Facebook Twitter

ბს-996-969(კ-10) 3 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართ ლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ხ.-ის წარმომადგენლის _ ნ. მ.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემადგენლობით: თავმჯდომარე, მომხსენებელი ნ. წ.-ე, მოსამართლეები: მ. ვ.-ე, პ. ს.-ე, 2011 წლის 22 თებერვალს ზეპირი მოსმენით განიხილა ნ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ნ. ხ.-ის წარმომადგენელმა – ნ. მ.-მა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება და კასატორის – ნ. ხ.-ის წარმომადგენლის გვარის _ ს.-ის ნაცვლად მ.-ის მითითება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობისა და მისი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ხ.-ის წარმომადგენლის – ნ. მ.-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში კასატორის – ნ. ხ.-ის წარმომადგენლის – ნ. მ.-ის გვარი _ ნაცვლად ს.-ისა მიეთითოს მ.-ი.

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში, კასატორის _ ნ. ხ.-ის წარმომადგენლის _ ნ. მ.-ის გვარის _ მ.-ის ნაცვლად ს.-ის მითითება, სსსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს განჩინებაში დაშვებულ უსწორობას, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური ხასიათის ხარვეზით, გადაწყვეტილება აკრეფილია კომპიუტერის საშუალებით, რა დროსაც არასწორად მიეთითა კასატორის წარმომადგენლის გვარი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული უსწორობა მხარის თხოვნით ექვემდებარება გასწორებას, შესაბამისად საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში კასატორის – ნ. ხ.-ის წარმომადგენლის – ნ. მ.-ის გვარი _ ნაცვლად ს.-ისა მიეთითოს მ.-ი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ხ.-ის წარმომადგენლის _ ნ. მ.-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში, საქმეზე ¹ბს-996-969(კ-10), გასწორდეს დაშვებული უსწორობა და კასატორის – ნ. ხ.-ის წარმომადგენლის – ნ. მ.-ის გვარი _ ნაცვლად ს.-ისა მიეთითოს მ.-ი.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.