¹ბს-561-556(კ-11) 18 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევანი მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ბ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საადეთ თაბაქიძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: მ. ბ-ისა და ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
ასევე სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ფ. ფ-ემ იმავე მოპასუხეების მიმართ, რომლითაც მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის გადწყვეტილებით ს. თ-ისა და ფ. ფ-ის სარჩელები არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. თ-ემ და ფ. ფ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით, ფ. ფ-ისა და ს. თ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ფ. ფ-ისა და ს. თ-ის სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 3 იანვრის საოქმო გადაწყვეტილება და მის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 3 იანვარს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა ¹4474. დაევალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სააპელაციო პლატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის განჩინებით მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ფ. ფ-ისა და ს. თ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება. მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ფ. ფ-ისა და ს. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 3 იანვრის საოქმო გადაწყვეტილება და მის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 3 იანვარს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა ¹4474. გაუქმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 3 იანვარს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ¹4474 საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამეთა პალატის 2010 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.
მ. ბ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 თებერვლის განჩინებით მ. ბ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის, 21-ე და 25-ე მუხლებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება მოითხოვოს მხოლოდ კრედიტორმა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კრედიტორი არის გარკვეული ქმედების განხორციელების ან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებით აღჭურვილი პირი, ანუ მხოლოდ კრედიტორს შეუძლია მოსთხოვოს მოვალეს მის (კრედიტორის) სასარგებლოდ რაიმე ქმედების განხორციელება ან თავის შეკავება. სააპელაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამარლოს 2010 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით, ფ. ფ-ესა და ს. თ-ეს მ. ბ-ის წინაშე არანაირი ქმედების განხორციელება არ დაკისრებიათ. შესაბამისად, მ. ბ-ე არ წარმოადგენს ქმედების განხორციელების ან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებით აღჭურვილ პირს _ კრედიტორს.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება, უზენაეს სასამართლოში, კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ბ-ემ. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა მისი საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე. ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისისა და 2008 წლის 31 ივლისის განჩინებებით ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რის შედეგადაც აეკრძალა მას ნაკვეთით სარგებლობა. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით სადავო მიწის ნაკვეთი მისი მეუღლის (თ. გ-ის) სახელზე გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულებით 10 წლით, ხელვაჩაურის გამგეობის ¹67 გადაწყვეტილების საფუძველზე 2001 წლის 25 მარტს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილებით. ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილება, რის შედეგადაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აღდგენილ იქნა თ. გ-ის უფლება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გამომდინარე იქედან, რომ აღდგენილი არის მისი მეუღლის (თ. გ-ის) იჯარის უფლება, ოჯახი ახორციელებს საჯარო რეესტრში იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციას, ხოლო დადებული ყადაღა ფაქტიურად შეფერხებას ქმნის რეგისტრაციისათვის. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, თუ კი სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ფ. ფ-ისა და ს. თ-ზე, ისინი არ მიიტანენ სააღსრულებო ფურცელს საჯარო რეესტრში ყადაღის მოხსნის თაობაზე რის გამოც ოჯახს შეექმნება პრობლემა იჯარის უფლების დარეგისტრირებაში. გამომდინარე აქედან კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სადავო განჩინების ბათილად ცნობა და საქმის დაბრუნება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მის სახელზე სააღსრულებო ფურცლის გასაცემად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად მისი გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაზეც კერძო საჩივრის ავტორს არ წამოუყენებია დასაბუთებული პრეტენზია, კერძოდ: საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ფ. ფ-ისა და ს. თ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება. მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ფ. ფ-ისა და ს. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 3 იანვრის საოქმო გადაწყვეტილება და მის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 3 იანვარს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა ¹4474. გაუქმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 3 იანვარს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ¹4474 საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერი. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამეთა პალატის 2010 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.
მ. ბ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
საკასაციო სასამართლო «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას, ამასთან, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა მხოლოდ კრედიტორზე. ამავე კანონის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს, ხოლო ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დაკსვნას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კრედიტორი არის გარკვეული ქმედების განხორციელების ან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებით აღჭურვილი პირი, ანუ მხოლოდ კრედიტორს (ხოლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ აღმასრულებელს) შეუძლია მოსთხოვოს მოვალეს მის (კრედიტორის) სასარგებლოდ რაიმე ქმედების განხორციელება ან თავის შეკავება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტს მხოლოდ კრედიტორი წარმოადგენს.
კონკრეტულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 04 მაისის გადაწყვეტილებით (რომელზედაც სააღსრულებო ფურცლის გაცემას ითხოვს მ. ბ-ე), ფ. ფ-ეს და ს. თ-ეს, კერძო საჩივრის ავტორის მ. ბ-ის წინაშე არანაირი ქმედების განხორციელება არ დაკისრებიათ. შესაბამისად, მ. ბ-ე არ წარმოადგენს ქმედების განხორციელების ან თავის შეკავების მოთხოვნით უფლებით აღჭურვილ პირს – კრედიტორს და შესაბამისად ის არაუფლებამოსილია მოითხოვოს საარსრულებო ფურცელი კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მ. ბ-ის მიერ მოთხოვნილი საარსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1, 422-427-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.