ვ-141-3(ა-11) 24 მარტი, 2011 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ე. ი-ოვას განცხადების დასაშვებობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის ¹ბს-116-114(კ-10) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის განჩინებით ე. ი-ოვას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინება.
2011 წლის 17 თებერვალს ე. ი-ოვამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 21 თებერვლის განჩინებით მიიჩნია, რომ ე. ი-ოვას განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტის, ასევე 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინებით ე. ი-ოვას დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზები, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის გადახდის ქვითარი, განცხადება იმ საფუძვლებზე მითითებით, რომელთა გამოც უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ასევე მითითებას იმ გარემოებებზე რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ განცხადების ვადაში შეტანის ფაქტს.
2011 წლის 14 მარტს ე. ი-ოვამ ფოსტის მეშვეობით განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განმცხადებელმა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება, მტკიცებულებები და სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის გადახდის ქვითარი წარმოადგინა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ე. ი-ოვას მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დათარიღებულია 2006-2010 წლებით (2006 წლის 7 ნოემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; საქართველოს შსს მარნეულის რაიონის პოლიციის განყოფილების 2006 წლის 16 ოქტომბრის ცნობა; საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 იანვრის ¹კ-4/35 ბრძანება; საქართველოს შსს მარნეულის რაიონის პოლიციის განყოფილების წერილი; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 27 მარტის ¹60 ბრძანება; ¹15 აქტი; სანოტარო აქტი; ხელშეკრულება; საქართველოს შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარნეულის რაიონული სამმართველოს 2009 წლის 10 ივნისის ¹30/11/3/12-0/24 წერილი; საქართველოს შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარნეულის რაიონული სამმართველოს 2008 წლის 9 დეკემბრის ¹30/11/3/18-3316 წერილი; წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2010 წლის 3 მარტის დადგენილება).
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ე. ი-ოვამ აღნიშნული მტკიცებულებების ნაწილი (სანოტარო აქტი; წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2010 წლის 3 მარტის დადგენილება; აქტი ¹15; ხელშეკრულება; მარნეულის რაიონის პოლიციის განყოფილების ცნობა) საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2010 წლის 6 მაისსაც წარადგინა, თუმცა ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2010 წლის 29 აპრილს საქმეზე უკვე მიღებული იყო განჩინება, წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად დაუბრუნდა მხარეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ი-ოვამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მის მიერ განცხადების ვადაში წარდგენის ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ ე. ი-ოვამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა, რაც დაუშვებლობის მოტივით მისი განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, ტ. ი-ოვს ე. ი-ოვას განცხადებაზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 100 (ასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველად დარჩეს ე. ი-ოვას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის ¹ბს-116-114(კ-10) განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის მოტივით;
2. ტ. ი-ოვს დაუბრუნდეს მის მიერ ე. ი-ოვას განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 100 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.