¹ბს-820-814(კს-11) 13 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე და 420-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. უ.-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. უ.-მა და ა. ფ.-მა სარჩელი აღძრეს გორის რაიონულ სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურისა და ც. მ.-ის მიმართ და მოითხოვა გორის სარეგისტრაციო სამსახურის 12.09.07 წელს განხორციელებული 121.27 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა (იხ. ტ.1; ს.ფ. 1-11).
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 თებერვლის განჩინებით თ. უ.-ისა და ა. ფ.-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირის – ც. მ.-ოვის მიმართ, გორში, ...-ის ქ. ¹26-ში მდებარე უძრავ ქონებაზე - საკადასტრო კოდი ... და საკადასტრო კოდი .... ლ. და ც. მ.-ის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება (იხ. ტ.1; ს.ფ. 147-151).
გორის რაიონული სასამართლოს განჩინება სარჩელის დაუშვებლად ცნობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ა. ფ.-მა და თ. უ.-მა და მოითხოვეს გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (იხ. ტ.1; ს.ფ. 159-161).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 აპრილის განჩინებით თ. უ.-ის კერძო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე დარჩა განუხილველი, იმ მოტივით, რომ თ. უ.-ის მიერ გაშვებულ იქნა კერძო საჩივრით გასაჩივრების საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადა (იხ. ტ.2; ს.ფ. 3-5), ხოლო ამავე სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განჩინებით ა. ფ.-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად (იხ. ტ.2; ს.ფ. 18-19).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. უ.-მა და მოითხოვა მითითებული განჩინების გაუქმება (იხ. ტ.2; ს.ფ. 20-21).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. უ.-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 აპრილის განჩინებაზე, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414_420-ე მუხლებით დადგენილია კერძო საჩივრის განხილვის წესი და პირობები, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის თაობაზე განსხვავებულ წესს არ ითვალისწინებს, ამდენად, მოცემულ შემთხვევაშიც გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს: გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 აპრილის განჩინებაზე, თ. უ.-ის კერძო საჩივრის საფუძველზე, იმსჯელა ზემდგომმა _ თბილისის სააპელაციო სასამართლომ (იხ. ტ.2; ს.ფ. 3-5), რომლის განჩინებაც, ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, აღნიშნულის შესახებ მიუთითებს თავად გასაჩივრებული განჩინებაც.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. უ.-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 აპრილის განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 396-ე, 399-ე, 401-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. უ.-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 აპრილის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.