კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1866-1819 (კს-10) 4 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეამოწმა ზ. ბ-შვილის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.07.10წ. გადაწყვეტილებით ზ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-შვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.09.10წ. განჩინებით აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან და განემარტა, რომ, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, კერძოდ არ წარადგენდა სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.09.10წ. განჩინება 16.09.10წ. კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ბ-შვილმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება, მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და არსებითად განხილვა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.10წ. განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. ბ-შვილის 16.09.10წ. კერძო საჩივარი შინაარსობრივად მოიცავდა მითითებას და პრეტენზიას სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე, ამიტომ იგი განიხილა, როგორც განცხადება – საჩივარი ხარვეზის აღმოფხვრასთან დაკავშირებით და ზ. ბ-შვილს გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა, რომლის შესავსებად განუსაზღვრა 10 დღე ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, კერძოდ, არ წარადგენდა სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვებოდა.
ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.10წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ბ-შვილმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება, მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და არსებითად განხილვა მოთხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.10.10 წ. განჩინებით ზ. ბ-შვილის კერძო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.11.10წ. განჩინებით ზ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ზ. ბ-შვილმა კერძო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.10.10 წ. განჩინებისა და ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.11.10 წ. განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.01.11 წ. განჩინებით ზ. ბ-შვილის კერძო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.10.10 წ. განჩინებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს 05.01.11 წ. განჩინებით ზ. ბ-შვილს ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.11.10 წ. განჩინების ნაწილში წარმოდგენილ კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად. კერძო საჩივრის ავტორს უნდა წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის 50 ლარის გადახდის ქვითარი ან უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინების კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურებიდან ირკვევა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება 03.02.11 წ. ზ. ბ-შვილს პირადად ჩაბარდა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე. მას განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ბ-შვილის კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.