Facebook Twitter

ბ-170-2(ა-11) 18 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ბ-ის, რ. ბ-ის, დ. დ-ის, ნ. ნ-ის, ე. დ-ისა და ნ. ქ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 დეკემბრის ბს-1469-1431(კ-10) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ბ-ემ, რ. ბ-ემ, დ. დ-ემ, ნ. ნ-ემ, ე. დ-ემ და ნ. ქ-ემ განცხადებით მიმართ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 დეკემბრის ბს-1469-1431(კ-10) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს, შემდეგი საფუძვლით:

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ა. ბ-ის, რ. ბ-ის, დ. დ-ის, ნ. ნ-ის, ე. დ-ისა და ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ კასატორების მიერ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ იქნა შევსებული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულია, რომ განჩინება (ხარვეზის მითითების თაობაზე) კასატორებიდან ერთ-ერთს რ. ბ-ეს ჩაბარდა 2010 წლის 9 ნოემბერს, ხოლო დანარჩენებს 2010 წლის 10 ნოემბერს, განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადა ამოიწურა 2010 წლის 14 ნოემბერს რ. ბ-თვის, ხოლო დანარჩენი კასატორებისათვის ამავე წლის 15 ნოემბერს, მაშინ, როცა კასატორებმა ხარვეზი შეავსეს 2010 წლის 16 ნოემბერს.

განმცხადებლების მითითებით, განჩინებაში აღნიშნული გარემოებები არ შეესაბამება რეალობას, რამდენადაც შპს «საქრთველოს ფოსტის» ........ ფილიალის 18.01.11 წლის ცნობების თანახმად, კასატორებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ხარვეზის თაობაზე ჩაიბარეს 2010 წლის 11 ნოემბერს და შესაბამისად მათ ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდათ 2010 წლის 16 ნოემბრამდე, რაც განახორციელეს კიდეც. ამდენად, განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ სახეზეა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების პროცესუალური საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის განჩინებით ა. ბ-ის, რ. ბ-ის, დ. დ-ის, ნ. ნ-ის, ე. დ-ისა და ნ. ქ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 დეკებრის ბს-1469-1431(კ-10) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ბ-ის, რ. ბ-ის, დ. დ-ის, ნ. ნ-ის, ე. დ-ისა და ნ. ქ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 დეკებრის ბს-1469-1431(კ-10) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. შესაბამისად, მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წანამძღვრების არსებობისას. კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებლები საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების საფუძვლად ასახელებენ იმ გარემოებას, რომ მათ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი შეავსეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, რამდენადაც შპს «საქართველოს ფოსტის» ....... ფილიალის 18.01.11 წლის ცნობების თანახმად, კასატორებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ხარვეზის თაობაზე ჩაიბარეს 2010 წლის 11 ნოემბერს და შესაბამისად მათ ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდათ 2010 წლის 16 ნოემბრამდე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს წარმოადგენს, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი და განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კასატორებს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინება ხარვეზის შესახებ ნამდვილად ჩაჰბარდათ 2010 წლის 11 ნოემბერს და შესაბამისად, მათ მიერ ხარვეზი შევსებულ იქნა საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

კასატორების მიერ მითითებული გარემოების გადამოწმების მიზნით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიმართა შპს «საქართველოს ფოსტას», რომლითაც ცდომილების თავიდან აცილების მიზნით მოითხოვა ინფორმაციის მოწოდება, როდის ჩაბარდა ადრესატებს შეკვეთილი წერილები. ამასთან, სასამართლომ მოითხოვა ინფორმაციის მოწოდება, თუ რის საფუძველზე მოხდა ცდომილება საქმეში არსებულ შეკვეთილი წერილების ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებასა და შპს «საქართველოს ფოსტის» ........ ფილიალის მიერ გაცემულ ცნობებს შორის.

2011 წლის 4 აპრილს შპს «საქართველოს ფოსტიდან» შემოსული პასუხის თანახმად, საკასაციო სასამართლო 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინება, კასატორებს ჩაჰბარდათ 2010 წლის 11 ნოემბერს, ხოლო ჩაბარების თარითად შეცდომით დაფიქსირდა 2010 წლის 9 და 10 ნოემბერი. ამასთან, აღნიშნული დარღვევების გამო შპს «საქართველოს ფოსტის» ........ ფილიალის ფოსტალიონი ლ. მ-ე გათავისუფლდა სამსახურიდან, ფოსტალიონ თ. ზ-ეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური, ფოსტის უფროსს რ. ბ-ეს გამოეცხადა საყვედური და პიროებით იქნა დატოვებული სამსახურში.

ზემომითითებული მტკიცებულების შეფასების საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ბ-ის, რ. ბ-ის, დ. დ-ის, ნ. ნ-ის, ე. დ-ისა და ნ. ქ-ის მიერ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე წარმოდგენილია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში რეგლამენტირებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 დეკებრის ბს-1469-1431(კ-10) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების პროცესუალური საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ბ-ის, რ. ბ-ის, დ. დ-ის, ნ. ნ-ის, ე. დ-ისა და ნ. ქ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 დეკებრის ბს-1469-1431(კ-10) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 დეკემბრის ბს-1469-1431(კ-10) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1, 422-427-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ბ-ის, რ. ბ-ის, დ. დ-ის, ნ. ნ-ის, ე. დ-ისა და ნ. ქ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 დეკემბრის ბს-1469-1431(კ-10) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 დეკემბრის ბს-1469-1431(კ-10) განჩინება ა. ბ-ის, რ. ბ-ის, დ. დ-ის, ნ. ნ-ის, ე. დ-ისა და ნ. ქ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.