ბს-685-663(კს-10) 27 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ტ-შვილის, დ. ს-ავას, ც. ჯ-შვილის, კ. ა-შვილის, ნ. მ-შვილის, ლ. ყ-შვილის, თ. ღ-ძის, ლ. ხ-ძის, მ. ზ-ძისა და ნ. კ-ძის წარმომადგენლის _ ლ. ა-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მ. ტ-შვილმა, დ. შ-ავამ, ც. ჟ-შვილმა, კ. A-შვილმა, ნ. კ-შვილმა, ლ. ა-შვილმა, თ. ღ-ძემ, ლ. ხ-ძემ, მ. ძ-ძემ და ნ. კ-ძემ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის _ სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა /იხ.ს.ფ. 1-11, ტ. I/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით მ. თ-შვილის, დ. შ-ავას, ც. ჟ-შვილის, კ. A-შვილის, ნ. მ-შვილის, ლ. ა-შვილის, თ. ღ-ძის, ლ. ხ-ძის, მ. ძ-ძის, ნ. ხ-ძისა და ნ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ.ს.ფ. 240-251, ტ. III/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-ძის წარმომადგენელმა გ. M-შვილმა და სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით წარმოებაში მიიღო ნ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი (იხ.ს.ფ 282-293, ტ.III, ს.ფ. 22, ტ. IV).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-შვილის, დ. ს-ავას, ც. ჯ-შვილის, კ. A-შვილის, ნ. მ-შვილის, ლ. ყ-შვილის, თ. ღ-ძის, ლ. ხ-ძის, მ. ზ-ძისა და ნ. კ-ძის წარმომადგენელმა _ ლ. ა-შვილმა, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ.ს.ფ. 394-302, ტ. III).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით მ. ტ-შვილის, დ. ს-ავას, ც. ჯ-შვილის, კ. A-შვილის, ნ. მ-შვილის, ლ. ყ-შვილის, თ. ღ-ძის, ლ. ხ-ძის, მ. ზ-ძისა და ნ. კ-ძის წარმომადგენლის ლ. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით: თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეებს მ. ტ-შვილს, დ. ს-ავას, ც. ჯ-შვილს, კ. A-შვილს, ნ. მ-შვილს, ლ. ყ-შვილს, თ. ღ-ძეს, ლ. ხ-ძეს, მ. ზ-ძესა და ნ. კ-ძეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის დაცვით განემარტათ გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს მ. ტ-შვილს, დ. ს-ავას, ც. ჯ-შვილის, კ. A-შვილის, ნ. მ-შვილის, ლ. ყ-შვილის, თ. ღ-ძის, ლ. ხ-ძის, მ. ზ-ძისა და ნ. კ-ძის წარმომადგენელს _ ლ. ა-შვილს ჩაბარდა 2010 წლის 23 მარტს, სააპელაციო საჩივარი მ. ტ-შვილის, დ. ს-ავას, ც. ჯ-შვილის, კ. A-შვილის, ნ. მ-შვილის, ლ. ყ-შვილის, თ. ღ-ძის, ლ. ხ-ძის, მ. ზ-ძისა და ნ. კ-ძის წარმომადგენლის ლ. ა-შვილის მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილ იქნა 2010 წლის 7 აპრილს, სსსკ-ის 369-ე მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მოსარჩელეების მ. ტ-შვილის, დ. ს-ავას, ც. ჯ-შვილის, კ. ა-შვილის, ნ. მ-შვილის, ლ. ყ-შვილის, თ. ღ-ძის, ლ. ხ-ძის, მ. ზ-ძისა და ნ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2010 წლის 22 აპრილს (იხ.ს.ფ. 294- ტ. III, 10-12, ტ.IV).
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2., სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1., 61.3 მუხლები და განმარტა, ვინაიდან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ტ-შვილის, დ. ს-ავას, ც. ჯ-შვილის, კ. ა-შვილის, ნ. მ-შვილის, ლ. ყ-შვილის, თ. ღ-ძის, ლ. ხ-ძის, მ. ზ-ძისა და ნ. კ-ძის წარმომადგენელს ლ. ა-შვილს ჩაბარდა 2010 წლის 23 მარტს, ამდენად ითვლება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე ჩაბარდათ მარწმუნებლებს 2010 წლის 23 მარტს. შესაბამისად, მხარეთა მიერ გაშვებული იყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი _ კანონისმიერი ვადა (იხ.ს.ფ. 23-27, ტ. IV).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ტ-შვილის, დ. ს-ავას, ც. ჯ-შვილის, კ. ა-შვილის, ნ. მ-შვილის, ლ. ყ-შვილის, თ. ღ-ძის, ლ. ხ-ძის, მ. ზ-ძის და ნ. კ-ძის წარმომადგენელმა ლ. ა-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მის მიერ კანონით გათვალისწინებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით, ვინაიდან 2010 წლის 6 აპრილს, იმყოფებოდა ცუდად, ჰქონდა ჰიპერტონიული კრიზი და ვერ უზრუნველყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის უზრუნველყოფა. ამასთან, მხარემ განმარტა, რომ ის მოითხოვს არა ვადის აღდგენას, არამედ გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლას სსსკ-ის 215-ე მუხლის საფუძველზე ავადმყოფობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების, კერძო საჩივრის მოტივების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ტ-შვილის, დ. ს-ავას, ც. ჟ-შვილის, კ. A-შვილის, ნ. მ-შვილის, ლ. ყ-შვილის, თ. ღ-ძის, ლ. ხ-ძის, მ. ზ-ძისა და ნ. კ-ძის წარმომადგენლის ლ. ა-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 აპრილის განჩინება, შემდგე გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სასამართლომ სწორად განმარტა კანონი; საპროცესო ნორმები არ დარღვეულა; სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
საქმის მასალების მიხედვით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს _ მ. ტ-შვილის, დ. ს-ავას, ც. ჯ-შვილის, კ. A-შვილის, ნ. მ-შვილის, ლ. ყ-შვილის, თ. ღ-ძის, ლ. ხ-ძის, მ. ზ-ძის და ნ. კ-ძის წარმომადგენელს ლ. ა-შვილს ჩაბარდა 2010 წლის 23 მარტს, სააპელაციო საჩივარი მ. ტ-შვილის, დ. ს-ავას, ც. ჯ-შვილის, კ. A-შვილის, ნ. მ-შვილის, ლ. ყ-შვილის, თ. ღ-ძის, ლ. ხ-ძის, მ. ზ-ძის და ნ. კ-ძის წარმომადგენლის _ ლ. ა-შვილის მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილ იქნა 2010 წლის 7 აპრილს, ხოლო მოსარჩელეების მ. ტ-შვილის, დ. ს-ავას, ც. ჯ-შვილის, კ. A-შვილის, ნ. მ-შვილის, ლ. ყ-შვილის, თ. ღ-ძის, ლ. ხ-ძის, მ. ზ-ძისა და ნ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2010 წლის 22 აპრილს (იხ.ს.ფ. 294- ტ. III, 10-12, ტ.IV).
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც კანონმდებელი სსსკ-ის 369.1. მუხლი სწორედ მითითითებულ წესთან აიგივებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.1I მუხლის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დინება იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოს აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი კი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, რომელიც ექვემდებარება იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გაუგზავნოს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, ვინაიდან ლ. ა-შვილს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2010 წლის 23 მარტს, ამდენად ითვლება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე ჩაბარდათ მარწმუნებელებს 2010 წლის 23 მარტს. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უკავშირდება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაგზავნის კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას. ანუ ვადის დენა დაიწყება, თუ მხარეს გაგზავნილი გადაწყვეტილებით (განჩინებით, ბრძანებით, დადგენილებით) სწორად განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ტ-შვილის, დ. ს-ავას, ც. ჯ-შვილის, კ. A-შვილის, ნ. მ-შვილის, ლ. ყ-შვილის, თ. ღ-ძის, ლ. ხ-ძის, მ. ზ-ძისა და ნ. კ-ძის წარმომადგნელს ლ. ა-ვილის ჩაჰბარდა 2010 წლის 23 მარტს /იხ.ს.ფ. 253, ტ. III/, ხოლო სააპელაციო საჩივარი მ. ტ-შვილის, დ. ს-ავას, ც. ჯ-შვილის, კ. A-შვილის, ნ. მ-შვილის, ლ. ყ-შვილის, თ. ღ-ძის, ლ. ხ-ძის, მ. ზ-ძის და ნ. კ-ძის წარმომადგენლის _ ლ. ა-შვილის მიერ შეტანილია 2010 წლის 7 აპრილს, სსსკ-ის 369.1. მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რამდენადაც სსსკ-ის 60.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 24 მარტს და ამავე კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დასრულდა 2010 წლის 6 აპრილს ოცდაოთხ საათზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის შესაბამისად სახეზე იყო ვადის გაშვების საპატიო მიზეზი, რამდენადაც ის იმყოფებოდა ავად და აღნიშნულის თაობაზე აცნობა სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 215-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ამ კანონის მიზნებისთვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლით განსაზღვრული საპატიო მიზეზით ვადის აღდგენის შესაძლებლობა ეხება იმ შემთხვევებს, როცა საპროცესო ვადა დადგენილია სასამართლოს მიერ, რამდენადაც სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე აღადგინოს საპატიო მიზეზით გაშვებული საპროცესო ვადა, მაშინ, როცა კანონისმიერი საპროცესო ვადის აღდგენის ან გაგრძელების უფლებამოსილება სასამართლოს არ გააჩნია. დასკვნის სახით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები როგორც სასამართლოსათვის ასევე მხარეთათვის, ამასთან, განსხვავებით საპროცესო ვადისა, რომლის აღდგენის უფლებამოსილება გააჩნია სასამართლოს მხარეთა თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის აღდგენა ან გაგრძელება დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გაასაჩივროს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მ. ტ-შვილის, დ. ს-ავას, ც. ჯ-შვილის, კ. A-შვილის, ნ. მ-შვილის, ლ. ყ-შვილის, თ. ღ-ძის, ლ. ხ-ძის, მ. ზ-ძისა და ნ. კ-ძის წარმომადგენლის ლ. ა-შვილის მიერ უგულებელყოფილია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ტ-შვილის, დ. ს-ავას, ც. ჯ-შვილის, კ. A-შვილის, ნ. მ-შვილის, ლ. ყ-შვილის, თ. ღ-ძის, ლ. ხ-ძის, მ. ზ-ძისა და ნ. კ-ძის წარმომადგენლის ლ. ა-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 414-419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ტ-შვილის, დ. ს-ავას, ც. ჯ-შვილის, კ. A-შვილის, ნ. მ-შვილის, ლ. ყ-შვილის, თ. ღ-ძის, ლ. ხ-ძის, მ. ზ-ძისა და ნ. კ-ძის წარმომადგენლის ლ. ა-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.