოლდება საჯარო მოსამსახურის უფლებამოსილებას და არ წესრიგდება ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით. ამდენად, კონკურსი, რომელიც გამოცხადდა ... დირექტორთა თანამდებობის დასაკავებლად, ვერ დაეყრდნობა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე-36-ე მუხლებს და ვერ მოექცევა მითითებული სამართლებრივი ნორმების რეგულირების სფეროში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იქნა განხილული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას, რის გამოც მ. ლ-ძის, დ. ვ-ძის, მ. ღ-ძის, ნ. გ-შვილის, ნ. ჩ-შვილ-მ-ურს, თ. ნ-ძის, მ. ჭ-შვილის, პ. ო-შვილის, ტ. კ-შვილის, ქ. კ-აიასა და ნ. ს-ავას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 და 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ლ-ძის, დ. ვ-ძის, მ. ღ-ძის, ნ. გ-შვილის, ნ. ჩ-შვილ-მ-ურს, თ. ნ-ძის, მ. ჭ-შვილის, პ. ო-შვილის, ტ. კ-შვილის, ქ. კ-აიასა და ნ. ს-ავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.