Facebook Twitter

ბს-497-492 (კს-11) 11 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეამოწმა თ. ფ.-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 04.11.10წ. გადაწყვეტილებით თ. ფ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ფ.-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.11 წ. განჩინებით აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 7 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან და განემარტა, რომ, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, კერძოდ არ წარადგენდა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

24.01.11 წ. თ. ფ.-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ოჯახური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.11 წ. განჩინებით თ. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ფ.-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.11 წ. განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად. კერძო საჩივრის ავტორს უნდა წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის 50 ლარის გადახდის ქვითარი. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინების კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურებიდან ირკვევა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება 11.04.11 წ. კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა მის მიერ მითითებულ მისამართზე. მას განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ფ.-ის კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.