კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1368-1332 (კს-10) 31 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეამოწმა ლ. შ-შვილის და სხვათა (სულ 33 პირი) კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.04.08 წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების _ თ. ს-ძის, მ. მ-ძის, მ. ბ-ძის, ლ. შ-შვილის, დ. ღ-ძე-ბ-შვილის, გ. ჟ-ძის, ლ. გ-შვილის, ე. დ-შვილის, ნ. ლ-შვილის, ნ. ს-ძის, მ. გ-შვილი-ქ-ძის, მ. მ-კოს, ე. ც-შვილის, ლ. გ-შვილის, მ. მ-ელის, მ. მ-ძე-თ-შვილის, ნ. ა-შვილის, ხ. I-ძის, მ. ყ-შვილის ლ. ხ-შვილი-ნ-შვილის, გ. მ-ელის, ზ. ა-შვილის, ს. ს-ძის, ი. ჯ-შვილის, ნ. ი-ძის, ლ. მ-ძის, ნ. ს-ძის, მ. მ-ძის, ს. ჩ-შვილი-ბ-ძის, ლ. გ-ურის, ა. გ-ძის, ლ. ს-ერი-ა-შვილის, ა. გ-ოვის, მ. ვ-იანის, ლ. მ-ძისა და ნ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელეებს (სულ 36 პირი) უარი ეთქვათ სანივთე ქონების კომპენსაციისა და ერთდროული გასასვლელი დახმარების ანაზღაურების მოპასუხე _ საქართველოს შსს საზღვრის დაცვის პოლიციისათვის დაკისრებაზე.
23.12.09 წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართეს თ. ს-ძემ. მ. მ-ძემ და მ. ბ-ძემ, რომელთაც აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ვადის აღდგენა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.10 წ. განჩინებით თ. ს-ძის, მ. მ-ძისა და მ. ბ-ძის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ლ. დ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.10წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით ლ. დ-ძეს კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, ვინაიდან კერძო საჩივარი იყო ხელმოუწერელი, ასევე მასში მითითებული არ იყო კერძო საჩივრის წარმომდგენი საქმეში მონაწილე მხარეები. ლ. დ-ძეს ასევე დაევალა ადვოკატი მოწმობის ასლის წარმოდგენა.
ლ. დ-ძემ 24.12.10 წ. წარმოადგინა დაზუსტებული კერძო საჩივარი, რომელიც შედგენილია მოსარჩელეების თ. ს-ძის, მ. მ-ძის, მ. ბ-ძისა და სხვათა წარმომადგენლის ლ. დ-ძის მიერ. მანვე განმარტა, რომ იგი არ არის ადვოკატი. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვის ყველა მოსარჩელის მიერ გაცემული რწმუნებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.10 წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით ლ. ს-შვილის და სხვათა (სულ 33 პირი) ნაწილში დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 23.12.09 წ. განცხადება საპროცესო ვადის აღდგენაზე წარდგენილი იყო მხოლოდ სამი მოსარჩელის _ თ. ს-ძის, მ. მ-ძისა და მ. ბ-ძის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.10 წ. განჩინებით განხილულ იქნა მხოლოდ ამ სამი პირის განცხადება და მათ უარი ეთქვათ საპროცესო ვადის აღდგენაზე. ამდენად, სადავო განჩინება არ არის გამოტანილი ლ. ს-შვილის, დ. ღ-ძე-ბ-შვილის, გ. ჯ-ძის, ლ. გ-შვილის, ე. ყ-შვილის, ნ. ლ-შვილის, ნ. ს-ძის, მ. გ-შვილი-ქ-ძის, მ. მ-კოს, ე. ც-შვილის, ლ. გ-შვილის, მ. მ-ელის, მ. მ-ძე-თ-შვილის, ნ. ა-შვილის, ხ. I-ძის, მ. ყ-შვილის ლ. ხ-შვილი-ნ-შვილის, გ. მ-ელის, ზ. A-შვილის, ს. ს-ძის, ი. ჟ-შვილის, ნ. ი-ძის, ლ. მ-ძის, ნ. ს-ძის, მ. მ-ძის, ს. ჩ-შვილი-ბ-ძის, ლ. გ-ურის, ა. გ-ძის, ლ. ს-ერი-ა-შვილის, ა. გ-ოვის, მ. ვ-იანის, ლ. მ-ძისა და ნ. აბ-ძის მიმართ და აღნიშნული განჩინება მათ უშუალოდ არ ეხებათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.10 წ. განჩინებაზე ლ. ს-შვილის და სხვათა (სულ 33 პირი) ნაწილში განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 417-ე, 420-ე, 291-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.10 წ. განჩინებაზე ლ. ს-შვილის, დ. ღ-ძე-ბ-შვილის, გ. ჯ-ძის, ლ. გ-შვილის, ე. ყ-შვილის, ნ. ლ-შვილის, ნ. ს-ძის, მ. გ-შვილი-ქ-ძის, მ. მ-კოს, ე. ც-შვილის, ლ. გ-შვილის, მ. მ-ელის, მ. მ-ძე-თ-შვილის, ნ. ა-შვილის, ხ. I-ძის, მ. ყ-შვილის ლ. ხ-შვილი-ნ-შვილის, გ. მ-ელის, ზ. A-შვილის, ს. ს-ძის, ი. ჯ-შვილის, ნ. ი-ძის, ლ. მ-ძის, ნ. ს-ძის, მ. მ-ძის, ს. ჩ-შვილი-ბ-ძის, ლ. გ-ურის, ა. გ-ძის, ლ. ს-ერი-ა-შვილის, ა. გ-ოვის, მ. ვ-იანის, ლ. მ-ძისა და ნ. ა-ძის ნაწილში დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.