ბს-1189-1135(კს-09) 21 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს “...”
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 29Aაპრილს შპს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2007 წლის 30 ნოემბრის ¹ს/დ-724 საგადასახადო მოთხოვნის და ამ აქტით დარიცხული ძირითადი თანხისა და საურავის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს მიერ 2007 წლის 21 სექტემბერს მიღებული აქტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2007 წლის 21 ნოემბრის ¹ს/დ-724 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 29 იანვრის ¹116 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 15 აპრილის ¹05-04/3603 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, მან მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2007 წლის 21 ნოემბრის ¹ს/დ-724 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2007 წლის 30 ნოემბრის ¹ს/დ-724 საგადასახადო მოთხოვნის ¹ს/დ-724-ფ მოგებისა და Dდღგ-ს გადასახადის და მასზე დარიცხული ჯარიმის ნაწილში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 29 იანვრის ¹116 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 15 აპრილის ¹05-04/3603 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩამბულ იქნენ შპს “...”, შპს “...” და შპს “...”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შპს “...” მოთხოვნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ისნპექციის) 2007 წლის 21 ნოემბრის ბრძანების ¹ს/დ-724, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2007 წლის 30 ნოემბრის საგადასახადო მოთხოვნის ¹ს/დ-724 მოგებისა და დღგ-ს გადასახადის და მასზე დარიცხული ჯარიმის ნაწილში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 29 იანვრის ბრძანების ¹116 და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების ¹05-04/3603 დღგ-სა და მოგების გადასახადის ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. აპელანტმა ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იშუამდგომლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ¹ქ/549 ბრძანებით დასტურდებოდა, რომ საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორებს დაევალათ შპს “...” ქონების დაყადაღება, მაგრამ გაურკვეველი იყო განხორციელდა თუ არა აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ქონების დაყადაღება. სააპელაციო სასამართლომ ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ უტყუარ მტკიცებულებად არ მიიჩნია ასევე სააპელაციო საჩივარზე დართული სს “...” ცნობა, ვინაიდან მხოლოდ სს “...” არსებული ანგარიშის შესახებ მონაცემი სრულად ვერ ასახავდა აპელანტის ქონებრივ მდგომარეობას.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს “...” დაევალა ხარვეზის შევსების მიზნით წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 7 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სააპელაციო საჩივრის და თანდართული მასალების იმ რაოდენობის ასლი, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში.
2009 წლის 3 ივლისს შპს “...” წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და განმარტეს, რომ მათ მიერ ნაწილობრივ იქნა შევსებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. მხარემ სასამართლოში წარადგინა სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის განხილვისას სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნა შპს “...” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მინდია ქაშიბაძის მიერ, როგორც ფიზიკური პირის პირადი სახსრებიდან. აპელანტი მხარის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი საგადასახადო ინსპექციის მიერ 2009 წლის 24 ივნისს გაცემული ცნობა ¹4501/02-03 შპს “...” მომსახურე ბანკების შესახებ, ასევე ცნობები სს “...” , სს “...”, სს “...”, საიდანაც, მხარის მოსაზრებით, უტყუარად დასტურდებოდა, რომ საზოგადოების ყველა საბანკო ანგარიშზე განხორციელებულია ინკასო, ხოლო საზოგადოების ქონების დაყადაღება ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან შპს “...” არ გააჩნდა ქონებრივი აქტივები.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, აპელანტმა ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობა მიჩნეული ყოფილიყო დასაბუთებულად, ხოლო დადგენილი ხარვეზი _ გამოსწორებულად.
ამასთან, მხარემ მოითხოვა საბანკო დაწესებულებებიდან მოპოვებული დამატებითი ინფორმაციის წარმოსადგენად, ასევე სასამართლოს შეხედულებისამებრ დამატებითი დავალებების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლეოდნენ უტყუარ ცნობებს მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. ამასთან, სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია საპროცესო ვადის გაგრძელება, რადგან აპელანტის მიერ მითითებული ცნობები, როგორც მოსაზრებები, არსებით გავლენას ვერ მოახდენდა სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხის გადაწყვეტისას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი საბანკო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ცნობა ვერ ასახავდა საწარმოს რეალურ ფინანსურ მდგომარეობას, ამიტომ მხარის განმარტებით, მან დამატებით წარადგინა ცნობა თბილისის საგადასახადო ინსპექციიდან მომსახურე ბანკების შესახებ, თავის მხრივ კი, მითითებულმა ბანკებმა გასცეს ცნობები, რომ საწარმოს ანგარიშებზე განხორციელებული იყო საინკასო დავალება.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა, როგორც ერთ-ერთი უტყუარი მტკიცებულება საწარმოს რთული ფინანსური მდგომარეობის ამსახველი 2008 წლის 26 ნოემბრის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ¹ქ/549 ბრძანება ქონების დაყადაღების შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას როგორც მეწარმეს მოესპო შესაძლებლობა არსებითად განხილულიყო მისი სარჩელი, სააპელაციო საჩივარი საქართველოს საერთო სასამართლოში ესარგებლა უფლებით, რასაც თავისუფალი სასამართლო ჰქვია და მიეღწია კანონიერი სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებისათვის.
შპს “...” გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის გადაგზავნა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ნოემბრის განჩინებით შპს “...” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც შპს “...” დაევალა ხარვეზის შევსების მიზნით წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 7 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სააპელაციო საჩივრისა და თანდართული მასალების იმ რაოდენობის ასლი, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში.
2009 წლის 3 ივლისს შპს “...” წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს. მხარემ განმარტა, რომ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობას ასაბუთებდა. აპელანტმა ასევე სასამართლოს დამატებითი დავალებების არსებობის შემთხვევაში საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე იშუამდგომლა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მხარის შუამდგომლობა, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული. სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელების, ან ასეთ გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს აპელანტი მხარის საპროცესო უფლებას, შეიტყოს სააპელაციო საჩივრის არსებული ხარვეზის თაობაზე და შეავსოს იგი, ხოლო სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, აცნობოს აპელანტს აღნიშნული ხარვეზის თაობაზე და დაუნიშნოს მას ვადა ხარვეზის შესავსებად. თუკი ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი შეიცავს ხარვეზის მიცემის ახალ საფუძველს, ასეთ შემთხვევაში ხარვეზის შესავსებად დანიშნული საპროცესო ვადა ექვემდებარება გაგრძელებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო შესაძლებლობის მიუცემლად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება 368-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “...” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.