Facebook Twitter

ბს-408-395 (კს-09) 10 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) – მ. გ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარეები _ სს “...”, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 24 იანვარს მოსარჩელე ს.ს. “...”, სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა დაზუსტებული სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საბოლოოდ, მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ... ჩიხში ¹32/34-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მ. გ-შვილის თანასაკუთრების შესახებ ჩანაწერის, 2007 წლის 12 დეკემბრის ¹25/01-44295 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 21 იანვრის ¹01/11-286 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. გ-შვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 მაისის განჩინებით, სს “...” დირექტორის დ. გ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ... ჩიხში ¹32/34-ში მიწის ნაკვეთზე მ. გ-შვილის თანასაკუთრების შესახებ ბათილად ცნობის თაობაზე დაუშვებელად იქნა ცნობილი და საქმის წარმოება სასარჩელო განცხადების ამ ნაწილში შეწყდა. სს “...” დირექტორის – დ. გ-შვილის სასარჩელო მოთხოვნები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹25/01-44295 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 21 იანვრის ¹01/11-286 ინდივიდუალური ადმინისტრაციული – სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე დასაშვებად იქნა მიჩნეული. ხოლო სასარჩელო განცხადების მეოთხე მოთხოვნის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა გადაიდო შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის დროისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 მაისის საოქმო განჩინებით მოსარჩელის – სს “...” დაზუსტებული სასარჩელო განცხადების მეოთხე მოთხოვნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 მაისის განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს “...”, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სს “...” დირექტორის – დ. გ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

2010 წლის 18 თებერვალს სს “...” თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარადგინა შუამდგომლობა, რომლითაც მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში Aშესვლამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე ¹3ბ/814-09 შეჩერდა საქმის წარმოება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის ¹2ბ/2350-09 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სააპელაციო Pპალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით, ამასთანავე უნდა განისაზღვროს რამდენად შეიძლება საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს მოცემული საქმის გადაწყვეტაზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილსის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹25/01-44295 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 21 იანვრის ¹01/11-286 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც სს “...” უარი ეთქვა 2004 წლის 29 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2005 წლის 3 ივნისის სანოტარო აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრში 2005 წლის 24 ივნისს განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ჩანაწერში ცვლილებების განხორციელებაზე. აპელანტის შუამდგომლობა ეფუძნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული და რომლითაც აღიარებულ იქნა, რომ 2004 წლის 29 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2005 წლის 3 ივნისის სანოტარო აქტით ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ... ჩიხში ¹32/34-ში მდებარე ... კორპუსის მე-3 და მე-4 სართული, რომელიც შეადგენს 1309.74 კვ.მ და ამ კორპუსის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის 2/5 ნაწილი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2004 წლის 29 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2005 წლის 3 ივნისის სანოტარო აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრში 2005 წლის 24 ივნისს განხორციელებულ საკუთრების უფლების რეგისტრაციის ჩანაწერში, რომელზედაც დავობს მოსარჩელე, 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა, რომ 2004 წლის 29 დეკემბერს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით და ამ ხელშეკრულებაში 2005 წლის 3 ივნისის რექტიფაციის (შესწორების შეტანის) შესახებ სანოტარო აქტით ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ... ჩიხში ¹32/34-ში მდებარე ... კორპუსის მე-3 და მე-4 სართული, რომელიც შეადგენს 1309.74 კვ.მ და ამ კორპუსის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის 2/5 ნაწილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შეუძლებელია მოცემული ადმინისტრაციული საქმის განხილვა ¹2ბ/2350-09 სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-შვილმა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა ის ფაქტი, რომ 2004 წლის 29 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით და ამ ხელშეკრულებაში 2005 წლის 3 ივნისის რექტიფიკაციის (შესწორების შეტანის) შესახებ სანოტარო აქტით ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ... ჩიხში ¹32/34-ში მდებარე ... კორპუსის მე-3 და მე-4 სართული, რომელიც შეადგენს 1309.74 კვ.მ და ამ კორპუსის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის 2/5 ნაწილი, ხოლო ადმინისტრაციული სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹25/01-44295 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 21 იანვრის ¹01/11-286 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, რომლითაც “...” უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ჩანაწეში ცვლილებების განხორციელებაზე.

კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში შესვლა გახდება არა ადმინისტრაციული სარჩელის ავტომატურად დაკმაყოფილებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებების შეტანის, არამედ ხელახალი რეგისტრაციის საფუძველი.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული სარჩელი წინ უსწრებს სამოქალაქო სარჩელს და თვლის, რომ ადმინისტრაციული საქმის განხილვა არ შეიძლება შეუძლებელი გახდეს იმ სამოქალაქო საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც მოგვიანებით აღიძრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის განჩინებით Kმ. გ-შვილის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-შვილის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 თებერვლის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება სს “...” სააპელაციო საჩივარზე ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის ¹2ბ/2350-09 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹25/01-44295 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 21 იანვრის ¹01/11-286 გადაწყვეტილება, რომლითაც სს “...” უარი ეთქვა 2004 წლის 29 დეკემბრის ნასყიდობის ხეკლშეკრულებისა და 2005 წლის 3 ივნისის სანოტარო აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრში 2005 წლის 24 ივნისს განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ჩანაწერში ცვლილებების განხორციელების თაობაზე. სააპელაციო პალატამ მოცემული ადმინისტრაციული საქმის განხილვა შეუძლებლად მიიჩნია სარჩელის საგანთან დაკავშირებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული მოტივით, საფუძვლიანად მიიჩნია წინამდებარე დავაზე საქმის წარმოების შეჩერება.

როგორც საქმეზე თანდართული საქმის მასალებიდან (ტ. II, ს.ფ. 40) ირკვევა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2010 წლის 17 თებერვალს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც სს “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. აღიარებულ იქნა, რომ 2004 წლის 29 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით და ამ ხელშეკრულებაში 2005 წლის 3 ივნისის რექტიფაციის (ცვლილებების შეტანის) შესახებ სანოტარო აქტით ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ... ჩიხში ¹32/34-ში მდებარე ... კორპუსის მე-3 და მე-4 სართული, რომელიც შეადგენს 1309.74 კვ.მ და ამ კორპუსის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის 2/5 ნაწილი. თანამესაკუთრეებს შორის უნდა მომხდარიყო წილების შესაბამისი გამიჯვნა.

აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს, წარმოადგენს 2004 წლის 29 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებაში 2005 წლის 3 ივნისის რექტიფიკაციიიკს (ცვლილებების შეტანის) შესახებ სანოტარო აქტით აპელანტის – სს “...” უფლების არსებობის აღიარება ... ჩიხში ¹32/34-ში მდებარე ... კორპუსის მე-3 და მე-4 სართულზე, რომელიც შეადგენს 1309.74 კვ.მ და ამ კორპუსის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის 2/5 ნაწილზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹25/01-44295 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 21 იანვრის ¹01/11-286 გადაწყვეტილებებით სს “...” უარი ეთქვა 2004 წლის 29 დეკემბრის ნასყიდობის ხეკლშეკრულებასა და ამ ხელშეკრულებაში 2005 წლის 3 ივნისის რექტიფიკაციის (ცვლილებების შეტანის) შესახებ სანოტარო აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებების განხორციელებაზე. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიუთითა 2004 წლის 29 დეკემბრის ნასყიდობის ხეკლშეკრულებასა და ამ ხელშეკრულებაში 2005 წლის 3 ივნისის რექტიფიკაციის (ცვლილებების შეტანის) შესახებ სანოტარო აქტზე, რომლითაც მ. გ-შვილმა შეიძინა ინდივიდუალური საკუთრების უფლება შენობა-ნაგებობის შესყიდულ ნაწილზე და საერთო საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც დგას ეს შენობა-ნაგებობა და განმარტა, რომ საერთო საკუთრების უფლება მ. გ-შვილს წარმოეშვა არამხოლოდ შესყიდული შენობა-ნაგებობის ქვეშ მდებარე და ამ შენობა-ნაგებობის კონტურებით შემოსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე, არამედ მთლიანად იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზე აღმართული შენობა-ნაგებობაც შეიძინა საკუთრების უფლებით.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა, რომ 2004 წლის 29 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებითა და ამ ხელშეკრულებაში 2005 წლის 3 ივნისის რექტიფიკაციის (ცვლილებების შეტანის) შესახებ სანოტარო აქტით ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ... ჩიხში ¹32/34-ში მდებარე ... კორპუსის მე-3 და მე-4 სართული, რომელიც შეადგენს 1309.74 კვ.მ და ამ კორპუსის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის 2/5 ნაწილი. ამდენად, სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უშუალო კავშირშია ადმინისტრაციული დავის საგანთან, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹25/01-44295 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 21 იანვრის ¹01/11-286 გადაწყვეტილებებთან, ვინაიდან სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით შეიცვლება ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების მიღებას, რასაც თავად კერძო საჩივრის ავტორიც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული არა ადმინისტრაციული სარჩელის ავტომატურად დაკმაყოფილების და საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებების შეტანის, არამედ ხელახალი რეგისტრაციის საფუძველი გახდება.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა გამოიწვევს ადმინისტრაციულ საქმეზე სხვაგვარი საპროცესო შედეგის დადგომას, აღნიშნული კი გამორიცხავს ამ ორი საქმის ერთდროულად განხილვას.

ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ადმინისტრაციული დავის რაიმე ნაწილში გადაწყვეტის, ან მათი ერთდროულად განხილვის შეუძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” პუნქტის საფუძველზე, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული პუნქტის საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ საქმის წარმოების შეჩერებისას, სწორად იქნა განსაზღვრული კავშირი მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელზედაც სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2010 წლის 17 თებერვალს გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, კერძოდ, ისინი გამომდინარეობენ ერთი და იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან და მათ ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ყოველივე მითითებულის გათვალისწინებისა და ზემოაღნიშნული ორივე დავის სამართლებრივი საფუძვლების შეფასების შედეგად, საკსაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაჩერა საქმის წარმოება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.