Facebook Twitter

ბს-1655-1583(კს-09) 17 მარტი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,...”

მოწინააღმდეგე მხარეები –1.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

2.ახალციხის რეგიონალური ცენტრი(საგადასახადო ინსპექცია)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 2 დეკემბერს შპს ,,..” დირექტორმა რ. ს-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შEმოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის 25 ნოემბრის ¹10/11567 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ახალი კანონშესაბამისი აქტის მიღების დავალდებულება.

2009 წლის 5 იანვარს შპს ,,...” დირექტორმა რ. ს-შვილმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ და მოითხოვა ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ 2008 წლის 30 აგვისტოს გამოცემული ¹367 და ¹368 საგადასახადო მოთხოვნების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 25 ნოემბრის ¹10/11567 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე მოითხოვა ახალციხის რეგიონალური ცენტრის მიერ 2008 წლის 1 დეკემბერს შპს ,,...” უძრავი ქონების დაყადაღების შესახებ მიღებული ¹2330 ბრძანების გაუქმება და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ან ახალციხის რეგიონალური ცენტრისათვის აქტის გამოცემის დავალდებულება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მარტის განჩინებით შპს ,,...” სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან უფლებამოსილი ორგანოსათვის აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ არ იქნა წარმოებაში მიღებული.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...” დირექტორმა- რ. ს...შვილმა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2009 წლის 6 მარტს მიღებული განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის განჩინებით შპს ,,...” დირექტორის რ. ს-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მარტის განჩინება.

2009 წლის 2 ივნისს შპს ,,...” დირექტორმა რ. ს-შვილმა განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 25 ნოემბრის ¹10/11567 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში და ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასაახდო ინსპექციის) დავალდებულება შეასრულოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიერ ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარება და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის განჩინებით განმცხადებელ შპს ,,...” დირექტორს რ. ს-შვილს განცხადების მიღებაზე უარი ეთქვა.

2009 წლის 8 ივნისს შპს ,,...” დირექტორმა რ. ს-შვილმა საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის განჩინების გადასინჯვა და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ ის არ ყოფილა მიწვეული სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვის დროს და არ მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის განჩინებით შპს ,,...” დირექტორის რ. ს-შვილის განცხადება არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის განჩინება.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,..” დირექტორმა რ. ს-შვილმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის განჩინება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გამოკვლევის გარეშე, სააპელაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივარი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე და შეტყობინება სასამართლო სხდომის თარიღის თაობაზე არ ყოფილა ჩაბარებული, რითაც დაირღვა კანონის მოთხოვნები, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის “თ” პუნქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...” წარმომადგენლის რ. შ-შვილის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს ,,...” დირექტორმა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ და მოითხოვა ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ 2008 წლის 30 აგვისტოს გამოცემული ¹367 და ¹368 საგადასახადო მოთხოვნების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს 2008 წლის 25 ნოემბრის ¹10/11567 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე მოითხოვა ახალციხის რეგიონალური ცენტრის მიერ 2008 წლის 1 დეკემბერს შპს ,,...” უძრავი ქონების დაყადაღების შესახებ მიღებული ¹2330 ბრძანების გაუქმება და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ან ახალციხის რეგიონალური ცენტრისათვის აქტის გამოცემის დავალდებულება (ტომი I, ს.ფ.71-89).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მარტის განჩინებით შპს ,,...” სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან უფლებამოსილი ორგანოსათვის აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ არ იქნა წარმოებაში მიღებული (ტომი I,ს.ფ. 174-175).

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის განჩინებით შპს “ფერიციხის” დირექტორის რ. ს-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მარტის განჩინება (ტომი I,ს.ფ. 190-195).

2009 წლის 8 ივნისს შპს ,,...” დირექტორმა რ. ს-შვილმა საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ზემოაღნიშნული განჩინების გადასინჯვა და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ მას არ მიეცა პროცესზე მონაწილეობის შესაძლებლობა (ტომი II, ს.ფ. 2-5).

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შპს „...“ დირექტორის მოსაზრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისისა და ამავე სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის განჩინებების ბათილობის თაობაზე, იმ მოტივით, რომ მხარე არ იყო მოწვეული სხდომაზე და კერძო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამ მუხლით განმტკიცებულია მნიშვნელოვანი წესი, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებათა ფაქტობრივ და იურიდიულ დასაბუთებულობას, მაგრამ საქმეთა განხილვისას იგი ხელმძღვანელობს იმ წესებით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოებში საქმეთა განხილვისათვის, ამასთან იმ თავისებურებათა გათვალისწინებით, რაც საქმეთა განხილვის პროცესში სააპელაციო სასამართლოსათვის არის მახასიათებელი.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს საქრთველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მეორე ნაწილიზე, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გამოკვლევას. აღნიშნული მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს ზეპირი განხილვის გარეშე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო საჭიროდ და მიზანშეწონილად მიიჩნევს, უფლებამოსილია მოიწვიოს მხარეები და დანიშნოს საქმის ზეპირი განხილვა. ამდენად, ეს უკანასკნელი დამოკიდებულია მთლიანად სასამართლოს შეხედულებაზე, რაზედაც გავლენას ვერ მოახდენს მხარის სურვილი, მონაწილეობა მიიღოს კერძო საჩივრის განხილვაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში. წინამდებარე შემთხვევაში განჩინება მიღებულია კერძო საჩივრის თაობაზე, რომლის განხილვაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოებს მხარეთA მონაწილეობის გარეშე (ზეპირი განხილვის გარეშე). ამდენად ამ შემთხვევაში სახეზე არ არის მხარის საპროცესო უფლებების დარღვევა, შესაბამისად ადგილი არა აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და განჩინების ბათილობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,...” დირექტორის რ. ს...შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.