ბს-727-765(კს-10) 21 ივლისი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მაისის განჩინება
დავის საგანი _ აღსრულების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 27 ნოემბერს შპს ,,...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 სექტემბრის ¹419 ,,...” ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2006 წლის 22 ნოემბრის 05-04/12018 გადაწყვეტილების ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 27 ოქტომბრის ¹2649 ბრძანების ნაწილობრივ და ასევე მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 8 სექტემბრის ¹233 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 სექტემბრის ¹419 საგადასახადო მოთხოვნა და შესაბამისად საგადასახადო დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები; საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 27 ოქტომბრის ¹2649 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2006 წლის 22 ნოემბრის 05-04/12018 გადაწყვეტილება ნაწილობრივ დღგ-ს და მოგების გადასახადის ნაწილში და მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ ვადაში.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,...” სარჩელი მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 სექტემბრის ¹419 საგადასახადო მოთხოვნის, საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 27 ოქტომბრის ¹2649 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2006 წლის 22 ნოემბრის 05-04/12018 გადაწყვეტილების ნაწილობრივ დღგ-ს და მოგების გადასახადის ნაწილში ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...”, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მეირ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,...” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,...” უარი ეთქვა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 27 ოქტომბრის ¹2649 ბრძანების, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 8 სექტემბრის ¹233 ბრძანების, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 სექტემბრის ¹419 ,,...” გაუქმებაზე დღგ-ზე დარიცხული ჯარიმის - 152 397 ლარის ნაწილში; შპს ,,...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 27 ოქტომბრის ¹2649 ბრძანება, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 8 სექტემბრის ¹233 ბრძანება, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 სექტემბრის ¹419 ,,...” შპს ,,...” ჯარიმის სახით 152 397 დარიცხვის ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას დაევალა დღგ-ზე დარიცხული ჯარიმის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ამავე სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას სოლიდარულად დაეკისრათ შპს ,,...” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 3260,15 ლარის გადახდა.
2010 წლის 30 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ამოიწერა და გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლთაც შპს ,,...” დაეკისრა ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 7000 ლარის ოდენობით.
2010 წლის 4 მაისს შპს ,,...” წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის სააღსრულებო ფურცელზე აღსრულების შეჩერება იმ მოტივით, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში იხილებოდა შპს ,,...” განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების, სახელმწიფო ბაჟის ნაწილში, განმარტების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მაისის განჩინებით შპს ,,...” წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა; შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის ¹3ბ/1139-08 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოება, შპს ,,...” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 7000 ლარის დაკისრების თაობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ შპს ,,...” 2010 წლის 6 მაისის განცხადების (გადაწყვეტილების განმარტების შესახებ) განხილვამდე.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანასთა სამინისტრომ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მაისის განჩინების გაუქმებასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის ¹3ბ/1139-08 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების განახლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,...” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,...” უარი ეთქვა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 27 ოქტომბრის ¹2649 ბრძანების, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 8 სექტემბრის ¹233 ბრძანების, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 სექტემბრის ¹419 ,,...” გაუქმებაზე დღგ-ზე დარიცხული ჯარიმის - 152 397 ლარის ნაწილში; შპს ,,...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 27 ოქტომბრის ¹2649 ბრძანება, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 8 სექტემბრის ¹233 ბრძანება, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 სექტემბრის ¹419 ,,...” შპს ,,...” ჯარიმის სახით 152 397 დარიცხვის ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას დაევალა დღგ-ზე დარიცხული ჯარიმის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ამავე სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას სოლიდარულად დაეკისრათ შპს ,,...” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 3260,15 ლარის გადახდა.
იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლოს მხრიდან მოხდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების მხოლოდ ნაწილობრივ გაუქმება და საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში კონკრეტულად არ მიეთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმების თაობაზე, რომელიც შეეხებოდა შპს ,,...” ბაჟის დაკისრების საკითხს, აღნიშნულმა გადაწყვეტილების შინაარსი ბაჟის ნაწილში გახადა ბუნდოვანი, რამაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საჭირო გახადა გადაწყვეტილების განმარტება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განჩინებით შპს ,,...” წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე განიმარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის ¹ბს-1187-1134(კ-09) გადაწყვეტილება და მიეთითა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული ბაჟი დაანგარიშებული იყო სამივე ინსტანციის სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსზე, რომლის საფუძველზეც მოხდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების განმარტება. მითითებული მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტლების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
ამდენად, როგორც ნორმის შინაარსი ცხადყოფს, გადაწყვეტილების განმარტების ერთადერთ დანიშნულებას წარმოადგენს აღსრულების უზრუნველყოფა. იმ პირობებში, როდესაც უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა ბაჟის ნაწილში გადაწყვეტილების ბუნდოვანების ფაქტი, საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სააღსრულებო ფურცლის შეჩერებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საპეროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილი იყო ემსჯელა აღსრულების საკითხზე და აღნიშნულით არ დაურღვევია საპროცესო ნორმები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.