ბს-1758-1714(კს-10) 16 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.10წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ა-აიამ 24.05.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 21.04.10წ. ¹12/11458-1 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ... ქუჩაზე მდებარე ¹80 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.07.10წ. გადაწყვეტილებით თ. ა-აიას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისის მერიის 21.04.10წ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-აიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.08.10წ. განჩინებით აპელანტ თ. ა-აიას განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღე, სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების დედნის სახით წარდგენა. თ. ა-აიამ 23.08.10წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს 12.08.10წ. განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის ვადის გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.10წ. განჩინებით აპელანტ თ. ა-აიას სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადით. აღნიშნული განჩინება აპელანტს 20.09.10წ. გაეგზავნა და 21.09.10წ. ჩაბარდა პირადად (ს.ფ. 115). თ. ა-აიამ 04.10.10წ. ხარვეზის გამოსწორების მიზნით განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა 04.10.10წ. ¹5011690523 სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის ქვითარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.10წ. განჩინებით აპელანტ თ. ა-აიას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.07.10წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, თ. ა-აიას დაუბრუნდა 04.10.10წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.10წ. განჩინება აპელანტ თ. ა-აიას პირადად 21.09.10წ. ჩაბარდა. თ. ა-აიამ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი გამოასწორა 04.10.10წ. და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად, ხარვეზის შევსების უკანასკნელი ვადა 01.10.10წ. 24 საათზე ამოეწურა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.10წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ა-აიამ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მის სააპელაციო საჩივარზე წარმოების განახლება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი აქვს ფაქტობრივ უსწორობას, რადგან 17.09.10წ. განჩინება მას ჩაბარდა 22.09.10წ. და ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა 02.10.10წ. იყო, რომელიც ემთხვეოდა შაბათს და ამ გარემოების გამო, მან კვირის პირველ სამუშაო დღეს _ 04.10.10წ. გამოასწორა ხარვეზი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ა-აიას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. იმავე კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.09.10წ. განჩინებით თ. ა-აიას სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად _ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარსადგენად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღით, სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა რომ, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინება თ. ა-აიას 20.09.10წ. გაეგზავნა და 21.09.10წ. ჩაბარდა პირადად. შპს “...” გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ადრესატის ხელმოწერის გასწყვრივ მითითებულია თ. ა-აიას ხელმოწერა (ს.ფ. 115), რის გამოც სასამართლოს მიერ გაგზავნილი ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების შემცველი გზავნილის მისთვის ჩაბარება წარმოადგენს განჩინებით განსაზღვრული ვადის ათვლის დაწყების საფუძველს, შესაბამისად უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება სასამართლო შეტყობინების თ. ა-აიასათვის 22.09.10წ. ჩაბარების შესახებ, რადგან მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. საკასაციო სასამართლო 04.10.10წ. ¹5011690523 საგადასახადო დავალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თ. ა-აიამ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარის ოდენობით და იმავე დღეს წარუდგინა სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.10წ. განჩინებით თ. ა-აიას სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო, ვინაიდან თ. ა-აიას ხარვეზის გამოსწორების ვადა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად 01.10.10წ. 24 საათზე ამოეწურა, რომელიც არ ემთხვეოდა 61.2 მუხლით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეს და იყო პარასკევი, რაც ადასტურებს, რომ თ. ა-აიას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია ხარვეზის გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოსწორების ვადის დარღვევის მოტივით თ. ა-აიას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც თ. ა-აიას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.10წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ა-აიას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.10წ. განჩინება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.