Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-725-719(კს-11) 21 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. გ-ავას წარმომადგენლის მ. ლ-ძის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2011 წლის 12 აპრილს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-725-719(კს-11) დ. გ-ავას წარმომადგენლის მ. ლ-ძის კერძო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით დ. გ-ავას წარმომადგენლის მ. ლ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.2 და 440-ე მუხლის მოთხოვნებს, ასევე კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და არ იყო წარმოდგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი. შესაბამისად, მითითებული ხარვეზების შესავსებად კასატორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ს.ფ. 306-308).

ხარვეზის შევსების მიზნით, კერძო საჩივრის ავტორს _ დ. გ-ავას წარმომადგენელს მ. ლ-ძეს საკასაციო სასამართლოსთვის არ მოუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ დ. გ-ავას წარმომადგენლის მ. ლ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორს – დ. გ-ავას წარმომადგენელს მ. ლ-ძეს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 20 აპრილის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 20 აპრილის განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს – დ. გ-ავას და მის წარმომადგენელ მ. ლ-ძეს გაეგზავნათ საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (იხ. ს.ფ. 309,310).

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, გაუგზავნოს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგაზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 20 აპრილის განჩინების ასლი დ. გ-ავას ჩაჰბარდა - 2011 წლის 29 აპრილს, რაც დასტურდება მისივე ხელმოწერით (იხ. 317), ხოლო მის წარმომადგენელ – მ. ლ-ძეს კი, 2011 წლის 29 აპრილს (ის. ს.ფ. 314).

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ხარვეზის განჩინების დ. გ-ავასათვის ჩაბარების დღიდან და შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადა ამოიწურა – 2011 წლის 2 მაისს, ვინაიდან 30 აპრილი იყო შაბათი, თანახმად, სსსკ-ის 61.2 მუხლისა, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. გ-ავას წარმომადგენლის მ. ლ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-ავას წარმომადგენლის მ. ლ-ძის კერძი საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.