Facebook Twitter

ბ-1077-5(ა-11) 27 მაისი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა მ. ხ-ის წარმომადგენლის – ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშავებობისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინების გაუქმების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინებით მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთ თვიანი ვადის დარღვევის გამო.

2011 წლის 6 მაისს მ. ხ-ის წარმომადგენლის – ნ. ბ-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე.

განმცხადებელი განცხადებაში მიუთითებდა, რომ უზენაესმა სასამართლომ განჩინების გამოტანისას საკასაციო საჩივარზე თანდართულ კონვერტზე აღნიშნული ფოსტის ბეჭედზე მითითებული თარიღი – 15.03.2011 შეცდომით მიიჩნია მ. ხ-ის მიერ ფოსტაში საკასაციო საჩივრის ჩაბარების თარიღად და ჩათვალა, რომ საკასაციო საჩივარი წარდგენილი იყო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით. რეალურად კი, განმცხადებლის მტკიცებით, მან შპს ,,....” საკასაციო საჩივარი ჩააბარა 2011 წლის 14 მარტს, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა შპს ,,....” მიერ გაცემული ქვითარი ¹000031, რომელზეც მითითებულია გზავნილის ¹126 ჩაბარების თარიღი - 2011 წლის 14 მარტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინების გაუქმებასა და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო მ. ხ-ის წარმომადგენლის – ნ. ბ-ის განცხადებას და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ის გარემოება, რომ საკასაციო საჩივარი შპს ,,....” ჩაბარდა 2011 წლის 14 მარტს, ვინაიდან, მხარის მიერ წარმოდგენილ შპს ,,....” ქვითარზე ¹000031 (ს.ფ. 83) გარკვევითაა მითითებული საკასაციო საჩივრის გზავნილის ¹126 და თარიღი მისი ფოსტაში ჩაბარებად – 2011 წლის 14 მარტი, რაც, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, გააუქმოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინება მ. ხ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა გაეცნო კასატორის – მ. ხ-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 397-ე მუხლების მოთხოვნებს და იგი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 397-ე, 401-ე და 403-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ხ-ის წარმომადგენლის – ნ. ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნეს მიღებული მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი;

3. საქართველოს უზენასი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.