Facebook Twitter

ბს-673-651 (კს-10) 30 ივლისი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.10წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

28.05.07წ. მ. ქ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 10.04.07წ. ¹3455-პ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემა, განაცდური ხელფასისა და სახელფასო დავლიანების 726,56 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.01.10წ. გადაწყვეტილებით მ. ქ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. ქ-ძეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 10.04.07წ. ¹3455-პ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მ. ქ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება-726 ლარისა და 56 თეთრის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ქ-ძემ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.2010წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილვევად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.01.10წ. გადაწყვეტილების ასლი 24.03.10წ. ჩაჰბარდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 12.04.10წ., ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.2010წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.01.10წ. გადაწყვეტილების ასლი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს 24.03.10წ. ჩაჰბარდა, ხოლო მისი სააპელაციო საჩივარი შპს “...” 07.04.10წ. გადაეცა, რასაც ადასტურებს სათანადო წესით დამოწმებული წერილობითი შპს “...” “შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ”, რომლითაც მტკიცდება, რომ ¹16-09/57 სააპელაციო საჩივარი შპს “...”-ს 07.04.10წ. ჩაჰბარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის დაცვით არის წარდგენილი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და არსებითად განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.01.10წ. გადაწყვეტილების ასლი 24.03.10წ. გადაეცა (ტ. I, ს.ფ. 261). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის შტამპით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს კანცელარიაში 12.04.10წ. გატარდა რეგისტრაციაში. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბლანკზე მითითებული სააპელაციო საჩივრის ნომერია 16-09/57. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი შპს “...” “შეტყობინების ბარათით გზავნილების ჩაბარების შესახებ” დასტურდება, რომ გზავნილი, შეკვეთილი წერილი ¹16-09/57, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გასაგზავნად ფოსტას ჩაჰბარდა 07.04.10წ., მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან მე-14 დღეს (ტ. 2, ს.ფ. 13). შპს “...” დირექტორის ნ. მ-შვილის წერილით დასტურდება, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ს/ნ ¹16-09/57 გზავნილი ფოსტაში გაიგზავნა 07.04.2010წ., რომლის ადრესატზე ჩაბარებაც განხორციელდა 12.04.2010წ. აღნიშნული დასტურდება აგრეთვე “...”-ს გზავნილთა სიით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.10წ. განჩინება და საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.10წ. განჩინება;

2. საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.