Facebook Twitter
¹ბ-717-711(კს-11) 16 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე


ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ...-ის კოოპერატივის დირექტორის პ. ბ.-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ...-ის კოოპერატივის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მესამე პირის _ ცეკავშირის გამგეობის დამოუკისებელი სარჩელი დაკმაყოფილდა და ხაშურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 30 სექტემბრის ¹109 დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი.
ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის ...-ის კოოპერატივის თავმჯდომარემ პ. ბ.-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 აგვისტოს განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მიერ საჩივარზე უარის თქმის გამო.
2010 წლის 4 ნოემბერს ...-ის კოოპერატივის დირექტორმა პ. ბ.-მ განცხადებით მიმართ სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა 2006 წლის 18 აგვისტოს განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის «ვ» და 272-ე მუხლის «ბ» პუნქტის შესაბამისად.
საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებელმა მიუთითა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 06 ივნისის განჩინების შესახებ, რომლითაც ცეკავშირის კერძო საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 აგვისტოს განჩინებაზე დარჩა განუხილველი; აღნიშნული განჩინებით განუხილველი დარჩა ცეკავშირის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ხაშურის რაიონილი სასამართლოს 2002 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც შეწყდა წარმოება ...-ის კოოპერატივის სარჩელზე ხაშურის ... ბაზარზე საკუთრების უფლების დადგენის შესახებ; განმცხადებელი აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოების გასაჩივრებული განჩინების მიღების პერიოდში ცოდნის შემთხვევაში საქმის შეწყვეტას მოითხოვდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ» პუნქტის შესაბამისად და არა დავის გაგრძელებაზე უარის თქმით, როოგრც ეს გააკეთა ადვოკატმა ნ. ი.-მა.
თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2011 წლის 2 თებერვლის განჩინებით ...-ის კოოპერატივის დირექტორის პ. ბ.-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1 ,,ვ” მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას ანუ აუცილებელია, რომ სახეზე იყოს, რომ ფაქტი ასრებობდა გადაწყვეტილების გამოტანმადე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის შესახებ, ამასთან თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ასევე აუცილებელი პირობაა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები და გარემოებები ადრე, რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება, რომელსაც იგი საქმის წარმოების განახლების მოთხოვნას აფუძნებდა, საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის «ვ» პუნქტის შესაბამისად ვერ გახდებოდა ასეთის საფუძველი, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინებით შეწყდა წარმოება ...-ის კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის პ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარზე, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო; აღნიშნული განჩინებისთვის ახლად აღმოჩენილი გარემოებად, ანუ ისეთი გარემოებად, რომელიც გამოიწვევდა განმცხადებლისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას ვერ მიიჩნეოდა განმცხადებლის მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ახლად აღმოჩენილ დოკუმენტზე დაყრდნობით ის მოითხოვდა საქმის წარმოების შეწყვეტას არა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის მოტივით, არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ» პუნქტის შესაბამისად მხარეთა შორის იმავე დავის დაუშვებლობის გამო; სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარის მიერ საქმის წარმოების შეყვეტის სხვა საფუძვლის გამოვლენა, გარდა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმისა, არ წარმოადგენდა ისეთ გარემოებას, რომლის პირობებშიც მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული ანუ არ მოხდებოდა სააპელაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტა; ამასთან, მხარეს შეეძლო გასაჩივრებული განჩინების მიღების დროსაც მოეპოვებინა ინფორმაცია იმის შესახებ იყო თუ არა კანონიერ ძალაში შესული ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 20 სექტემბრის განჩინება, რომლითაც საქმის წარმოება შეწყვეტილი იქნა მის სარჩელზე მოპასუხეების სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს და ხაშურის რაიონული სამმართველოს წინააღმდეგ, ხაშურის აგრარულ ბაზარზე საკუთრების უფლების დადგენის შესახებ;
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა...-ის კოოპერატივის დირექტორმა პ. ბ.-მ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
განმცხადებლის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ისე შეწყვიტა საქმის წარმოება საქმეზე, რომ მხარეს არ დააზუსტებინა, თუ რომელი პუნქტის საფუძველზე ითხოვდა საქმის წარმოების შეწყვეტას, ასევე არ გამოიკვლია, ადვოკატს გააჩნდა თუ არა უფლებამოსილება, ჰქონდა თუ არა მას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ...-ის კოოპერატივის დირექტორის პ. ბ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 2 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. შესაბამისად, მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წანამძღვრების არსებობისას.
საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებელმა მიუთითა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 06 ივნისის განჩინების შესახებ, რომლითაც ცეკავშირის კერძო საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 აგვისტოს განჩინებაზე დარჩა განუხილველი; აღნიშნული განჩინებით განუხილველი დარჩა ცეკავშირის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ხაშურის რაიონილი სასამართლოს 2002 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც შეწყდა წარმოება ...-ის კოოპერატივის სარჩელზე ხაშურის ... ბაზარზე საკუთრების უფლების დადგენის შესახებ; განმცხადებელი აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოების გასაჩივრებული განჩინების მიღების პერიოდში ცოდნის შემთხვევაში საქმის შეწყვეტას მოითხოვდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ» პუნქტის შესაბამისად და არა დავის გაგრძელებაზე უარის თქმით, როოგრც ეს გააკეთა ადვოკატმა ნ. ი.-მა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, რამდენადაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ ...-ის კოოპერატივის თავმჯდომარის _ პ. ბ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423.1 მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ორი აუცილებელი პირობის არსებობისას: 1. ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და 2. მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, სსსკ-ის 423.3 მუხლის თანახმად, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებასა და მტკიცებულებაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, რამდენადაც გასაჩივრებული განჩინებით შეწყდა წარმოება ...-ის კოოპერატივის თავმჯდომარის პ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარზე, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო; აღნიშნული განჩინების გაუქმებისათვის პროცესუალურ წინაპირობად ვერ ჩაითვლება განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ახლად აღმოჩენილ დოკუმენტზე დაყრდნობით ის მოითხოვდა საქმის წარმოების შეწყვეტას არა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის მოტივით, არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ» პუნქტის შესაბამისად მხარეთა შორის იმავე დავის დაუშვებლობის გამო;
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარის მიერ საქმის წარმოების შეყვეტის სხვა საფუძვლის გამოვლენა, გარდა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმისა, არ წარმოადგენდა ისეთ გარემოებას, რომლის პირობებშიც მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული ანუ არ მოხდებოდა სააპელაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტა; საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეს შეეძლო გასაჩივრებული განჩინების მიღების დროსაც მოეპოვებინა ინფორმაცია, იყო თუ არა კანონიერ ძალაში შესული ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 20 სექტემბრის განჩინება, რომლითაც საქმის წარმოება შეწყდა მის სარჩელზე მოპასუხეების სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს და ხაშურის რაიონული სამმართველოს წინააღმდეგ, ხაშურის აგრარულ ბაზარზე საკუთრების უფლების დადგენის შესახებ;
ამასთან, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, ადვოკატ _ ნ. ი.-ს გააჩნდა თუ არა უფლებამოსილება, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე. ს.ფ 110-ზე, წარმოდგენილია რწმუნებულება, რომლის თანახმად პ. ბ.-მ უფლებამოსილება მიანიჭა ადვოკატ ნ. ი.-ს მისი სახელით ეწარმოებინა განსახილველი საქმე, მათ შორის რწმუნებულს გააჩნდა უფლებამოსილება მარწმუნებლის სახელით უარი ეთქვა სარჩელზე ნაწილობრივ ან მთლიანად.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარში ჩამოყალიბებული საქმის წარმოების განახლების მოტივები არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში რეგლამენტირებულ განჩინების გაუქმებისა ან ახლად აღმოჩენილ გარემოებების ფარგლებს, რამდენადაც მითითებული ნორმა ამომწურავად განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომელიც შესაძლებელია საქმის წარმოების განახლებას დაედოს საფუძვლად, რაც სრულ შეუსაბამობაშია განცხადებაში მითითებულ საფუძვლებთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ...-ის კოოპერატივის დირექტორის პ. ბ.-ის კერძო საჩივარი არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-419-ე, 421.1, 422-427-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ...-ის კოოპერატივის დირექტორის პ. ბ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.