ბს-48-47 (კს-10) 17 მარტი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი –კ. ზ-იანი
მოწინააღმდეგე მხარე- თ. ა-იანი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 15 სექტემბერს ნ. დ-ვამ და მისმა შვილმა კ. ზ-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ნინოწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ თ. ა-იანის მიმართ და მოითხოვეს ახალმშენებლობის პასპორტისა და არქიტექტორის მიერ გაცემული პროექტებისა და ცნობების ძალადაკარგლად ცნობა, ნინოწმინდის ქალაქის საკრებულოს 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილების-თ. ა-იანისათვის 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე, ბათილად ცნობა,… “სავაჭრო ცენტრის” შენობასა და ყოფილ ...-ის შენობას შორის განთავსებულ მიწის ნაკვეთზე წარმოებული მშენებლობა-მიშენების არაკანონიერად ცნობა და მისი მოშლის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანა, ასევე მოითხოვეს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ნომრის ¹65/12/25/033 მესაკუთრეების განყოფილებიდან ჩანაწერის “..., ... ქ.¹21 შენობა 152,74 კვ.მ” ამორიცხვა.
ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 მაისის განჩინებით საქმე განსახილველად გადაეცა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.
2006 წლის 19 ივნისს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ა-იანმა.
2006 წლის 4 ივლისის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება ქ. ნინოწმიდის საკრებულო.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-ვას და კ. ზ-იანის სარჩელი მოპასუხე თ. ა-იანის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თ. ა-იანს დაევალა საკუთარი ხარჯებით უკანონოდ აშენებული მაღაზიის, მასზე მეორე სართულზე განლაგებული გაურკვეველი დანიშნულების ობიექტისა და მეორე სართულზე ასასვლელი რკინაბეტონის კიბის დანგრევა, “სავაჭრო ცენტრისა” და მოსარჩელეთა ავტოფარეხის კედლებს შორის აშენებული ქვის გალავანის 0,8 მეტრის სიგრძეზე დანგრევა მოსარჩელეთა ავტოფარეხის მხრიდან: თ. ა-იანს დაევალა მოსარჩელეთა მიერ მისი მიწის ნაკვეთის გამოყენების თმენა. ნინოწმინდის ქალაქის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილებით თ. ა-იანისათვის გამოყოფილი 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან გამოიყო 14კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი ზომებით: სიგრძე-11,6 მ, სიგანე-1,2 მ, თ. ა-იანის საკუთრებაში არსებული და ყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის შენობაში განთავსებული საქვაბის ჩრდილოეთის კედლის უშუალოდ ძირში, ორივე მხარის საერთო სარგებლობისათვის: ბათილად იქნა ცნობილი შპს ”...ის” მიერ 2006 წლის 2 თებერვალს შედგენილი თ. ა-იანის ახალმშენებარე მაღაზიისა და სხვა ობიექტის ტექნიკური პასპორტი; ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო რეესტრის მესაკუთრის განყოფილებიდან ამოირიცხა ჩანაწერი: ”თ. ა-იანი, ... ქ.¹21, შენობა 152, 75 კვ.მ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნები ნინოწმინდის ქალაქის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, თ. ა-იანისათვის ყოფილ საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის შენობასა და “სავაჭრო ცენტრის” შენობას შორის მდებარე მიწის ნაკვეთის გათავისუფლების დავალების თაობაზე, თ. ა-იანისათვის “სავაჭრო ცენტრის” უკანა მხარეს მდებარე მიწის ნაკვეთზე მის მიერ თვითნებურად აშენებული ტამბურის დანგრევის შესახებ, “სავაჭრო ცენტრის“ უკანა მხარეს მდებარე მიწის ნაკვეთის, როგორც ნეიტრალური ნაკვეთის, მოსარჩელეთა და თ. ა-იანს შორის გაყიდვის შესახებ; თ. ა-იანის შეგებებული სარჩელი კ. ზ-იანის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; კ. ზ-იანს დაევალა საკუთარი ხარჯებით მისი სტომატოლოგიური კაბინეტის შესასვლელ კარებთან თვითნებურად მიშენებული ტამბურის დანგრევა, ხოლო შეგებებული სარჩელი კ. ზ-იანის მიმართ სტომატოლოგიურ კაბინეტში სადავო მიწის ნაკვეთის მხრიდან თვითნებურად გახსნილი შესასვლელი კარების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-იანმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მაღაზიის შენობისა და ასასვლელი კიბის დანგრევის, სავაჭრო ცენტრსა და მოსარჩელის ავტოფარეხს შორის მის მიერ აშენებული ქვის გალავანის მონგრევის, მისთვის გამოყოფილი 200 კვ.მ მიწის ფართობიდან მოპასუხის სასარგებლოდ 14 კვ.მ მიწის გამოყოფის, ტექბიუროს მიერ მის სახელზე გაცემული ტექპასპორტის გაუქმების, საჯარო რეესტრიდან 75 კვ.მ მიწაზე მისი საკუთრების ამორიცხვის, პურის საცხობის ტერიტორიაზე მაზუთის წვის აკრძალვის, სტომატოლოგიური კაბინეტის შესასვლელი კარების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში.
2006 წლის 16 ნოემბერს თ. ა-იანმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ: ნინოწმინდის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილებით მის სახელზე გამოყოფილი 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილი; 1988 წელს მის სახელზე შედგენილი პურის მაღაზიისა და აბანოს გენერალური გეგმისა და მომდევნო წლებში შედგენილი სამშენებლო პროექტების გაუქმება; მაღაზიის ზედა სართულზე მდებარე კაფეს გარე განთავსების კიბის, ტამბურისა და კედლის დანგრევის ნაწილში; საქვაბის წინ მდებარე მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობიდან საერთო სარგებლობისათვის 14 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში; მაღაზიის საქვაბისა და კაფეს ტექნიკური პასპორტის გუქმების ნაწილში; საჯარო რეესტრის ნინოწმინდის სარეგისტარციო სამსახურის ჩანაწერის ამორიცხვის ნაწილში; მაზუთის წვის აკრძალვის ნაწილში; კ. ზ-იანის მიერ უკანონოდ გამოყენებული სტომატოლოგიური კაბინეტის კარების დაკანონების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინებით თ. ა-იანის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას; დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ნინოწმინდის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ტექპასპორტის გაუქმების ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად.
აღნიშნული გადაწყვეტილება კერო საჩივრით გაასაჩივრა თ. ა-იანმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც განუხილელად იქნა დატოვებული მისი დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინებით თ. ა-იანის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით თ. ა-იანის სააპელაციო საჩივარი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე შპს ,,...ის” მიერ 2006 წლის 2 თებერვალს შედგენილი თ. ა-იანის ახალმშენებარე მაღაზიისა და სხვა ობიექტების ტექნიკური პასპორტის ბათილად ცნობის, ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ¹65/12/25/033 მესაკუთრეების განყოფილებიდან ჩანაწერის ,,თ. ა-იანი, ...ის ქ. ¹21 შენობა 152, 74 კვ.მ (საყოფაცხოვრებო მ.ს და სავაჭრო ცენტრის შუაში”) ამორიცხვის და ნინოწმინდის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილებით თ. -იანის სახელზე გამოყოფილი 200 კვ.მ მიწიდან მოსარჩელის სასარგებლოდ 14 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად.
დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება და განისაზღვრა, რომ აღნიშნული საქმის განახლების შემდეგ, საქმე განსჯადობით გადასცემოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; თ. ა-იანის სახელზე გამოყოფილი 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის სასარგებლოდ 14 კვ.მ მიწის ნაკევთის საერთო სარგებლობაში გამოყოფის ნაწილში საქმე განსახილველად გადაეცა განსჯად – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე თ. ა-იანის სააპელაციო საჩივრის წარმოება – მის სახელზე გამოყოფილი 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის სასარგებლოდ 14 კვ.მ მიწის ნაკვეთის საერთო სარგებლობაში გამოყოფის ნაწილში, შეჩერდა. თ. ა-იანის სააპელაციო საჩივარზე, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, შპს ,,...ის” მიერ 2006 წლის 2 თებერვალს შედგენილი თ. ა-იანის ახალმშენებარე მაღაზიისა და სხვა ობიექტების ტექნიკური პასპორტის ბათილად ცნობის, ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ნომრის ¹65/12/25/033 მესაკუთრეების განყოფილებიდან ჩანაწერის: ,,თ. ა-იანი, ...ის ქ. ¹21 შენობა 152,74 კვ.მ (საყოფაცხოვრებო მ.ს. და სავაჭრო ცენტრის შუაში”) ამორიცხვის ნაწილში შეჩერდა წარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აქვე განისაზღვრა, რომ აღნიშნული საქმის წარმოების განახლების შემდეგ საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ა-იანმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განჩინებით თ. ა.იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის საოქმო განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინებით თ. ა-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება ნინოწმინდის ქალაქის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემრის ¹9 გადაწყვეტილების, შპს “...ის” მიერ გაცემული ტექნიკური პასპორტის და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით საქმეში მოპასუხეებად მოწვეულნი იქნენ შპს “...” და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტარციო სამსახური.
2009 წლის 25 ივნისს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა თ. ა-იანის წარმომადგენელმა და მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ 2006 წლის 7 ოქტომბერს მიღებული განჩინების განმარტება.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის განჩინებით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი ნინოწმინდის ქალაქის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში განმარტებული იქნა შემდეგნაირად: - მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნა თ. ა-იანისათვის 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე ნინოწმინდის ქალაქის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით თ. ა-იანის განცხადება დაკმაყოფილდა; გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული უსწორობა და იგი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: “გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს ”...ის” მიერ გაცემული ტექნიკური პასპორტისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს”.
აღნიშნულ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ. ზ-იანის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ პროცესუალურად სწორად იმსჯელა აპელაციაზე აპელანტის მოთხოვნების ფარგლებში, ხოლო აპელანტს მისი მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, რის გამოც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260- ე მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ზ-იანის წარმომადგენლის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ. დ-ვამ და კ. ზ-იანმა სარჩელით მიმართეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თ. ა-იანის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის დავალდებულება, რომ შეწყვიტოს მაზუთის წვა მათი სამეურნეო და ნეიტრალური მიწის ნაკვეთზე, მოშალოს არაკანონიერად აგებული და ნეიტრალურ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ტამბური და პურის საქვაბე, მოშალოს არაკანონიერად აშენებული ქვის გალავანი, განთავსებული“ სავაჭრო ცენტრის” შენობასა და მათ სამეურნეო შენობას შორის, ამ უკანასკნელზე უშუალო მიბჯენით; ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ახალმშენებლობის პასპორტი და არქიტექტორის მიერ გაცემული პროექტები და ცნობები; გაუქმდეს ნინოწმინდის ქალაქის საკრებულოს 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილება თ. ა-იანისათვის 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე; აღდგეს ყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის შენობასა და “სავაჭრო ცენტრის” შენობას შორის განთავსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება; ნეიტრალური მიწის ნაკვეთი, მდებარე სამეურნეო შენობასა და “სავაჭრო ცენტრს” შორის, გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად; უკანონოდ იქნეს ცნობილი თ. ა-იანის მიერ წარმოებული მშენებლობა “სავაჭრო ცენტრსა“ და ყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის შენობებს შორის (ტომი I, ს.ფ. 38-40).
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ა-იანმა და მოითხოვა კ. ზ-იანისათვის არაკანონიერად აგებული ტამბურისა და არაკანონიერად გახსნილი კარების ამოშენების დავალება (ტომი I, ს.ფ.27-28).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-ვას და კ. ზ-იანის სარჩელი მოპასუხე თ. ა-იანის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თ. ა-იანს დაევალა საკუთარი ხარჯებით უკანონოდ აშენებული მაღაზიის, მასზე მეორე სართულზე განლაგებული გაურკვეველი დანიშნულების ობიექტისა და მეორე სართულზე ასასვლელი რკინაბეტონის კიბის დანგრევა, “სავაჭრო ცენტრისა” და მოსარჩელეთა ავტოფარეხის კედლებს შორის აშენებული ქვის გალავანის 0,8 მეტრის სიგრძეზე დანგრევა მოსარჩელეთა ავტოფარეხის მხრიდან: თ. ა-იანს დაევალა მოსარჩელეთა მიერ მისი მიწის ნაკვეთის გამოყენების თმენა. ნინოწმინდის ქალაქის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილებით თ. ა-იანისათვის გამოყოფილი 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან გამოიყო 14კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი ზომებით: სიგრძე-11,6 მ, სიგანე-1,2 მ, თ.ა-იანის საკუთრებაში არსებული და ყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის შენობაში განთავსებული საქვაბის ჩრდილოეთის კედლის უშუალოდ ძირში, ორივე მხარის საერთო სარგებლობისათვის: ბათილად იქნა ცნობილი შპს ”...ის” მიერ 2006 წლის 2 თებერვალს შედგენილი თ. ა-იანის ახალმშენებარე მაღაზიისა და სხვა ობიექტის ტექნიკური პასპორტი; ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო რეესტრის მესაკუთრის განყოფილებიდან ამოირიცხა ჩანაწერი: ”თ. ა-იანი, ...ის ქ.¹21, შენობა 152, 75 კვ.მ (საყოფაცხოვრებო მ.ს და სავაჭრო ცენტრის შუაში). რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნები ნინოწმინდის ქალაქის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, თ. ა-იანისათვის ყოფილ საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის შენობასა და “სავაჭრო ცენტრის” შენობას შორის მდებარე მიწის ნაკვეთის გათავისუფლების დავალების თაობაზე, თ. ა-იანისათვის “სავაჭრო ცენტრის” უკანა მხარეს მდებარე მიწის ნაკვეთზე მის მიერ თვითნებურად აშენებული ტამბურის დანგრევის შესახებ, “სავაჭრო ცენტრის“ უკანა მხარეს მდებარე მიწის ნაკვეთის, როგორც ნეიტრალური ნაკვეთის, მოსარჩელეთა და თ. ა-იანს შორის გაყოფის შესახებ; თ. ა-იანის შეგებებული სარჩელი კ. ზ-იანის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; კ. ზა.იანს დაევალა საკუთარი ხარჯებით მისი სტომატოლოგიური კაბინეტის შესასვლელ კარებთან თვითნებურად მიშენებული ტამბურის დანგრევა, ხოლო შეგებებული სარჩელი კ. ზ-იანის მიმართ სტომატოლოგიურ კაბინეტში სადავო მიწის ნაკვეთის მხრიდან თვითნებურად გახსნილი შესასვლელი კარების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა (ტომი I. ს.ფ. 120-131).
საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი სარჩელის საფუძველზე უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ ნინოწმინდის ქალაქის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც თ. ა.იანს გამოეყო 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ითხოვდნენ ნ. დ-ვა და კ. ზ-იანი (ტომი I. ს.ფ.3-5); დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა არა აღნიშნული მოხოვნის ავტორების, არამედ მოწინააღმდეგე მხარის _ თ. ა-იანის მიერ (ტომი I.ს.ფ.137-138). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს გადაწყვეტილების კანონიერება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. აღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდიანარე, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო პროცესუალურ შესაძლებლობას ემსჯელა ნინოწმინდის ქალაქის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 კანონიერებაზე. ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ზემოთ მითითებულ გადაწყვეტილებაზე, ასევე დასტურდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინების სამოტივაციო ნაწილით, რომელიც არ შეიცავს 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილების გაუქმების მოტივაციას (ტომი I I.ს.ფ. 148-154).
დასახელებული გარემოებები საკასაციო პალატას აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინებაში დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კ. ზ-იანის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თ. ა-იანი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილების ნაწილშიც და კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო საჩივარზე, რომლითაც თ. ა-იანი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა მისთვის გამოყოფილი 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის სასარგებლოდ 14 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში (ტომი I, ს.ფ. 137-138).
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, სააპელაციო სასამართოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის გამოყენების არამართებულობის თაობაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე დასაშვებია ისეთი შესწორებისა და დაზუსტების შეტანა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარს, რის შესახებაც იყო მსჯელობა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატას განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორებით არ დაურღვევია საპროცესო სამართლის ნორმები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. ზ-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.