Facebook Twitter

ბს-1021-994(კს-10) 9 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ა. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო; 2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების დირექტორი თ. ლ-ია

დავის საგანი _ განცხადება-საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 25 მარტს ა. მ-ძემ სარჩელი აღძრა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების დირექტორის თ. ლ-იას მიმართ და მოითხოვა დისციპლინური ზომების გატარების შესახებ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების (ბაღებისა და ბაგა-ბაღების) გაერთიანების დირექტორის თ. ლ-იას 2010 წლის 26 თებერვლის ¹23, ბაგა-ბაღის აღმზრდელის – ნ. ხ-იას აღმზრდელის თანაშემწედ გადაყვანის შესახებ 2010 წლის 9 მარტის ¹28, ¹... ბაგა-ბაღში აღმზრდელის თანამდებობაზე ა. ქ-იას დანიშვნის თაობაზე 2010 წლის 9 მარტის ¹29 და ¹3 ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწის თანამდებობიდან მ. ხ-ძის გათავისუფლების შესახებ 2010 წლის 9 მარტის ¹30 ბრძანებების გაუქმება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების (ბაღებისა და ბაგა-ბაღების) გაერთიანების ლიკვიდაცია და სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბაღებისა და ბაგა-ბაღების დამოუკიდებლობისა და თვითმმართველობის აღდგენის საკითხის დაყენება სამტრედიის მუნიციპალიტეტის წინაშე (იხ. ს.ფ. 1-12; ტ.I).

ა. მ-ძის სარჩელი არ ცნეს მოპასუხეებმა _ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების (ბაღებისა და ბაგა-ბაღების) გაერთიანების დირექტორმა თ. ლ-იამ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ (იხ. ს.ფ. 104-113; 130-139; ტ.I).

2010 წლის 20 აპრილს მოსარჩელე ა. მ-ძემ მიმართა სასამართლოს და სსსკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღებისა და ბაგა-ბარების) გაერთიანების დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23 ივლისის ¹58 განკარგულებით დამტკიცებული “არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების (ბაღებისა და ბაგა-ბაღების) გაერთიანების წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 12 აპრილის ¹378 ბრძანების არარა აქტად აღიარება; არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების (ბაღებისა და ბაგა-ბაღების) გაერთიანებაში შემავალი ქალაქის ¹... ბაგა-ბაღის ¹... ბაგა-ბაღთან შეერთების (შერწყმის) შესახებ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების (ბაღებისა და ბაგა-ბაღების) გაერთიანების დირექტორის თ. ლ-იას 2010 წლის 13 აპრილის ¹51 ბრძანებისა და ზ. მ-ძის გათავისუფლების შესახებ ბრძანების არარად აღიარება (იხ. ს.ფ. 170-186; ტ.I).

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის საოქმო განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნები - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების (ბაღებისა და ბაგა-ბაღების) გაერთიანების დირექტორის ¹23, 27, 28, 29, 30 ბათილად ცნობის ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად სამოქალაქო წესით განსახილველად და გამოყოფილ საქმეზე სამართალწარმოება შეჩერდა მოცემული ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე (იხ. ს.ფ. 193-199; ტ.I).

2010 წლის 26 აპრილს ა. მ-ძემ სარჩელი წარადგინა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 მაისის ¹58 განკარგულების არარად აღიარება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების (ბაღებისა და ბაგა-ბაღების) გაერთიანების ლიკვიდაცია და ბაღებისა და ბაგა-ბაღებისათვის საჯარო სტატუსის აღდგენა; სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 მაისის ¹421 და 2010 წლის 12 აპრილის ¹376 ბრძანებების განხილვა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 12 აპრილის ¹376 ბრძანების არარად აღიარება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების (ბაღებისა და ბაგა-ბაღების) გაერთიანების დირექტორის 2010 წლის 13 აპრილის ¹51 ბრძანების ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების (ბაღებისა და ბაგა-ბაღების) გაერთიანების დირექტორის სამუშაოდან გათავისუფლება (იხ. ს.ფ. 1-21; ტ.II).

მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ¹58 განკარგულების, ¹421 ბრძანების, ¹376 ბრძანების არარად აღიარება, ¹51 ბრძანების ბათილად ცნობა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების (ბაღებისა და ბაგა-ბაღების) გაერთიანების ლიკვიდაცია და ბაგა-ბაღების დაწესებულების აღდგენა (იხ. ს.ფ. 49; ტ.II).

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის საოქმო განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების (ბაღებისა და ბაგა-ბაღების) გაერთიანების დირექტორის 2010 წლის 13 აპრილის ¹51 ბრძანების ბათიალდ ცნობის ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად სამოქალაქო წესით განსახილველად და გაერთიანდა 2010 წლის 22 აპრილის საოქმო განჩინებით გამოყოფილ სამოქალაქო საქმესთან ერთად განსახილველად (იხ. ს.ფ. 97-100; ტ.II).

მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 2007 წლის 23 ივნისის ¹58 განკარგულების, 2007 წლის 31 მაისის ¹421 ბრძანებისა და 2010 წლის 12 აპრილის ¹376 განკარგულების არარად აღიარება (იხ. ს.ფ. 100; ტ.II).

2010 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ა. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 156-159; ტ.II).

2010 წლის 9 ივნისს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს განცხადება-საჩივრით მიმართა ა. მ-ძემ და მოითხოვა 2010 წლის 13 მაისს განუხილველი მოთხოვნების, ასევე სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეთა შესაგებელზე მის მიერ წარდგენილი პასუხის განხილვა და სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 168-171; ტ.II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინებით ა. მ-ძის სააპელაციო საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 373.1, 374.1, 374.2, 74-ე, 70.1, 396.1, 63-ე, 65-ე, 369-ე მუხლებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლით და უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა ა. მ-ძის წარმომადგენელს გ. ლ-იანს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე 2010 წლის 25 მაისს. სააპელაციო საჩივარი ა. მ-ძემ სამტრედიის რაიონულ სასამართლოში ნაცვლად 2010 წლის 8 ივნისისა შეიტანა 2010 წლის 9 ივნისს, ვადის დარღვევით, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 286-290; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. მ-ძემ.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ა. მ-ძის მიერ სააპელაციო საჩივრის შეუტანლად გადააგზავნა საქმე სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს საქმე უნდა დაებრუნებინა რაიონულ სასამართლოში, ან განცხადება-საჩივრის შესწავლის შემთხვევაში, რომელიც ეხებოდა მოსამართლე გ. თ-შვილის საქმიდან ჩამოცილებასა და სასარჩელო მოთხოვნების განუხილველად დატოვებას, საქმე არსებითი განხილვისათვის უნდა გადაეგზავნა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლომ ა. მ-ძის განცხადება-საჩივარი სამართლებრივი ბუნებით მიიჩნია სააპელაციო საჩივრად სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებაზე.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ა. მ-ძეს სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია, მისი შეტანის პირობებში, სააპელაციო საჩივარი შეტანილი უნდა ყოფილიყო სსსკ-ის 367-ე და 177-ე მუხლებით დადგენილი წესით.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ა. მ-ძის ნაცვლად მითითებულია ა. მ-ძე.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია და არ მოუთხოვია საქმის სააპელაციო წესით განხილვა, რადგან რაიონული სასამართლოს მიერ განუხილველი იყო სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სსსკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, საქმე უნდა გადაგზავნოდა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა რაიონული სასამართლოსათვის გადასაცემად, რაც არ შესრულდა.

კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობის მიერ განცხადება-საჩივრის საფუძველზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების განხილვა და არარად აღიარება და სსსკ-ის 384-385-ე მუხლების შესაბამისად, განცხადების საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნების განხილვა, ან საქმის გადაგზავნა სხვა რაიონული სასამართლოსათვის (იხ. ს.ფ. 319-340; ტ.II).

კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზის შევსების მიზნით მომართა საკასაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ ა. მ-ძე მუშაობდა ქ. სამტრედიის ¹... საბავშვო ბაგა-ბაღის მმართველად. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექციამ 2010 წლის 11 თებერვალს შეამოწმა ¹... ბაგა-ბაღი და ნაკლოვანებების არსებობის მოტივით ა. მ-ძეს გამოუცხადა სასტიკი საყვედური და იგი პირობით იქნა დატოვებული თანამდებობაზე. აღნიშნული გახდა საფუძველი ა. მ-ძის მიერ განცხადება-პროტესტებისა და სარჩელების აღძვრისა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2010 წლის 13 მაისს სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გ. თ-შვილმა განიხილა ა. მ-ძის სარჩელი და მოთხოვნების ნაწილი განიხილა არა არსებითად, მტკიცებულებების, ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი საფუძვლების შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხეთა შესაგებელსა და არასამართლებრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ა. მ-ძემ გაასაჩივრა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში 2010 წლის 14 მაისის განცხადებით, 2010 წლის 3 ივნისს სასამართლოს წარუდგინა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაქარწყლების მოტივები და მტკიცებულებები, ხოლო 2010 წლის 9 ივნისს წარადგინა განცხადება-საჩივარი და მოითხოვა საქმის ადმინისტრაციული განუხილველი ნაწილის არსებითი განხილვა სამოქალაქო ნაწილთან ერთად და სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2010 წლის 25 მაისს, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა დამთავრდა 2010 წლის 8 ივნისს, სსსკ-ის 264.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, შესაბამისად, 2010 წლის 9 ივნისს განცხადება წარდგენილი იყო სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას არ უსარგებლია სსსკ-ის 368-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და არ შეუდგენია სააპელაციო საჩივარი, რის გამოც არ არსებობდა სსსკ-ის 371.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრით საქმის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნის საფუძველი, რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნით ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად დანაშაულებრივ ქმედებას.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მის მიერ წარდგენილი განცხადება-საჩივარი სასამართლოს უნდა განეხილა სსსკ-ის 421-ე მუხლის შესაბამისად და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოება განეახლებინა, რადგან არსებობდა სსსკ-ის 423-ე მუხლით დადგენილი საქმის განახლების წანამძღვრები.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა სამოქალაქო კოდექსის მე-17 და მე-18, სსსკ-ის 364-ე, 367-ე, 368-ე, 371-ე, 373-ე, 374-ე, 421-ე, 423.1 მუხლების მოთხოვნები, რის გამოც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის გადაგზავნა განსჯადი სასამართლოსათვის არსებითად განსახილველად (იხ. ს.ფ. 26-45; ტ.III).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. მ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინება და ა. მ-ძის განცხადება-საჩივარი დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმები, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, დასაბუთებულია კერძო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტები საპროცესო დარღვევების შესახებ, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, კერძოდ, ა. მ-ძის მიერ წარდგენილი განცხადება-საჩივარი სამართლებრივი ბუნებით მიიჩნია სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივრად და იმსჯელა მის დასაშვებობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 364-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს მხარეებს საპროცესო უფლებამოსილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ საპროცესო კანონმდებლობა ადგენს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებს წესს, პირობებს და ვადებს, კერძოდ, სსსკ-ის 367-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში და უნდა პასუხობდეს ამავე კოდექსის 177.2 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ანუ შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და პასუხობდეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ ფორმის ნიმუშს. სსსკ-ის 368-ე მუხლი კი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შინაარს, ანუ სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული, კონკრეტულად რას მოითხოვს აპელანტი, ხოლო თუ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი.

საქმის მასალების თანახმად, ა. მ-ძემ 2010 წლის 9 ივნისს განცხადება-საჩივრით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და არ წარუდგენია მითითებული ნორმების შესაბამისად, შედგენილი სააპელაციო საჩივარი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ წარდგენილი განცხადება-საჩივარი შინაარსობრივად სააპელაციო საჩივარს წარმოადგენდა, რადგან ამგვარი დასკვნის გაკეთების საფუძველს ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მხარისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის გზით უნდა დაევალებინა მოთხოვნის დაზუსტება, რამდენადაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებისა და სასამართლო ინიციატივის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ მოთხოვნის დაზუსტება შესაძლოა შესთავაზოს მხარეს იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა ბუნდოვანი, გაუგებარია და საჭიროებს დაზუსტებას და სააპელაციო საჩივრის შეტანის ნების გამოხატვის პირობებში სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მის დასაშვებობაზე, ხოლო ის გარემოება, რამდენად პერსპექტიული იქნებოდა ამგვარი ნების გამოხატვა იმ პირობებში, როდესაც ა. მ-ძეს გაშვებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა, რაც დასტურდება საქმის მასალებით და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, აღნიშნულზე მხარეს უნდა მოეხდინა თავისი საპროცესო უფლების კვალიფიციური რეალიზაცია.

გარდა მითითებულისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული დასკვნის გაკეთებისას უნდა გაეთვალისწინებია სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის თანახმად, მხარეები თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (სააპელაციო, საკასაციო საჩივრების) შეტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს, მოპასუხე მხარეს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

დისპოზიციურობის პრინციპი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია საპროცესო სამართალში, რაც ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო შეზღუდულია დისპოზიციურობის პრინციპით, რის გამოც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობთ გათვალისწინებული და მხარეთა გარანტირებული შესაძლებლობა, თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მხარეთა თავისუფალი ნება, დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით სარჩელი აღძრან სასამართლოში, მიუთითონ მოპასუხე, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სასარჩელო მოთხოვნაზე, გაასაჩივრონ სასამართლოს ესა თუ ის აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. მ-ძის განცხადება-საჩივარი დასაშვებობის სტადიიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მითითებულ გარემოებებზე, მოსთხოვოს მხარეს განცხადება-საჩივრის საგნის დაზუსტება და აღნიშნულის შედეგად განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება კანონით დადგენილი სათანადო საპროცესო დოკუმენტის შეტანის გზით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორი თავად ადასტურებს, რომ მას სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია სააპელაციო სასამართლოში და სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება, ხოლო ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ “ხარვეზის პასუხში” კერძო საჩივრის ავტორი უთითებს სსსკ-ის 421-ე მუხლზე და კანონიერ ძალაში შესული სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინება და ა. მ-ძის განცხადება-საჩივარი დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.