ბს-683-661 (კს-10) 28 ივლისი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.10წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
13.01.10წ. ი/მ “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და გორის საგადასახადო ინსპექციის 23.10.09წ. ¹020408 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, 28.10.09წ. ¹6708 ბრძანების, 30.10.09წ. ¹5654 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 07.12.09წ. ¹4725 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 01.03.10წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 19.03.10წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის საგადასახადო ინსპექციის 23.10.09წ. ¹020408 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, 28.10.09წ. ¹6708 ბრძანება, 30.10.09წ. ¹5654 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 07.12.09წ. ¹4725 ბრძანება; ა. დ-შვილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 01.03.10წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო; გორის საგადასახადო ინსპექციას დაევალა კანონმდებლობის საფუძველზე გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, დააზუსტოს ა. დ-შვილთან ბუღალტრულ ჩანაწერებში აღურიცხველი ან/და სასაქონლო ზედნადების გარეშე გამოვლენილი საქონლის ოდენობა, ამის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დაიანგარიშოს სანქციები და შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, გადამხდელს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.10წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილვევად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გორის საგადასახადო ინსპექციისათვის გაგზავნილი გორის რაიონული სასამართლოს 19.03.10წ. გადაწყვეტილების ასლი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციას 23.03.10წ. ჩაჰბარდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი გორის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა 07.04.10წ., გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.10წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციამ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 19.03.10წ. გადაწყვეტილების ასლი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციას 23.03.10წ. ჩაჰბარდა, ხოლო მისი სააპელაციო საჩივარი შპს “...” 06.04.10წ. გადაეცა, რასაც ადასტურებს შპს “...” მიერ გაცემული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათი ¹000023047, სადაც აღნიშნულია, რომ გორის რეგიონალური ცენტრის მიერ 06.04.10წ. შეკვეთილი წერილით გაგზავნილ იქნა გორის საგადასახადო ინსპექციის (¹16-20/4/2490 31.03.10 და ¹16-204/2491 31.03.10წ.) სააპელაციო საჩივრები, რომლებიც გორის რაიონულ სასამართლოს 07.04.10წ. ჩაბარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციას მიაჩნია, რომ მისი სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის დაცვით არის წარდგენილი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და არსებითად განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციას, გორის რაიონული სასამართლოს 19.03.10წ. გადაწყვეტილების ასლი 23.03.10წ. გადაეცა (ტ. I, ს.ფ. 266). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარზე გორის საგადასახადო ინსპექციის შტამპით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს კანცელარიაში 07.04.10წ. არის რეგისტრაციაში გატარებული. სააპელაციო საჩივარზე დასმულია ინსპექციის ნომერი 16-20/4/2490. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი, შპს “...” საშუალებით გასაგზავნი გზავნილების რეესტრით დასტურდება, რომ გზავნილი ფოსტის მიერ მინიჭებული ნომრით ¹522, გორის რაიონულ სასამართლოში გასაგზავნად ფოსტას 06.04.10წ., მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან მე-14 დღეს ჩაჰბარდა (ტ. 2, ს.ფ. 24). ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი შპს “...” “შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ” დასტურდება, რომ გზავნილი, შეკვეთილი წერილი ¹16-20/4/2490 გორის რაიონულ სასამართლოში გასაგზავნად ფოსტას 06.04.10წ. ჩაჰბარდა (ტ. 2, ს.ფ. 13).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს გასაჩივრების ვადის გაცდენის მოტივით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.10წ. განჩინება და საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სააპელაციო სასამართლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციიდან დამატებით შეუძლია გამოითხოვოს სადავო პერიოდში ინსპექციიდან გასული კორესპონდენციების ჟურნალი (დედანი), რომლითაც უტყუარად დადასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის ¹16-20/4/2490 31.03.10წ., სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების თარიღი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.10წ. განჩინება;
2. საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.