Facebook Twitter

ბს-1303-1267(2კს-10) 21 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზ. ბ-შვილის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.10წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ბ-შვილმა 05.03.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის, მესამე პირების სს “...” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც თანხის გადახდის დავალება ან 2007 წლის 3 მარტიდან მოპასუხის განკარგულებაში გადასული სს “...” უძრავი ქონების: ... ... საამქროს, მთავარი საწარმოო კორპუსის, ეზოს შემორაგვის და შემორაგული მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში ნატურით გადაცემა მოითხოვა.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 16.03.10წ. განჩინებით ზ. ბ-შვილის სარჩელი განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.07.10წ. გადაწყვეტილებით ზ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-შვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.09.10წ. განჩინებით აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან და განემარტა, რომ, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, კერძოდ არ წარადგენდა სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.09.10წ. განჩინება 16.09.10წ. კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ბ-შვილმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება, მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და არსებითად განხილვა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.10წ. განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. ბ-შვილის 16.09.10წ. კერძო საჩივარი შინაარსობრივად მოიცავდა მითითებას და პრეტენზიას სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე, ამიტომ იგი განიხილა, როგორც განცხადება – საჩივარი ხარვეზის აღმოფხვრასთან დაკავშირებით და ზ. ბ-შვილს გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა, რომლის შესავსებად განუსაზღვრა 10 დღე ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, კერძოდ, არ წარადგენდა სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვებოდა.

ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.10წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ბ-შვილმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება, მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და არსებითად განხილვა მოთხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ბ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ზ. ბ-შვილის მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებულია ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.10წ. განჩინება, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს _ ზ. ბ-შვილს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად არ გააჩნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.10წ. განჩინების გასაჩივრების პროცესუალური შესაძლებლობა, რის გამოც მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 414-ე, 420-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ბ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.10წ. განჩინებაზე, დაუშვებლობის გამო, დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.