Facebook Twitter

ბს-748-723(კს-10) 27 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველომ (ბათუმი) განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორება, კერძოდ, მითითება, რომ საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 სამმართველოზე (ბათუმი) გ. ც-ძისა და ნ. I-ძის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა ექვემდებარებოდა მოქმედი კანონმდებლობით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, შემდეგი საფუძვლით:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით ნაილობრივ დაკმაყოფილდა გ. ც-ძისა და ნ. I-ძის სარჩელი და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) გ. ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 426,35 ლარის, ხოლო ნ. I-ძის სასარგებლოდ _ 379,35 ლარის გადახრდა.

განმცხადებლის მითითებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებულია უსწორობა, რამდენადაც საქმეში არსებული მასალებით, ასევე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 სამმართველოს შეპასუხებითა და მოთხოვნებით დასტურდებოდა, რომ სადავო იყო დარიცხული და არა ხელზე ასაღები თანხები, ამდენად მოპასუხეზე დაკისრებული თანხა ექვემდებარებოდა მოქმედი კანონმდებლობით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში კი აღნიშნულია, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მაგრამ თანხის დაკისრებისას არ იყო მითითებული, რომ თანხა არის დარიცხული და არა ხელზე ასაღები, შესაბამისად ექვემდებარებოდა კანონმდებლობით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას /იხ.ს.ფ. 1-2 ტ. II/.

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო კოლეგია დაეყრდნო საქმეში წარდგენილ საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 სამმართველოს 2009 წლის 21 მაისის ¹38/2/2-1-409 და ¹38/2/2/-1-140 მიმართვებს, რომლებშიც განსაზღვრულია დავალიანების თანხის ოდენობა. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სახელფასო დავალიანების (გარდა კანონით განსაზღვრული კომპენსაციის) ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, რაც შევიდა კანონიერ ძალაში. Aამდენად, სასამართლო აქტი არ შეიცავდა უსწორობას, ან არითმეტიკულ შეცდომებს და არ არსებობდა უსწორობის გასწორების პროცესუალური წინაპირობები /იხ.ს.ფ. 9-11, ტ. II/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველომ (ბათუმი) და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ც-ძისა და ნ. I-ძის სარჩელი და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) გულნარა ცეცხლაძის სასარგებლოდ დაეკისრა 426,35 ლარის, ხოლო ნ. I-ძის სასარგებლოდ 379,35 ლარის გადახდა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებულია უსწორობა, რამდენადაც მოსარჩელეთა გ. ც-ძის და ნ. I-ძის მიერ ასაღებ თანხებზე სასამართლოს უნდა მიეთითებინა, რომ ექვემდებარებოდა მოქმედი კანონმდებლობით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ამდენად, აღნიშნული წარმოადგენდა სასამართლოს მიერ დაშვებულ უსწორობას, რაც ექვემდებარებოდა გასწორებას სასამართლოს მიერ /იხ.ს.ფ. 17-18, ტ. II/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სასამართლომ სწორად განმარტა კანონი; საპროცესო ნორმები არ დარღვეულა; სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს.

საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით ნაილობრივ დაკმაყოფილდა გ. ც-ძისა და ნ. ი-ძის სარჩელი და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) გ. ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 426,35 ლარის, ხოლო ნ. ი-ძის სასარგებლოდ _ 379,35 ლარის გადახრდა.

ქუთაისის სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო კოლეგია დაეყრდნო საქმეში წარდგენილ საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეოპარტამენტის ¹1 სამმართველოს 2009 წლის 21 მაისის ¹38/2/2-1-409 და ¹38/2/2/-1-140 მიმართვებს, რომლებშიც განსაზღვრულია დავალიანების თანხის ოდენობა (მათ შორის, დაქვითული და ხელზე ასაღები თანხების ოდენობა). შესაბამისად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სახელფასო დავალიანების (გარდა კანონით განსაზღვრული კომპენსაციის) ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, კერძოდ მიმართვებში აღნიშნული არა დარიცხული, არამედ ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობის /იხ.ს.ფ. 14-15/ თანხების ნაწილში, რაც გ. ც-ძის მიმართ შეადგენს _ 426,35 ლარს, ხოლო ნუგზარ ივანაძის მიმართ _ 379,35 ლარს.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 260.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო აღნიშნული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას _ შეასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომა, იყენებს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებაში დაშვებულია უსწორობა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული ნორმით დადგენილი უფლებამოსილების გამოყენება დასაშვებია გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების მიმართ, მაშინ, როცა კერძო საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული კონკრეტულად რა შეცდომებია დაშვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას, ასევე მხარემ ისე მოითხოვა გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანა, რომ არ იქნა წარმოდგენილი დამადასტურებელი მტკიცებულებები (ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული საპირისპიროს მამტკიცებელი ცნობები), თუ კონკრეტულად რა ოდენობის თანხების ნაწილშია დაშვებული კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში უსწორობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 414-419 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინება;

1. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.