ბს-632-610(გ-10) 21 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და გორის რაიონულ სასამართლოს შორის დავა ა. ჯ-შვილის სარჩელის განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 21 აპრილს ა. ჯ-შვილმა სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 8 აპრილს გ. ჭ-ძემ გენადი გურგენიძის კუთვნილი ავტომანქანა მართვის უფლებით გადასცა მას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარეებს შორის გაფორმდა და სანოტარო წესით დამოწმდა გადაცემის აქტი. მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო ¹10/06-1-6104 სააღსრულებო წარმოება, რომელიც ეხებოდა თბილისის ისანი- სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული@¹2/1425 სააღსრულებო ფურცლით აღსრულებას. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ა. ჯ-შვილს, პ. E-ძისა და გ. ჭ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1218 ლარის გადახდა, ხოლო ¹2/105 სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოვალეებს _ ა. ჯ-შვილს, ხ. L-შვილსა და გ. ხ-შვილს პ. E-ძისა და გ. ჭ-ძის სასარგებლოდ დაეკისრათ 2258 ლარის გადახდა.
მოსარჩელის მტკიცებით, აღსრულება უკანონოდ იქნა მიქცეული მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე და იგი უკანონოდ იქნა დაყადაღებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება და აღსრულების შეჩერება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ¹... ა. ჯ-შვილის სარჩელის გამო, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე, განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ “სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების სისტემის და დებულების დამტკიცების შესახებ” აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2008 წლის 1 ოქტომბრის ¹... ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2009 წლის 29 დეკემბრის ¹... ბრძანების თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანო, მათ შორის, იყო შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო, რომლის მისამართად განისაზღვრა ქ. გორი, .... ¹52.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხე იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო, რომლის მისამართი იყო ქ. გორი, .... ¹52.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ა. ჯ-ვილის სარჩელისა გამო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
გორის რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრება მოცემული საქმის ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდიდა აღმასრულებლის მოქმედებას, მის მიერ გამოცემულ აქტს, რომლითაც მცხეთის რაიონის სოფელ ახალუბანში მდებარე, ა. ჯ-შვილის კუთვნილ უძრავ ნივთზე დადებულ იქნა ყადაღა. ამდენად, სახეზე იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც სარჩელი შეიძლებოდა აღძრულიყო სასამართლოში, როგორც მოპასუხის, ასევე უძრავი ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადი იყო, ეკუთვნოდა მოსარჩელეს. ამ შემთხვევაში მოსარჩელემ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელის წარდგენით უკვე გამოხატა ნება და განახორციელა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება, აერჩია ორი განსჯადი სასამართლოდან ერთი _ მცხეთის რაიონული სასამართლო.
გორის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის გორის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნით შეიზღუდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლით მოსარჩელისათვის მინიჭებული უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ აერჩია განსჯადი სასამართლო. გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით საქმის განსჯადობით გადაგზავნა გათვალისწინებული იყო მხოლოდ იმ შემთხვევისათვის, როდესაც სარჩელი იმთავითვე არაგანსჯად სასამართლოში იქნებოდა წარდგენილი. მოცემულ შემთხვევაში, ა. ჯ-შვილის სარჩელი მცხეთის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა 2010 წლის 21 აპრილს განსჯადობის წესების სრული დაცვით, უძრავი ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განეხილა და არსებითად გადაეწყვიტა, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გორის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს ადგილსამყოფლად ქ. გორის განსაზღვრას მოცემული საქმის განმხილველი სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობაზე გავლენა არ უნდა მოეხდინა, რადგან ა. ჯ-შვილის სარჩელი ნივთობრივ განსჯადობას მიკუთვნებული დავა იყო, უძრავი ნივთი კი მცხეთის რაიონში მდებარეობდა, ხოლო იურიდიული პირის რომელიმე ტერიტორიული ორგანოს ადგილსამყოფლის შეცვლა საქმის განსჯადობაზე გავლენას ვერ მოახდენდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და გორის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სასამართლოთა შორის დავა ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, ხსენებული ნაწილი შეიცავს სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ორგანოს მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით და შესაბამისად, სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სწორედ ის სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება შესაბამისი მოპასუხის ადგილსამყოფელზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მოცემული სარჩელის გორის რაიონული სასამართლოსათვის განსჯადობით გადაგზავნის მოტივად იმაზე მითითებას, რომ, რადგან “სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების სისტემის და დებულების დამტკიცების შესახებ” აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2008 წლის 1 ოქტომბრის ¹... ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2009 წლის 29 დეკემბრის ¹.... ბრძანების თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს _ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მისამართად განისაზღვრა ქ. გორი, ... ¹..., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოცემული საქმე გორის რაიონული სასამართლოს განსჯადია.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება გორის რაიონული სასამართლოს მოტივაციას, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს ადგილსამყოფლად ქ. გორის განსაზღვრა მოცემული საქმის განმხილველი სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ამ შემთხვევაში ა. ჯ-შვილის სარჩელი წარმოადგენს ნივთობრივ განსჯადობას მიკუთვნებულ დავას, ხოლო შესაბამისი უძრავი ნივთი მცხეთის რაიონში მდებარეობს, იურიდიული პირის რომელიმე ტერიტორიული ორგანოს ადგილსამყოფლის შეცვლა კი საქმის განსჯადობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ შემთხვევაში მთავარი და არსებითია ის გარემოება, რომ ა. ჯ-შვილის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელზეც ყადაღა იქნა დადებული, მდებარეობს მცხეთის რაიონის სოფელ .... საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის (ნივთობრივი განსჯადობა) პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ ადმინისტრაციული კატეგორიის დავების განხილვა, რომლებიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ან სამართალურთიერთობას ეხება, განეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი. ამასთან, აღსანიშნავია ის, რომ ა. ჯ-შვილმა გამოხატა შესაბამისი ნება და სარჩელი აღძრა სწორედ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა კოლეგიაში, რომელსაც უნდა განეხილა კიდეც მისი სარჩელი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნივთობრივი განსჯადობიდან გამომდინარე, მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ჯ-შვილის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ჯ-შვილის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.