Facebook Twitter

ბ-3050-28(ა-09) 24 მარტი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

განიხილა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.09წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.09წ. განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.08წ. განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.08წ. განჩინების ასლი 06.02.09წ ჩაბარდა (ს.ფ. 281). შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურისათვის აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 07.02.09წ. და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, 09.03.09წ. ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დასტურდება საკასაციო საჩივრის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ მისივე საკურიერო სამსახურისათვის 10.03.09წ. ჩაბარება (რაც დასტურდება ს.ფ. 297 დამაგრებულ კონვერტზე დასმული საკურიერო სამსახურის ბეჭდით) ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა 04.12.09წ. განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც ამავე სასამართლოს 17.06.09წ. განჩინების გაუქმება და შეგებებულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს 06.02.09წ. ჩაბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.12.08წ. განჩინება. შესაბამისად, ეროვნული სამსახურისათვის აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, დაიწყო 07.02.09წ. და 09.03.09წ. ამოიწურა. ეროვნულმა სამსახურმა აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა 05.03.09წ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში. ეროვნულმა სამსახურმა საკასაციო საჩივარი კურიერს შეტყობინებით 05.03.09წ. ჩააბარა, რასაც ხელმოწერით ადასტურებს საკურიერო სამსახურის წარმომადგენელი. განცხადების ავტორმა ასევე მიუთითა, რომ ეროვნულ სამსახურსა და შპს “...” შორის 05.02.09წ. დაიდო საფოსტო, საკურიერო და სატელეგრაფო მომსახურებაზე ფოსტის მუშაობის სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹19 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შემსყიდვლისაგან მიღებული წერილებისა და დეპეშების ადრესატებისათვის ჩაბარება გასაგზავნად მიღების დღიდან – ქ. თბილისში სამუშაო დღეებში 24 საათის განმავლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატას, საქმის მასალების გაცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, მიაჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან, 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.08წ. განჩინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს 04.02.09წ. გაეგზავნა ¹21 შეტყობინებით. აღნიშნული გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება _ შპს “...” ¹21 შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ ადასტურებს, რომ ადრესატს შეტყობინება 06.02.09წ. ჩაბარდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა საკასაციო საჩივარი საკურიერო სამსახურს 10.03.09წ. ჩააბარა, რაც დასტურდება ს.ფ. 297 დაცულ კონვერტზე საკურიერო სამსახურის მიერ დასმული საფოსტო შტემპელით. საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის მინისტრის 09.09.94წ. ¹01/151 ბრძანებით დამტკიცებული “საფოსტო წესების” 43-ე პუნქტის თანახმად, კალენდარული შტემპელი განკუთვნილია საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებზე, ქვითრებზე, საბუთებზე თარიღის აღნიშვნისათვის. ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის შემცველ კონვერტზე დასმული კალენდარული შტემპელის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა საკსაციო საჩივარი საკურიერო სამსახურს 10.03.09წ. ჩააბარა. საკასაციო პალატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრის პირველ გვერდზე დასმული შტამპითა და თბილისის 59-ე საფოსტო განყოფილების მიერ საქმეში დაცული კონვერტის მეორე გვერდზე დასმული საფოსტო შტემპელით დადგენილად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 11.03.09წ. ჩაჰბარდა (ს.ფ. 284; 297). საფოსტო, საკურიერო და სატელეგრაფო მომსახურებაზე ფოსტის მუშაობის სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით, ეროვნულ სამსახურსა და შპს “...” შორის 05.02.09წ. გაფორმებული ¹19 ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შემსყიდვლისაგან მიღებული წერილებისა და დეპეშების ადრესატებისათვის ჩაბარება გასაგზავნად მიღების დღიდან – ქ. თბილისში სამუშაო დღეებში 24 საათის განმავლობაში. ხელშეკრულების აღნიშნული დებულება და ის ფაქტი, რომ საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 11.03.09წ. ჩაჰბარდა ასევე ადასტურებს, რომ კასატორმა საკასაციო საჩივარი ფოსტას 10.03.09წ. გადასცა. საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს 09.03.09წ. ოცდაოთხ საათზე ამოეწურა, ხოლო საკასაციო საჩივარი კი ფოსტაში 10.03.09წ. წარადგინა, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს არ წარმოუდგენია სსკ-ის 61.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის ფოსტისათვის 05.03.09წ. ჩაბარების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიმართვაზე (ს.ფ. 284) მიწერილი თარიღი – 05.03.09წ. არ ადასტურებს გასაჩივრების ვადის დაცვას, ვინაიდან მიმართვის თარიღით არ დასტურდება ფოსტისათვის ჩაბარების დრო. კანონით განსაზღვრულ ვადაში საკასაციო საჩივრის შეტანას არ ადასტურებს აგრეთვე გზავნილებათა რეესტრის ფურცელი, რომელიც გაურკვეველი პირების მიერ არის ხელმოწერილი და არ არის დადასტურებული საფოსტო შტემპელით. საკასაციო პალატა თვლის, რომ განმცხადებლის მოსაზრება საკასაციო საჩივრის ფოსტაში 05.03.09წ. ჩაბარების შესახებ არის დაუსაბუთებელი. განმცხადებლის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში, თუ კი კასატორი საკასაციო საჩივარს ფოსტას 05.03.09წ. ჩააბარებდა, აღნიშნული გზავნილი სააპელაციო სასამართლოს 06.03.09წ. და არა 11.03.09წ. უნდა მიეღო, ვინაიდან ეროვნულ სამსახურსა და შპს “...” შორის 05.02.09წ. გაფორმებული ¹19 ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად მიმწოდებელს ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება ქ. თბილისში მყოფი ადრესატისათვის კორესპოდენცია ჩაებარებია მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. რაც შეეხება განცხადებაზე დართულ სააპელაციო სასამართლოსათვის გაგზავნილი მიმართვის თარიღს (05.03.09წ.), აღნიშნული ვერ შეცვლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 17.06.09წ. განჩინებით დამდგარ შედეგს, ვინაიდან ზემოაღნიშნული მტკიცებულება ასევე ერთვოდა 11.03.09წ. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და იგი ვერ მიიჩნევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1 მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებად. განცხადებაზე თარიღის მითითება თავისთავად არ ადასტურებს იმავე დღეს ფოსტისთვის ჩაბარების ფაქტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი ვერ ჩაითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრისათვის დადგენილ ერთთვიან ვადაში შეტანილად. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის მოტივით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 17.06.09წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.09წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.