Facebook Twitter

ბს-488-468(კს-10) 14 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. პ-შვილის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-488-468(კს-10) ი. პ-შვილის განცხადებით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინებით ი. პ-შვილის განცხადება დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-415-ე მუხლების მოთხოვნებს, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განიხილა 2010 წლის 22 მარტის განჩინებით ი. პ-შვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინებით ი. პ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (იხ.ს.ფ. 175-177) და აპელანტს განემარტა, რომ უფლება ჰქონდა მითითებული განჩინება გაესაჩივრებინა კერძო საჩივრით საკასაციო სასამართლოში. 2008 წლის 31 მარტს ი. პ-შვილმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო სასამართლოში მისი სარჩელის გადაგზავნა (იხ.ს.ფ. 182). აღნიშნული განცხადება საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოიგზავნა საკასაციო სასამართლოში.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება იყო ხარვეზიანია, რადგან განცხადებაში არ იყო მითითებული, გამოხატავდა თუ არა განმცხადებელი ნებას სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 მარტის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესახებ, ხოლო ამგვარი ნების არსებობის პირობებში მხარეს დაევალა წარმოედგინა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და წესის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი (იხ.ს.ფ. 185-186.)

განმცხადებლის ი. პ-შვილის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი იქნა კვლავ საკასაციო საჩივარი თანდართული მასალებით (იხ.ს.ფ. 194-280).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით ი. პ-შვილს გაუგრძელდა საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადა, შემდეგ გარემოებათა გამო:

განცხადებაში არ იყო მითითებული, გამოხატავდა თუ არა განმცხადებელი ნებას სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 მარტის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესახებ, ხოლო ამგვარი ნების არსებობის პირობებში მხარეს დაევალა წარმოედგინა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და წესის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი (იხ.ს.ფ. 185-186.)

განმცხადებლის მიერ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი შევსებულ იქნა არასრულყოფილად, რამდენადაც წარმოდგენილი განცხადება და საკასაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-415 მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ მხარეს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა წარმოედგინა, გამოხატავდა თუ არა ნებას სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 მარტის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესახებ, ხოლო ამგვარი ნების არსებობის პირობებში წარმოედგინა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და წესის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი, ხოლო ი. პ-შვილის მიერ წარმოდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი ნაცვლად კერძო საჩივრისა.

განმცხადებელს დაევალა წარმოედგინა გამოხატავს თუ არა ნებას სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 მარტის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესახებ, ხოლო ამგვარი ნების არსებობის პირობებში მხარეს მხარის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ უნდა ყოფილიყო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და წესის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი, ნაცვლად საკასაციო საჩივრისა.

2010 წლის 14 ივნისს განმცხადებლის _ ი. პ-შვილის მიერ ხარვეზის შესების მიზნით წარმოდგენილ იქნა კვლავ განცხადება თანდართული მასალებით, რომელშიც განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილია ყველა მტკიცებულებები. ამასთან, ი. პ-შვილი განცხადებაში მიუთითებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის განჩინებების უკანონობის თაობაზე, აღწერს საქმის ფაქტობრივ გარემოებს და მოითხოვს პირველი და სააპელაციო ინსტანციის გადაწყვეტილებების გაუქმებას /იხ.ს.ფ./.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. პ-შვილის განცხადება დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

განმცხადებელს _ ი. პ-შვილს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე. მეტიც, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით ი. პ-შვილს სსსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, ხარვეზის შევსების მიზნით გაუგრძელდა საპროცესო ვადა 10 დღით /იხ.ს.ფ. /.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენისა.

კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-415-ე მუხლების მოთხოვნებს, რადგან საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განიხილა 2010 წლის 22 მარტის განჩინებით ი. პ-შვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინებით ი. პ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (იხ.ს.ფ. 175-177) და აპელანტს განემარტა, რომ უფლება ჰქონდა მითითებული განჩინება გაესაჩივრებინა კერძო საჩივრით საკასაციო სასამართლოში. 2008 წლის 31 მარტს ი. პ-შვილმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო სასამართლოში მისი სარჩელის გადაგზავნა (იხ.ს.ფ. 182). აღნიშნული განცხადება საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოიგზავნა საკასაციო სასამართლოში.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება იყო ხარვეზიანი, რადგან განცხადებაში არ იყო მითითებული, გამოხატავდა თუ არა განმცხადებელი ნებას სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 მარტის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესახებ, ხოლო ამგვარი ნების არსებობის პირობებში მხარეს დაევალა წარმოედგინა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და წესის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი (იხ.ს.ფ. 185-186.)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. პ-შვილის მიერ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ იქნა შევსებული საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი, რამდენადაც ნაცვლად დასაბუთებული კერძო საჩივრისა, რომლის წარმოდგენაც დაევალა განმცხადებელს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით, ი. პ-შვილის მიერ წარმოდგენილია კვლავ განცხადება თანართული მასალებით. ამასთან, განცხადებაში ი. პ-შვილი აღწერს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, მოითხოვს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყეტილებების გაუქმებას, მაშინ, როცა კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 მარტის განჩინება (ი. პ-შვილის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე). ი. პ-შვილს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არის საპროცესო დარღვევით მიღებული საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი _ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 მარტის განჩინება, არამედ მხარე ზოგადად აღწერს საქმის მასალებს და უთითებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების უკანონობის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. პ-შვილის განცხადება დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის განცხადების დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. პ-შვილის განცხადება დატოვებულ იქნეს განუხილველად;

1. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.