ბს-953-912(კ-09) 20 იანვარი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. კ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-შვილმა, მ. მ-ძემ, ლ. კ-ძემ და ლ. კ-შვილმა 22.12.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თერჯოლის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის, ვ. კ-შვილისა და მ. ბ-ძის მიმართ, რომლითაც მათი გარდაცვლილი დედის შ. კ-შვილის დანაშთ ქონებაზე მოსარჩელეების და მათი გარდაცვლილი ძმის თ. კ-შვილის შვილის ვ. კ-შვილის მემკვიდრედ ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურში აღრიცხვა მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა 25.01.08წ. დააზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს თერჯოლის რაიონულ სასამართლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფ. ... ტერიტორიული ორგანოს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თერჯოლის სამსახურის, ვ. კ-შვილისა და მ. ბ-ძის მიმართ, რომლითაც ვ. კ-შვილისა და მ. ბ-ძის სოფ. ... საკომლო წიგნში შ. კ-შვილის კომლის წევრად რეგისტრაციის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თერჯოლის სამსახურის მიერ 01.09.86წ. განხორციელებული ვ. კ-შვილისა და 27.09.05წ. მ. ბ-ძის სოფ. ... რეგისტრაციის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურში 23.10.07წ. და 10.12.07წ. ვ. კ-შვილსა და მ. ბ-ძეზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 03.10.08წ. გადაწყვეტილებით მ. კ-შვილის, მ. მ-ძის, ლ. კ-ძისა და ლ. კ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სამსახურის მიერ 23.10.07წ. განხორციელებული რეგისტრაცია ¹028, 0190 კვ.მ, ¹031, 0,140 კვ.მ, ¹033, 0181 კვ.მ, ¹034, 082 კვ.მ, ¹063, 0,249 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე, სარეგისტაციო ზონა: სოფ. .... ასევე ბათილად იქნა ცნობილი 10.12.07წ. განხორციელებული რეგისტრაცია ¹029, 106 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (რომელზეც საცხოვრებელი სახლია განთავსებული), რის შედეგადაც მითითებული უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით იქნა დარეგისტრირებული ვ. კ-შვილისა და მ. ბ-ძის სახელზე. ცნობილ იქნენ მოსარჩელეები აწ. გარდაცვლილი შ. კ-შვილის დანაშთ ქონებაზე კანონით მემკვიდრეებად და შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელება დაევალა საჯარო რეესტრს. სარჩელის მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვა უარი.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 03.10.08წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურმა, ვ. კ-შვილმა და მ. ბ-ძემ. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ. კ-შვილმა, ლ. კ-შვილმა, ლ. კ-ძემ და მ. კ-შვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.09წ. განჩინებით საქმიდან, მ. კ-შვილის, ლ. კ-შვილის, ლ. კ-ძისა და მ. კ-შვილის სარჩელისა გამო ვ. კ-შვილის, მ. ბ-ძის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის, თერჯოლის რაიონის სოფ. ... მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე, მ. კ-შვილის, ლ. კ-შვილის, ლ. კ-ძისა და მ. კ-შვილის შეგებებული სააპელაციო საჩივრის გამო თერჯოლის რაიონული სასამართლოს 03.10.08წ. გადაწყვეტილებაზე და ამ ნაწილში საქმე განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.09წ. განჩინებით მ. კ-შვილის, ლ. კ-შვილის, ლ. კ-ძისა და მ. მ-ძის სააპელაციო (შეგებებული) საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 03.10.08წ. გადაწყვეტილება მ. კ-შვილის, ლ. კ-შვილის, ლ. კ-ძისა და მ. მ-ძის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.09წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ-შვილმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ვ. კ-შვილისა და მ. ბ-ძის რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.09წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.