ბს-462-443(კს-10) 25 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. შ-ძის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-462-443(კს-10) ი. შ-ძის კერძო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის განჩინებით ი. შ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან კერძო საჩივარში არ იყო მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა. გარდა აღნიშნულისა, კერძო საჩივარი სსსკ-ის 368.2 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში.
2010 წლის 20 მაისს კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინდა კერძო საჩივარი თანდართული მასალებით.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის განჩინებით ი. შ-ძეს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 10 დღით შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორმა ი. შ-ძემ ხარვეზი არ შეავსო სრულყოფილად, რადგან წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა იზოლდა შანიძის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკამაყოფილდა ი. შ-ძის განცხადება გადაწყვეტილების განმარტებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ. ამდენად კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაესაბუთებინა, თუ რატომ იყო უკანონო ქაუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინება, ასევე უნდა მიეთითებინა, ქუთაისის სააპელაციო სასმართლოს განჩინების გაუქმებას მოითხოვდა, თუ შეცვლას, როცა წარმოდგენილი კერძო საჩივრით, კერძო საჩივრის ავტორი ფაქტობრივად აღწერდა საქმის გარემოებებს და ითხოვდა იმ გადაწყვეტილებების გაუქმებას, რომელიც საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. შ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორს _ ი. შ-ძეს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის განჩინებაში სსსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, ხარვეზის შევსების მიზნით გაუგრძელდა საპროცესო ვადა 10 დღით /იხ.ს.ფ. /.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენისა.
საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განიხილა 2010 წლის 28 მაისის განჩინებით ი. შ-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინებით ი. შ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (იხ.ს.ფ. 175-177) და აპელანტს განემარტა, რომ უფლება ჰქონდა მითითებული განჩინება გაესაჩივრებინა კერძო საჩივრით საკასაციო სასამართლოში
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. შ-ძის მიერ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ იქნა შევსებული საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი, რამდენადაც ნაცვლად დასაბუთებული კერძო საჩივრისა, რომლის წარმოდგენაც დაევალა განმცხადებელს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის განჩინებით, ი. შ-ძის მიერ წარმოდგენილია საკასაციო საჩივარი თანდართული მასალებით. ამასთან, საკასაციო საჩივარში ი. შ-ძე აღწერს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, მოითხოვს ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის განჩინების გაუქმებას, მაშინ, როცა კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინება, რომლითაც არ დაკამაყოფილდა ი. შ-ძის განცხადება გადაწყვეტილების განმარტებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ. ი. შ-ძეს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არის უკანონო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინება, ასევე მოითხოვს თუ არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას თუ შეცვლას. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, საკასაციო საჩივრის ავტორი აღწერს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს არ შეიძლება წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. შ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, საკასაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 396-ე, 399-ე, 414-419 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. შ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.