Facebook Twitter

ბს-1656-1584(კს-09) 26 იანვარი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. გ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 29 დეკემბერს საკასაციო სასამართლოში შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1656-1584(კს-09) გ. გ-ძის კერძო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 8 იანვრის განჩინებით გ. გ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორი უკანონოდ მიიჩნევდა სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც გ. გ-ძის 2009 წლის 26 ნოემბრის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი უთითებდა, რომ მის მიერ 2009 წლის 26 ნოემბერს წარდგენილი განცხადება ცალკე განცხადებად ვერ გამოიყოფოდა და განეკუთვნებოდა საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე წარდგენილ განცხადებებს სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინებაზე, რომელთა განხილვაც მინდინარეობდა საკასაციო სასამართლოში. წარმოდგენილი კერძო საჩივრის განაცხადით კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ 2009 წლის 26 ნოემბრის განცხადების განხილვას.

კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა დაეზუსტებინა ითხოვდა თუ არა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და ასეთ პირობებში მიეთითებინა გასაჩივრების სამართლებრივ საფუძვლებზე, კერძოდ, რაში გამოიხატებოდა გასაჩივრებული განჩინების უკანონობა, ასევე დაეკონკრეტებინა 2009 წლის 26 ნოემბერს წარმოდგენილი განცხადება წარმოადგენდა თუ არა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ განცხადებას და რომელ საფუძვლებზე დაყრდნობით, რადგან 2009 წლის 26 ნოემბრის განცხადებაში განმცხადებელი ითხოვდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას და უთითებდა, რომ არსებობდა ახლად აღმოჩენილი, სხვა საფუძვლებზე დამყარებული გარემოებები, რაც განსხვავდებოდა წინამდებარე მოთხოვნებისაგან.

გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი კერძო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 38-ე მუხლის “თ” და 39.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან კერძო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

ამდენად, მითითებული ხარვეზის შესავსებად კერძო საჩივრის ავტორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ს.ფ. 67-70).

ხარვეზის შევსების მიზნით, 2010 წლის 21 იანვარს გ. გ-ძემ განცხადებებით მომართა საკასაციო სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. გ-ძის კერძო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 8 იანვრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული, რადგან ხარვეზის შევსების მიზნით კერძო საჩივრის ავტორის _ გ. გ-ძის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას და არ შეიცავს მითითებას, თუ რაში მდგომარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს მითითებული განჩინების უკანონობა.

კერძო საჩივრის ავტორი წარმოდგენილ განცხადებებში კვალვ უთითებს იმავე გარემოებებზე, რომ 2009 წლის 26 ნოემბერს მის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადება, რომელიც განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, განხილული უნდა ყოფილიყო საკასაციო სასამართლოში 2009 წლის 8 ივლისს შემოტანილ განცხადებასთან ერთად.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინებაში აღინიშნა, რომ 2009 წლის 26 ნოემბრის განცხადებით განმცხადებელი ითხოვდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას და უთითებდა, რომ არსებობდა ახლად აღმოჩენილი, სხვა საფუძვლებზე დამყარებული გარემოებები, რაც განსხვავდებოდა წინამდებარე მოთხოვნებისაგან. ამასთან, აღნიშნული განცხადება საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას ვერ იქნებოდა განხილული საკასაციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესან ერთად, რადგან საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფებოდა ადმინისტრაციული საქმე გ. გ-ძის საჩივრითა და კერძო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აგვისტოსა და 17 სექტემბრის განჩინებებზე, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა გ. გ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ასევე განუხილველად დარჩა გ. გ-ძის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც თავის მხრივ განუხილველად დარჩა გ. გ-ძის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. სსსკ-ის 424-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენდა უფლებამოსილ სასამართლოს ემსჯელა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განცხადებაზე (ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ან ბათილად ცნობის შესახებ), რის გამოც გ. გ-ძის 2009 წლის 26 ნოემბრის განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ – თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც დაუშვებლად მიიჩნია გ. გ-ძის განცხადება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი და ხარვეზის შევსების მიზნით შემოტანილი განცხადებები არ შეიცავს დასაბუთებას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობის შესახებ, კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორი ვერ უთითებს სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით განსაზღვრულ ვერც ერთ საფუძვლებზე, ვერ ასაბუთებს რომელი კანონი გამოიყენა სააპელაციო სასამართლომ, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და რომელი კანონი განმარტა არასწორად და რაში გამოიხატება სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის სრულყოფილად შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. გ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.