Facebook Twitter

ბს-1512-1474(კს-10) 7 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. რ-იანი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ საქართველოს პარლამენტი

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აგვისტოს განჩინება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. რ-იანმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს პარლამენტის მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე /იხ.ს.ფ. 1-10/.

მოპასუხე საქართველოს პარლამენტმა შესაგებლით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მ. რ-იანის სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 18-25).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით მ. რ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ.ს.ფ. 31-37/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-იანის წარმომადგენელმა და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. რ-იანის სარჩელის დაკმაყოფილება (იხ.ს.ფ. 44-53).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მ. რ-იანის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლის შესაბამისად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

სააპელაციო პალატის განმარტებით, გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან/და მის წარმომადგენელს (ერთ-ერთ მათგანს) ჩაბარდა სასამართლო აქტი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 60.1. მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო ამავე კოდექსის 61.3. მუხლით საპროცესო მოქმედება შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2. მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყებოდა 2010 წლის 7 ივლისს და ამავე კოდექსის 61.3. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დასრულდებოდა 2010 წლის 21 ივლისს ოცდაოთხ საათზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მიერ გაშვებულ იქნა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, რომელიც ზემოთ მითითებულ ნორმათა იმპერატიული დანაწესის თანახმად, არის აღმკვეთი ხასიათის და მისი გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება (იხ. ს.ფ.56-59.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. რ-იანმა, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აგვისტოს განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და მიუთითა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 და 61.3 მუხლებზე, რომ სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდენის კანონით დადგენილი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 7 ივლისიდან და დასრულებულიყო 2010 წლის 21 ივლისის 24 საათზე.

საქართველოს ადმინისტრაცული კოდექსის 13.2 მუხლის მიხედვით ,,წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი სადავოდ არ ხდის გადაწყვეტილების გაგზავნას მისთვის და მისი წარმომადგენლისათვის, მაგრამ აღნიშნული მუხლი არ მიუთითებს, რომ ვადის ათვლა უნდა დაიწყოს პირველად რომელიმე ამ პირისათვის დოკუმენტის გადაცემის დღიდან. მითითებული ნორმა მხოლოდ გაგზავნის ფაქტს ეხება, რაც შეეხება ვადის ათვლის დაწყებას, მას განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, ამ ვადის ათვლა იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, ანუ კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების დღიდან /იხ. ს.ფ.67-68/

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით წარმოდგენილი მასალების, კერძო საჩივრის მოტივების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. რ-იანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 აგვისტოს განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სასამართლომ სწორად განმარტა კანონი; საპროცესო ნორმები არ დარღვეულა; სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.

საქმის მასალების მიხედვით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. რ-იანის წარმომადგენელს გაეგზავნა 2010 წლის 29 ივნისს და 2010 წლის 7 ივლისს ჩაბარდა ადვოკატს ( იხ. ს.ფ. 38-41), ხოლო თავად მ. რ-იანს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა 2010 წლის 8 ივლისს და ჩაბარდა 18 ივლისს (იხ. ს.ფ. 42-43), სააპელაციო საჩივარი კი მ. რ-იანის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2010 წლის 23 ივლისს (იხ. ს.ფ. 44).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სხვა სასამართლო აქტების ასლები მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს გადაეცემათ მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური უმრავლესობა სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც კანონმდებელი სსსკ-ის 369.1. მუხლი სწორედ მითითებულ წესთან აიგივებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.

სსსკ-ის 71-ე მუხლის შესაბამისად, უწყება ჩასაბარებელ პირს უნდა ჩაჰბარდეს მხარის მიერ მითითებულ მისამართზე. თუ მოქალაქე არ ცხოვრობს ამ მისამართზე, უწყება გაიგზავნება ალტერნატიული მისამართის ან მისი სამუშაო ადგილის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლოს კოლგიური უმრავლესობა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დენა იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოს აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი კი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, რომელიც ექვემდებარება იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გაუგზავნოს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, მ. რ-იანის წარმომადგენელს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაბარდა ადვოკატ ნ. რ-შვილს 2010 წლის 7 ივლისს, შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უკავშირდება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაგზავნის კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას. ანუ ვადის დენა დაიწყება, თუ მხარეს გაგზავნილი გადაწყვეტილებით (განჩინებით, ბრძანებით, დადგენილებით) სწორად განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. რ-იანის წარმომადგენელს ჩაბარდა 2010 წლის 7 ივლისს /იხ.ს.ფ. 41/ სააპელაციო საჩივარი კი წარმომადგენლის მიერ შეტანილია 2010 წლის 23 ივლისს, სსსკ-ის 369.1. მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რამდენადაც სსსკ-ის 60.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო წარმომადგენლისათვის დალიდა თათეშვილის ჩაბარების დღიდან.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სასკ-ის 13.2 მუხლი ეხება მხოლოდ გაგზავნის ფაქტს, ხოლო ვადის ათვლა უნდა მოხდეს სსსკ-ის 369-ე მუხლით დადგენილი წესით, რომლის შესაბამისად, ვადის ათვლა იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის განმარტებით, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა სასკ-ის 13.2 მუხლის შესაბამისად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგაზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად და შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში ვადის ათვლა უნდა დაიწყოს წარმომადგენლისათვის ჩაბარების დღიდან, ვინიადან გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან/და მის წარმომადგენელს (ერთ-ერთ მათგანს) ჩაბარდა სასამართლო აქტი, კონკრეტულ შემთხვევაში კი, წარმომადგენელს ჩაბარდა 2010 წლის 7 ივლისს, ხოლო მხარეს მ. რ-იანს – 2010 წლის 18 ივლისს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გაასაჩივროს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მ. ღ-იანის წარმომადგენლის დ. თ-შვილის მიერ უგულებელყოფილია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მ. რ-იანის წარმომადგენელ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური უმრავლესობამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 247.2-ე, 390-ე, 399-ე, 396-ე, 414-419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. რ-იანის წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

მოსამართლის ნათია წკეპლაძის

გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ი ა ზ რ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა საკასაციო პალატამ 2010 წლის 7 დეკემბერს განიხილა მ. რ-იანის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აგვისტოს განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული განჩინების გამოტანისას ვიხელმძღვანელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 27-ე და 243-ე მუხლებით მინიჭებული უფლებით - არ ვეთანხმები კოლეგიური სასამართლოს უმრავლესობას და ვრჩები განსხვავებულ აზრზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით დასტურდება მ. რ-იანის წარმომადგენელს სახელზე გაგზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 2010 წლის 7 ივლისს ჩაბარდა ადვოკატ ვინმე ნ. რ-შვილს, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება მხარეს (მოსარჩელეს) – მ. რ-იანს გაეგზავნა 2010 წლის 8 ივლისს და ჩაბარდა 2010 წლის 18 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი კი სააპელაციო სასამართლოში მ. რ-იანის წარმომადგენლის მიერ შეტანილ იქნა 2010 წლის 23 ივლისს, ანუ სააპელაციო საჩივრის გასაჩივრებისათვის საპროცესო კანონმდებლობით დადაგენილ 14 დღის ვადაში.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით 2010 წლის 7 დეკემბერის განჩინებით მ. რ-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინება.

მოცემული დავის გადაწყვეტისას საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის 13.2, სსსკ-ის 71-ე, 74.1 და 396.1 მუხლებით, მიმაჩნია, რომ ადგილი აქვს სსსკ-ის 393.2 მუხლის ,,გ” პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, რომელიც ექვემდებარება იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გაუგზავნოს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო ხოლო მხარისათვის გაგაზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

სსსკ-ის 71-ე მუხლის შესაბამისად, უწყება ჩასაბარებელ პირს უნდა ჩაჰბარდეს მხარის მიერ მითითებულ მისამართზე. თუ მოქალაქე არ ცხოვრობს ამ მისამართზე, უწყება გაიგზავნება ალტერნატიული მისამართის ან მისი სამუშაო ადგილის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

არ ვიზიარებ კოლეგიური უმრავლესობის მსჯელობას, რომ მ. რ-იანის წარმომადგენელს, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ადვოკატ ნ. რ- შვილს, აღნიშნული ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მიჩნეულ უნდა იქნეს სამუშაო ადგილზე ჩაბარებად და ამიტომ სააპელაციო საჩივრის გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს 2010 წლის 7 ივლისიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის დანაწესი გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ დასაბუთებული განჩინების (გადაწყვეტილების) მხარისათვის სამუშაო ადგილის მიხედვით გადაცემის მომენტად ითვლება ამ განჩინების (გადაწყვეტილების) დამოწმებული ასლის გადაცემა სამუშაო ადგილის ადმინისტრაციისათვის, რომელც დამოწმებული უნდა იყოს ადმინისტრაციის ბეჭდით სათანადო წესით.

კონკრეტულ შემთხვევაში, კი, როგორც საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათიდან ირკვევა მ. რ-იანის წარმომადგენლის სახელზე გაგზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 2010 წლის 7 ივლისს ჩაბარდა ადვოკატ ვინმე ნ. რ-შვილს /იხ. ს.ფ. 41/, რომელიც იყო იმ ადვოკატურის რიგითი თანამშრომელი სდაც მუშაობდა მ. რ-იანის წარმომადგენელი, აღნიშნულ გზავნილს არ ჰქონდა ადვოკატურის ადმინისტრაციის ბეჭედი ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, რის გამოც მიმაჩნია, რომ ნ. რ-შვილ ისათვის ჩაბარება არ შეიძლება ჩაითვალოს მ. რ-იანის წარმომადგენელის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციისათვის ჩაბარებად და სააპელაციო საჩივრის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს 2010 წლის 7 ივლისადან.

სსსკ-ის 369.1. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც კანონმდებელი სსსკ-ის 369.1. მუხლი სწორედ მითითებულ წესთან აიგივებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.

სსსკ-ის 73-ე მუხლის 11-ლი პუნქტის შესაბამისად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობ სხვა მისამართზე.

მიმაჩნია, რომ სწორედ ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომიდნარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას შემდეგ რაც მიიღო მ. რ-იანის წარმომადგენელის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ, 2010 წლის 8 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მართებულად გაუგზავნა თვითონ მხარეს (მოსარჩელეს) მ. რ-იანს, რომელსაც ჩაბარდა 2010 წლის 18 ივლისს და სწორედ 2010 წლის 18 იბლისაიდან უნდა მოხდეს სსსკ-ის 396.1 მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის გასაჩივრების ვადის ათვლა.