ბს-1060-1018 (კს-09) 16 მარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შს სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ განცხადების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 26 იანვარს მ. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს მიმართ, რომლითაც 2005 წლის 7 ივლისის ¹27 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს 2005 წლის 7 ივლისის ¹27 პ/შ ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმიონისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ-ძისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება მ. გ-ძისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და მ. გ-ძის სარჩელი ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს დაევალა მ. გ-ძისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ. გ-ძემ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. ამავე პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით მ. გ-ძეს უარი ეთქვა საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებაზე მ. გ-ძის განცხადების საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ 2007 წლის 26 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მ. გ-ძის განცხადების საფუძველზე საქალაქო სასამართლოს მიერ 2007 წლის 16 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2007 წლის 28 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირმა _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2009 წლის 8 აპრილს განცხადებით მიმართა მ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოვალის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს უფლებამონაცვლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივნისის განჩინებით მ. გ-ძეს უარი ეთქვა განცხადების მიღებაზე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 8 აპრილს, მ. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს უფლებამონაცვლედ ცნობა. საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის განჩინებით მითითებული სასარჩელო განცხადება წარმოებაში იქნა მიღებული და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მეხლის მე-2 ნაწილსა და ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ სახეზე იყო ისეთი შემთხვევა, როცა ორ სასამართლოში შეტანილი იყო განცხადება, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ვინაიდან არსებობდა ორი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ერთი _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 იანვრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებები, მათზე შესაბამისი სასამართლოს მიერ ცალ-ცალკე გაიცა ორი სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო წარმოებისას გაირკვა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები ვერ აღსრულებოდნენ, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება წარმოადგენდა არა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს არამედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილებას. ორივე სააღსრულებო ფურცელი მ. გ-ძეს დაუბრუნდა შეუსრულებელი სახით.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მან განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე და ითხოვდა 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, რათა მომხდარიყო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. მანვე ანალოგიური მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც წარადგინა სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება, სააპელაციო პალატის მიერ განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მითითებას და განმარტავს, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ განაცხადა უარი განცხადების მიღებაზე, ვინაიდან მისი მოთხოვნა, ერთ შემთხვევაში, წარმოადგენდა სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, ხოლო მეორე შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოვალის უფლებამონაცვლის შეცვლას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მ. გ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე პალატის 2009 წლის 2 ნოემბრის განჩინებით დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს 2005 წლის 7 ივლისის ¹27 პ/შ ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო საჩივრების განხილვის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ-ძისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება მ. გ-ძესათვის იძულებით განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და მ. გ-ძის სარჩელი ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს დაევალა მ. გ-ძისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებაზე 2007 წლის 16 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მოვალედ მითითებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველო. ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებაზე 2007 წლის 26 ივლისს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მოვალედ მითითებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹41/33-2-2853 წერილით აღმასრულებელს ეცნობა, რომ ვინაიდან სამმართველო არ წარმოადგენდა იურიდიულად და ფინანსურად დამოუკიდებელ ორგანიზაციას, მოკლებული იყო შესაძლებლობას აღესრულებინა სასამართლო გადაწყვეტილება როგორც ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ასევე განაცდურის ანაზღაურების თაობაზე (ტ. II, ს.ფ. 12). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოსადმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2008 წლის 25 იანვრის ¹01/32 წერილით დგინდება, რომ ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო ორი _ სააპელაციო პალატის მიერ 2007 წლის 26 ივლისს გაცემული ¹3ბ/1954-06 და საქალაქო კოლეგიის მიერ 2007 წლის 16 აგვისტოს გაცემული ¹3/1051-06 სააღსრულებო ფურცელი. აღმასრულებელი ითხოვდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, წერილობით ეცნობებინა იმ დროისათვის თუ ვის კომპეტენციაში შედიოდა აღნიშნული სააღსრულებო ფურცლების მოთხოვნათა შესრულება (ტ. II, 16-17). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს 2008 წლის 22 თებერვლის წერილით აღმასრულებელს მისივე 2008 წლის 25 იანვრის ¹01/32 წერილის საფუძველზე ეცნობა, რომ მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ისე დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომ არ გარკვეულა ჰქონდა თუ არა მას აქტის გამოცემის უფლება, რაც შეუძლებელს ხდიდა გადაწყვეტილების (სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნათა) აღსრულებას ტრანსპორტის ობიექტების დავის სამმართველოს მიერ. რაც შეეხება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას (ასევე ფინანსური საკითხების გადაწყვეტას), აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენდა სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილებას (ტ. II, ს.ფ. 19).
დადგენილია, რომ 2008 წლის 13 ნოემბერს მ. გ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს უფლებამონაცვლის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ. ამავე კოლეგიის 2008 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინებით მ. გ-ძის განცხადება დარჩა განუხილველად განცხადების გამოხმობის მოტივით (ტ. I, ს.ფ. 346-348). საქმეზე წარმოდგენილი მასალებით ასევე დგინდება, რომ მ. გ-ძემ 2009 წლის 8 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა. აღნიშნული სარჩელით დგინდება, რომ მ. გ-ძე ითხოვს ამავე კოლეგიის 2006 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილი მოვალე პირის უფლებამონაცვლის მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 მაისის განჩინებით მ. გ-ძის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში (ტ. II, ს.ფ. 27-38, 41). 2009 წლის 8 აპრილს მ. გ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოვალის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს უფლებამონაცვლის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ცნობის მოთხოვნით (ტ. II, ს.ფ. 2-4). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივნისის განჩინებით მ. გ-ძეს უარი ეთქვა განცხადების მიღებაზე (ტ. II, ს.ფ. 42-46).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვლისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას. სააპელაციო პალატა დაეყრდნო, რა აღნიშნულ ნორმას განცხადების უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს (ამ შემთხვევაში განცხადებას) თუ ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული სარჩელი და სააპელაციო პალატისადმი წარდგენილი განცხადება, მათი ელემენტებით წარმოადგენდა ერთსა და იმავე დავას, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარის მიერ ორი სასამართლოსადმი წარდგენილ მოთხოვნათა იგივეობის დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათი საგნისა და საფუძვლის იგივეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც მოთხოვნის შინაარსი _ მოვალის უფლებამონაცვლის დადგენა, ისე მოთხოვნის საფუძველი ე.ი. ფაქტები, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ მოთხოვნას უნდა იყვნენ იდენტური. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის სხვადასხვაობა გამორიცხავს სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის გამოყენების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 იანვრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ექვემდებარებიან აღსრულებას. შესაბამისად, თითოეულზე გადაწყვეტილებების გამომტანი სასამართლოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცლები, რომლებიც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ცალ-ცალკე წარმოადგენენ სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველს. სააღსრულებო წარმოება წარიმართა ორივე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, მაგრამ აღსრულება ვერ მოხერხდა. აღსრულების პროცესში ორივე გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საჭირო გახდა მოვალის უფლებამონაცვლის დადგენა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა ეს არის მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზედაც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. უფლებამონაცვლეობა დაიშვება პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, მათ შორის, პროცესის დასრულების შემდეგაც, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. ამდენად, თითოეული გადაწყვეტილების აღსრულებამდე დასაშვებია მოვალის უფლებამონაცვლის დადგენა. ამასთან, უფლებამონაცვლეობის დადგენის წესი განსაზღვრულია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლით, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ, ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტების საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა სარჩელი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა შეიტანოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს იმ შემთხვევას როდესაც უფლებამონაცვლეობა ნათელია და ასევე შემთხვევას, რომლის დროსაც უფლებამონაცვლეობის დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ შედგენილი დოკუმენტით. ორივე შემთხვევა გულისხმობს განსხვავებული სამართალწარმოების წესს, პირველ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობის დადგენა შესაძლებელია განცხადების საფუძველზე იმავე სამართალწარმოების გაგრძელებით, ხოლო მეორე შემთხვევა გულისხმობს ცალკე სამართალწარმოების დაწყებას სასარჩელო განცხადების საფუძველზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის წესს, რაც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს მეშვეობით “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონით გათვალისწინებული აღსრულების პროცესში წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტისა და ამ პროცესის სწორად წარმართვის მიზნით. ამდენად, ერთ-ერთი სასამართლოს მიერ მისსავე გადაწყვეტილებაზე მოვალის უფლებამონაცვლის დადგენა, ქმნის შესაძლებელობას გაიცეს ახალი სააღსრულებო ფურცელი მხოლოდ ამ გადაწყვეტილებაზე ახლად დადგენილი მოვალის მიმართ. აღნიშნული ვერ გახდება სხვა სასამართლოს (ზემდგომი სასამართლოს) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დადგენილი მოპასუხე პირის (მოვალის), თუნდაც იმავე სარჩელის ფარგლებში, უფლებამონაცვლეობის ავტომატურად დადგენისა და მის მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. გ-ძის მიერ არჩეული საპროცესო ფორმის მართებულობისა და მისი საფუძვლიანობის დადგენა წარმოადგენს განცხადების არსებითად განხილვის საგანს. კერძო საჩივრის განხილვის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, სწორად იქნა თუ არა გამოყენებული სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი. როგორც ზემოთ აღინიშნა თითოეული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისას წამოჭრილი საკითხის განხილვა უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს მიერ სწორი საპროცესო ფორმით. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. გ-ძის თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა ორი სხვადასხვა გადაწყვეტილებით, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარმოადგენენ იძულებით აღსრულებას დაქვემდებარებულ გადაწყვეტილებებს, თავისთავად ქმნის მ. გ-ძის მიერ სხვადასხვა სასამართლოსადმი დაყენებული მოთხოვნების განსხვავებულ საფუძველს, რაც გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე განცხადების მიღებაზე უარის თქმას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. გ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივნისის განჩინება და საქმე განცხადების მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. გ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივნისის განჩინება და საქმე განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.